რა გვიახლოვდება – საპარლამენტო არჩევნები თუ სახელმწიფო გადატრიალება?!

    ”ბევრ რამეში, რასაც ვხედავთ, ხშირად მთავარს ვერ ვამჩნევთ”, - ამბობს ჩინელი ბრძენი კონფუცი. მთავარის დანახვაში ამჯერად ჩინელები დაგვეხმარნენ...

    267

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  აშშ-ის „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ შესახებ  გამოაქვეყნა სტატია,  რომელშიც  ვკითხულობთ: დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) მოქმედებს, როგორც აშშ ხელისუფლების თეთრი ხელთათმანები. ის, დიდი ხანია, დაკავებულია სხვა ქვეყნებში ხელისუფლებების დამხობით, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანითა და იდეოლოგიური ინფილტრაციით”.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არა მხოლოდ ამხილა აშშ-ის ძირგამომთხრელი საქმიანობა სხვადასხვა ქვეყანაში, არამედ დაასახელა ის კონკრეტული ორგანიზაციაც, რომელზე დაყრდნობით ახორციელებს თავისი მრავალი შავბნელი ჩანაფიქრის რეალიზებას. -ს არის  ”დემოკრატიის ეროვნული ფონდი” (NED).

    განცხადებაში ხაზგასმულია ამ ორგანიზაციის მუშაობის სტილიც და მიზნებიც: „NED- ი ამას აკეთებს დემოკრატიის განვითარების ეგიდით. მის მიერ ჩადენილმა უამრავმა ბოროტებამ მოიტანა დიდი ზიანი და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მწვავე შეფასება დაიმსახურა. ბოლო წლებში NED-ი მუდმივად იცვლიდა ტაქტიკას. იგი უფრო შორს წავიდა, დაიწყო რა მოქმედება მშვიდობის, განვითარებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ტენდენციის წინააღმდეგ. იგი ცნობილი გახდა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, დივერსიისა და საბოტაჟის მცდელობებით. უაღრესად მნიშვნელოვანია NED-ის საქმიანობის გამოაშკარავება და ყველა ქვეყნის გაფრთხილება, რათა დაინახონ მისი ნამდვილი სახე, დაიცვან თავი მის მიერ ორგანიზებული დივერსიისა და საბოტაჟისგან, გაუწიონ მას მტკიცე წინააღმდეგობა, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ინტერესები, მხარი დაუჭირონ მშვიდობასა და განვითარებას მთელ მსოფლიოში, ასევე, საერთაშორისო სამართალსა და სამართლიანობას”.

    სტატიაში ნათქვამია იმის შესახებაც,  როგორ ინიღბება ეს ორგანიზაცია: ”NED- ირწმუნება, რომ იგი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მხარს უჭერს დემოკრატიას საზღვარგარეთ. ფაქტობრივად, იგი მოქმედებს, როგორც აშშ-ი მთავრობის თეთრი ხელთათმანები. NED- არის ამერიკის  ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ფარული ოპერაციების შემსრულებელი. NED- შეიქმნა აშშ-ი მთავრობის ეგიდით და  დაფინანსებულია აშშ-ი მთავრობის მიერ. NED-ის პროგრამები ხორციელდება აშშ-ი სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვადასხვა ქვეყანაში აშშ-ი საელჩოების მიერ. NED- ანგარიშს აბარებს აშშ-ი მთავრობას თავისი საქმიანობის შესახებ და იღებს სამთავრობო აუდიტსა და ზედამხედველობას. აშშ-ი მთავრობას აქვს წვდომა NED-ის მიერ დაფინანსებულ ყველა პროგრამაზე“.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ”NED- ეწევა  ფერადი რევოლუციების პროვოცირებას სხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების დასამხობად“.

    განცხადებაში იმდენი რამ არის ნათქვამი, რომ ერთი მცირე მოცულობის სტატია ყველაფერს ვერ დაიტავს, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა, რომ ძნელია, რამეს შეელიო და გამოტოვო. მაგალითად, ეს მსჯელობა: „არაბული გაზაფხულის“ დაწყების შემდეგ NED-მა ფერადი რევოლუციების პროვოცირების მიზნით ფართოდ გამოიყენა სოციალური მედიის პლატფორმები და დააფინანსა არასამთავრობო ორგანიზაციები მულტიმედიური შინაარსის გასავრცელებლად და ონლაინ ტრენინგების უზრუნველსაყოფად. 2004 წლის ნარინჯისფერი რევოლუციის დროს NED-მა უკრაინის ოპოზიციას  65 მილიონი დოლარი გამოუყო. 2007-დან 2015 წლამდე NED-მა გამოყო 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი უკრაინული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და „სამოქალაქო მონაწილეობის“ ხელშესაწყობად. 2013-2014 წლების ევრომაიდნის მოვლენებისას NED-მა დააფინანსა მასმედიის ინსტიტუტი წამქეზებლური ინფორმაციის გასავრცელებლად. NED-მა ასევე ათობით მილიონი დოლარი დახარჯა დეზინფორმაციის გასავრცელებლად ისეთი სოციალური მედიის პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, X (ყოფილი Twitter-ი) და Instagram-ი, ეთნიკური დაძაბულობის გასაძლიერებლად და აღმოსავლეთ უკრაინაში ეთნიკური ანტაგონიზმის გასაღვივებლად. გარდა ამისა, NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა 2002 წლის ივლისში მედიასთან განაცხადა, რომ NED–ი მუშაობდა კონგრესთან, რათა რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკის შესახებ იქ მოქმედი სისტემის დანგრევის მიზნით. 2021 წლის ივლისში გერშმანმა განუცხადა მედიას, რომ NED-ის მიერ დაფინანსებული ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამების წყალობით ტოტალიტარული სისტემა ჩრდილოეთ კორეაში იწყებს ეროზიას, რომელიც საბოლოოდ სისტემის დაშლას გამოიწვევს”.

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში სხვა სახელმწიფოებზეც არის საუბარი, რაც დემოკრატიის ეროვნული ფონდის საქმიანობის მასშტაბებზე მეტყველებს: ”2021 წლის მაისში NED-ის პრეზიდენტმა კარლ გერშმანმა განაცხადა, რომ, მიუხედავად რუსეთში არსებული აკრძალვისა, NED-მა ამ ქვეყანაში დააფინანსა ბევრი ორგანიზაციის საქმიანობა და მხარი დაუჭირა დევნილობაში მყოფ რუს ოპოზიციონერებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ეტაპებზე, როგორიც იყო საპრეზიდენტო, ადგილობრივი და სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები”.

    განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ”NED–ი, უკვე დიდი ხანია, შეჭრილია ევროპაში. ის ახალისებს ტრანსატლანტიზმს ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმავე დროს თრგუნავს სტრატეგიული ავტონომიის ხმას და აფინანსებს ევროპაშიდამოუკიდებელ მედიასაშშ-ი სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის გადახრის მიზნით”.

    ეს ყველაფერი როდია. განცხადებაში საოცარი ფაქტებია მოყვანილი. აირჩია რა მექსიკა, როგორც მთავარი სამიზნე ქვეყანა, NED-მა მხარი დაუჭირა ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა მექსიკელები კორუფციისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ (MCCI) და მექსიკური კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტი (IMCO) და აფერხებდა მექსიკაში ენერგეტიკულ რეფორმას. 2017 წლიდან NED-მა დააფინანსა კუბის მოწინააღმდეგე 54 ორგანიზაცია. წლების განმავლობაში NED- აფინანსებდა მეცნიერებსა და ჟურნალისტებს ირანშიდემოკრატიული რეფორმებისხელშეწყობისა და ირანის წინააღმდეგ კულტურული ინფილტრაციის განსახორციელებლად“, – ნათქვამია სტატიაში.

    ამასთანავე, ჩინეთის საგარეო უწყების სტატიაში ვკითხულობთ, რომ „სპარსეთის ყურის არაბული სახელმწიფოების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრების „დიქტატურად“კლასიფიცირებით NED–მა განაგრძო თავისი ფასეულობების ექსპორტი ამ ქვეყნებში აკადემიური, კულტურული და მედიააქტივობებით“.

    არც ეს არის ყველაფერი. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია: „2022 წლის აპრილში და 2023 წლის დეკემბერში სერბეთში ჩატარდა საპრეზიდენტო, ეროვნული ასამბლეის და ადგილობრივი არჩევნები. NED- ჩაერია საარჩევნო პროცესში და ყველანაირად ცდილობდა წინასაარჩევნოდ პროამერიკულად განწყობილი ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერას. NED-ი, დიდი ხანია, აფინანსებს ფილიპინების საინფორმაციო პორტალ Rappler-ს. NED-ის ვებგვერდზე განთავსებული ანგარიშების თანახმად, 2017-დან 2021 წლამდე Rappler-მა NED-ისგან 786,000 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო.  დიდი ხანია, NED-ი აფინანსებს ანტიირანულ ორგანიზაციას, როგორიცაა ფონდი ირანის დემოკრატიისთვის (FDI). ეს თავის სტატიაში აღიარა FDI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ  . ტიმერმანმა. დიდი ხანია, NED-ი მხარს უჭერს ანტიჩინურ ორგანიზაცია „იუღურების მსოფლიო კონგრესს“ (WUC), საშუალო წლიური დაფინანსებით 5 მილიონი აშშ დოლარიდან 6 მილიონ აშშ დოლარამდე”.

    მრავალი სხვა ფაქტია მოტანილი ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლებიც მსოფლიოში ამერიკელთა ბინძური საქმიანობის ნათელი დადასტურებაა. ამ სტატიაში ყველაფრის ციტირების აუცილებლობა არ არის, მაგრამ იმ ნაწილის გამოტოვება, რომელშიც საქართველოს შესახებ არის საუბარი, არ იქნება მიზანშეწონილი: ”NED-მა საქართველოში 21- საუკუნის დასაწყისში დააფინანსა სამი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება, რათა მოეწყო დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქ თბილისში. 2024 წლის მაისში NED-მა გამოუცხადა მხარდაჭერა და წაახალისა საპროტესტო აქციები საქართველოში უცხოური აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ”ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ვრცელი განცხადების დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ: ”დემოკრატიის, თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების საფარქვეშ შეერთებულმა შტატებმა NED-ი გამოიყენა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ინფილტრაციის, ჩარევისა და დივერსიისთვის, რითაც უხეშად დაარღვია სხვა ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმები, მსოფლიო მშვიდობა და სტაბილურობა. ასეთ არაპოპულარულ და ამაზრზენ ქმედებებს მტკიცედ გმობს საერთაშორისო საზოგადოება. მსოფლიოს სურს მრავალპოლარულობა და საჭიროა უფრო მეტი დემოკრატია საერთაშორისო ურთიერთობებში. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს განვითარების გზა, რომელიც შეესაბამება მის ეროვნულ რეალობასა და მისი ხალხის საჭიროებებს. არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია, სხვა ქვეყნებს ლექციები უტაროს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უმეტეს, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვის, მათ საშინაო საქმეებში ჩარევისა და იდეოლოგიური დაპირისპირებისთვის. კაცობრიობის საერთო ფასეულობების – მშვიდობის, განვითარების, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების შესაბამისად, საერთაშორისო საზოგადოების წევრები უნდა ჩაერთონ ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე აზრთა გაცვლასა და დიალოგში და ერთად იმუშაონ კაცობრიობის წინსვლისთვის”.

    ჩინეთის ამ პოზიციის შესახებ   საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს: “ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებამდეც ჩვენთვის კარგად  იყო ცნობილი,  რას წარმოადგენს NED-ი და, რომ იგი, აგერ უკვე ორმოც წელიწადზე მეტია, მოქმედებს ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით”.

    მართალია ქართველი პოლიტიკოსის ეს შეფასება, მაგრამ საქართველო პატარა და სუსტი სახელმწიფოა, რის გამოც მისი ხმა საერთაშორისო არენაზე თითქმის არ ისმის. მილიარდნახევრიანი ჩინეთის ნათქვამს კი სხვა წონა აქვს. ამას განგაშის ზარის ძალა ექნება მთელ მსოფლიოში. ჩვენ კი (ქართველი ხალხი) სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ,  რა პოლიტიკური პროცესი გვიახლოვდება ოქტომბერში – საპარლამენტო არჩევნები თუ აშშ-ის NED-ის მიერ ორგანიზებული და დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალება?!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here