Home ახალი ამბები საქართველო კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე – ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს...

კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე – ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი

104

ვინც ხმას მისცემს „ხალხის ძალის“ კანონპროექტის ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა მწერალთა სახლში “რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის” გახსნაზე ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

დიპლომატის თქმით, საქართველოს გავლენის აგენტების თაობაზე კანონპროექტების „არცერთი ვერსია არ სჭირდება“ და ჩნდება კითხვა: რატომ, რა არის მისი მიღების “მთავარი მიზანი?”.

“აქ რეალური კითხვაა – რა არის საქართველოს ინტერესებში? ნათელია, რომ საქართველოს [კანონპროქეტის] არცერთი ვერსია არ სჭირდება, ეს კანონი არ სჭირდება.

და ასევე ნათელია, რომ ვინც ხმას მისცემს ნებისმიერ ვერსიას, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი.

გაერომ, აშშ-მა, ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, ბევრმა წევრმა სახელმწიფომ, მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მეგობრებმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ მიიღოს ეს კანონი, შეჩერდეს ამ კანონის მიღება, ვინაიდან, ეს საფრთხის ქვეშ დააყენებს იმ ორგანიზაციების მუშაობას, მათ შორის იმ ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობას, რომელთა ძალისხმევა მიმართულია ადგილობრივი ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაზე, რომლებიც საერთო მიზნებისთვის მუშაობენ, რაც გულისხმობს უსაფრთხო წარმატებულ მომავალს. და ეს საქმე, რაც უკვე წლების განმავლობაში გრძელდება საქართველოს მეგობრებსა და მის ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

ასე რომ, კითხვა ჩნდება – რატომ? რა არის ამ კანონის მთავარი მიზანი? და რა არის მთავარი მიზეზი, რადგან ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ამ კანონის მიღება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მომავალს ნამდვილად საფრთხის ქვეშ ჩააგდებს, რაც ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო არჩევანია”, – თქვა დეგნანმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here