Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე:  ევროპელი ე.წ. მეგობრები გამუდმებული “ჭკუის დარიგებითა” და ვითომ სასიკეთო მოწოდებებით...

ნანა კაკაბაძე:  ევროპელი ე.წ. მეგობრები გამუდმებული “ჭკუის დარიგებითა” და ვითომ სასიკეთო მოწოდებებით საქართველოს აღგვას ცდილობენ პირისაგან მიწისა”

“ჩვენი ხელისუფლება ამ წუთას ძალიან სუსტად გამოიყურება. შეძლებენ კი საქართველოს გადარჩენას, არეულობის თავიდან არიდებას?.. საქართველოში ქალად დაბადებულმა როგორ, რა ნამუსით უნდა მოითხოვო ნაძირალა სააკაშვილის გათავისუფლება?”

245

ევროპარლამენტის ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

პოლარიზაცია ძალიან ტრაგიკული საკითხია ქართველი საზოგადოებისთვის. საუკეთესო გზა ამ ყველაფრისთვის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, ასევე, შესაბამისი მკურნალობის მიღების უფლება. ეს ნამდვილად მოაგვარებდა არსებულ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტსა და სხვა იმ პირებს, რომლებსაც შეუძლიათ ამ საკითხის მოგვარება. მისი გათავისუფლება უნდა მოხდეს ჰუმანიტარულ საფუძველზე. ეს სიტუაცია ევროპარლამენტარებისთვის რთული მისაღებია. ევროკავშირის ლიდერებს, ევროპარლამენტარებს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ”, _ განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

რამდენიმე დღის წინათ ტელეეკრანებზე სააკაშვილის გამოჩენამ, ჩართვამ სასამართლო პროცესზე მისი დამცველების აგრესიული ტონი კიდევ უფრო გაამძაფრა. “ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილის დასახმარებლად, მაგრამ ჯერ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი არ მოხდება, მაშინ ვიწყებთ რეაქციას”, _ განაცხადა რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა.

საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილი შეიძლება შეიწყალონ ან სამკურნალოდ უცხოეთში გაუშვან. ეს კი ქვეყანაში, დიდი ალბათობით, არეულობასა და დაპირისპირებას გამოიწვევს. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 562 ქალმა მიმართა, სოციალურ ქსელში დაიწყეს საუბარი, რომ შეიკრიბონ და პრეზიდენტი და მთავრობა გააფრთხილონ, არ გაბედონ სააკაშვილის შეწყალება ან გაშვება რომელიმე ქვეყანაში.

რა მოხდება ოდესის ყოფილი გუბერნატორის მორიგ სასამართლო პროცესზე, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული

საქართველო და მსოფლიოსადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე ესაუბრება:

_ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება, მისი შეწყალება გამორიცხულია, რადგან საქმე ძიებაშია. მას მისჯილი აქვს გარკვეულ დანაშაულებზე, მაგრამ, ამ საქმეების გარდა, არის სხვა საქმეებიც, რომლებიც გამოსაძიებელია, პროცესი მიმდინარეობს და მისი გათავისუფლება რაიმე გზით წარმოუდგენელია. ევროპელებმა კარგად იციან, რომ სააკაშვილის გათავისუფლება არ შეიძლება, რომ ეს კანონდარღვევა იქნება, მაგრამ მიშას გაპრეზიდენტების შემდეგ საქართველოს თავზე მუდმივად შავი ღრუბელი ტრიალებს და ამ ღრუბელს ევროპელი პარლამენტარების სახელი ჰქვია.

სააკაშვილი ყოველთვის იყო და დღესაც არის საშიში ქართული სახელმწიფოსთვის, რადგან ის, როგორც მაგნიტი, ისე იზიდავს ანტიქართულად მოაზროვნე ადამიანებს, სააკაშვილი თვითონ არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ის საშიშია საქართველოსთვის. ჩვენ, ქართველებს, ასეთი საფრთხეების გამკლავება ყოველთვის გვიჭირდა და, სამწუხაროდ, დღესაც ასე ვართ.

რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა 562 ქალის ხელმოწერა, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ამ ფაქტმა ძალიან შემაშფოთა. ეს ტრაგედიაა, საშინელებაა, რომ საქართველოში მოიძებნა 562 ქალი, რომლებმაც ათიათასობით ქართველ დედას გადაუარეს და მათი შვილების მკვლელის გათავისუფლებას ითხოვენ. აღმოჩნდა, რომ ამ ქვეყანაში გვყოლია ქალები, რომლებსაც არაფრად უღირთ გამწარებული დედები. მათი ქმედება ჰუმანიზმი არ არის, ეს ბოროტებაა, რადგან სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ათასობით ოჯახმა უმძიმესი დანაკლისი განიცადა. განცხადებაზე ხელმომწერი ქალების ქმედება ქართველი ქალისთვის არადამახასიათებელია, ქალი პოტენციურად ყველა დედაა და მათ ისეთი რამ ჩაიდინეს სააკაშვილის გათავისუფლების განცხადებაზე ხელმოწერით, რომ, სიმართლე გითხრათ, ტკივილი ვიგრძენი. ყველა მათგანზე გული დამწყდა, რადგან მივხვდი, ქვეყანა იღუპება…

562 ქართველ ქალს აღამაჰმადხანის შეწყალებაზე რომ მოწერა ხელი ან შაჰაბასის, თემურლენგის, უფრო გავიგებდი, შიშით გააკეთეს და ოჯახებს, მიწაწყალს გაუფრთხილდნენმეთქი, _ ვიფიქრებდი, მაგრამ ხელი მოაწერო შენივე წიაღში აღმოცენებული სადისტის შეწყალებაზე, რომელმაც საკუთარი ხალხი აწამა, მართლაც წარმოუდგენელი და საშიში ფაქტია.

სააკაშვილი ფუფუნებაში ჰყავთ, მას ოროთახიან ლუქსში ემსახურებიან, უამრავ ფულს ახარჯავენ და ამ ქალებს იქიდანაც უნდათ მისი გამოყვანა. მათ არ ახსენდებათ გირგვლიანები _ წამებით მოკლული დედა-შვილი, მამა-შვილი ვაზაგაშვილები, ახლახან გარდაცვლილი ნორა კვიციანი, ნაწამები ხალხის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, გული მიხდება ცუდად ყველაფრის გახსენებაზე… რაზეც ახლა ვსაუბრობ, ისტორიის წიგნიდან არ არის, ეს ჩვენ თვალწინ ხდებოდა და საქართველოში ქალად დაბადებულმა, როგორ, რა ნამუსით უნდა მოითხოვო ნაძირალა სააკაშვილის გათავისუფლება?

_ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ 29 დეკემბერს, მორიგ სასამართლო პროცესზე სააკაშვილი, შესაძლოა, გაათავისუფლონ ან საზღვარგარეთ გადაიყვანონ. 28 დეკემბერს კი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ხელისუფლების გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავს, რათა არავინ გაბედოს ოდესის ყოფილი გუბერნატორის გათავისუფლებათუ მართლა გაათავისუფლებენ სააკაშვილს, რა შეიძლება მოხდეს? სამოქალქო ომის სუნი ასდის ამ ყველაფერს, უცხოელების მუქარასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ მათ გეგმაც აქვთ სააკაშვილის გათავისუფლების

 _ თავშივე ვთქვი, რომ საქართველოს თავზე შავმა ღრუბელმა მოიყარა თავი და ეს დღეს არ  დაწყებულა. ეს დაიწყო 2003 წელს. ე.წ. დასავლელმა პარტნიორებმა არად ჩააგდეს სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დანაშაულები, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იცოდნენ, რაც აქ ხდებოდა. სტრასბურგის სასამართლოში იმხანად უამრავი საქმე იგზავნებოდა საქართველოდან, მაგრამ სააკაშვილს მაინც “დემოკრატიის შუქურას” უწოდებდნენ. ეს ჩვენი ხალხის დაცინვა იყო. მას არასოდეს აძლევდნენ შენიშვნას, პირიქით _ ჩვენ დაგვცინოდნენ, ჩვენს მკვდრებზე დადიოდნენ, ადამიანის უფლებათა დამცველებს მასხრად გვიგდებდნენ, ცინიკურად გვექცეოდნენ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საღაც მოაზროვნე ადამიანი მიხვდებოდა, რომ საქართველოს თავს კარგი არაფერი ხდება, რაღაც საშინელებას გვიმზადებენ

უკრაინაში დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ ნათლად დაგვანახვა, რასაც გვიპირებდნენ _ მეორე ფრონტი უნდა გაგვეხსნა, ფრონტი, რომელიც რუსეთს ვერანაირად ვერ დააზიანებდა, ჩვენ კი დაგვღუპავდა.

ევროპელი ე.წ. მეგობრები გამუდმებით “ჭკუის დარიგებითა” და ვითომ სასიკეთო მოწოდებებით საქართველოს აღგვას ცდილობენ პირისაგან მიწისა. ამას დღეს ნათლად ვხედავთ; ნათლად ვხედავთ, რომ ვიღაც სადღაც საქართველოს დაღუპვის გეგმებს აწყობს და აქ ამ გეგმის შემსრულებელი უამრავი აგენტი ჰყავთ. 

საქართველოში სააკაშვილის კონტეინერით “შემოტანა” სწორედ ჩვენი ქვეყნის დაღუპვის გეგმის ნაწილი იყო, სურდათ მეორე ფრონტის გახსნა, რადგან ყველამ კარგად იცოდა, მათ შორის სააკაშვილმა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები დაიწყებოდა. დასავლეთს სჭირდებოდა და სჭირდება საქართველოს ტერიტორია და ჩვენ ეს თავიდანვე უნდა გვცოდნოდა. დასავლეთის წნეხი ჩვენს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხზე, ვგულისხმობ, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ძალიან ცუდისთვის ამზადებენ

რა გადაგვარჩენს, როგორ ვიხსნათ თავი ამ უბედურებისგან, რა პოლიტიკას უნდა დავადგეთ, რომ არ გავნადგურდეთ, ამაზე არავინ საუბრობს, ნაცვლად გამოსავლის ძებნისა, გამუდმებით, ყოველდღიურად ვისმენთ სააკაშვილის გათავისუფლება-არაგათავისუფლებაზე საუბრებს. ეს საუბრები არ არის იმის საპირწონე, რაც შეიძლება საქართველოს დამართონ სააკაშვილის გათავისუფლებით. ჩვენი მთავრობა ვერაფერს უპირისპირებს ევროპელი პარლამენტარების, სააკაშვილის დამცველების რიტორიკას. ჩვენი ხელისუფლება ამ წუთას ძალიან, ძალიან სუსტად გამოიყურება, შეძლებენ კი საქართველოს გადარჩენას, არეულობის თავიდან არიდებას?!

_ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ თავიდან ავირიდოთ დაპირისპირებაარეულობა?

_ უპირველეს ყოვლისა, ღია და საჯარო პოლიტიკა უნდა აწარმოონ. უსწრაფესად უნდა მოიწვიონ საქართველოში ყველა ის ევროპარლამენტარი, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას ან სადმე გადაყვანას ითხოვენ და ხალხის თვალწინ, ღია ეთერში, ყველას გასაგონად ესაუბრონ. გაგვაგებინონ, რას ითხოვს “მეგობარი ევროპა” ჩვენგან. ასევე, აუცილებელია, გააქარწყლონ ის მოსაზრება, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება, რომ მთავრობამ ვერ მიაწოდა გასაგებად ევროპას ის პრობლემები, რომლებიც ქვეყანაში დაგროვდა; ის სადიზმი, რომელსაც სააკაშვილი და მისი გუნდი ჩადიოდნენ. ამის გაქარწყლება მხოლოდ საჯარო დებატებს შეუძლია, დებატებს, რომლებსაც ევროპელები დაესწრებიან და ხალხიც მოისმენს.

ამ მთავრობას, შესაძლოა, ნაცებივით დიდი გამოცდილება არ აქვს ევროპელებთან ურთიერთობის, მაგრამ იმას, რასაც ახლა ვამბობ, გამოცდილება არ სჭირდება. მათი ჩამოყვანა და საუბარი, ღია და გამჭირვალე საუბრები, თან სააკაშვილისდროინდელი სადიზმის კადრების თანხლებით, .. დასავლელ მეგობრებს ენას ჩააგდებინებს და სწორედ ეს გვინდა ქართველ ხალხს. ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სააკაშვილს აქ არავინ კლავს, მაგრამ მაინც მის მკვლელობაზე, მის ავადმყოფობაზე საუბრობენ. ეს რომ ტყუილია, მთელ მსოფლიოს უნდა დაანახვოს საქართველოს ხელისუფლებამ, უნდა გააშიშვლონ ევროპელი პარლამენტარები, ამერიკელი კონგრესმენები _ ყველა, ვინც სააკაშვილს, მის მხარდამჭერებს ქომაგობს, აქეზებს არეულობის მოწყობისკენ, ჩვენი ქვეყნის დაღუპვისკენ უბიძგებს.

ეს ყველაფერი საჭიროა, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის და მერე _ მთელი მსოფლიოსთვის. ყველამ უნდა დაინახოს, რას უშვრებიან სუვერენულ ქვეყანას. ევროპა ცდილობს დიდი ხნის ნათქვამი სიტყვების გამართლებას _ საქართველო უქართველებოდასე რომ, დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ სიმართლეს ფარდა აჰხადოს და თანაც ისე, რომ ამაში მთელი ქართველი საზოგადოება ჩართოს!

საქართველოს ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმშია მუდმივად, ამიტომ აუცილებელია ყველა ევროპელი “ბრალმდებლის” მოწვევა, თუ არ ჩამოვლენ და არ დასხდებიან სალაპარაკოდ, ე.ი. ტყუიან, მტრები არიან…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here