Home ახალი ამბები საქართველო ვაჟა ოთარაშვილი: ევროპასთან  საქართველოს მიერთება ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, მონებად ქცევას… ჩვენ ვიქნებით...

ვაჟა ოთარაშვილი: ევროპასთან  საქართველოს მიერთება ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, მონებად ქცევას… ჩვენ ვიქნებით 21-ე საუკუნის მონები

“არ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რადგან დავიღუპებით, დაგვღუპავენ!”

251

“14 ოქტომბერს 56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, რომელშიც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის, ზოგადად, სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა რამდენიმე თვის წინათ 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE- (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა _ რედ.)    რეზოლუციაში. მთავარია, პარტნიორებმა იციან, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ყველა პირობაა შექმნილი სამედიცინო მომსახურებისთვის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია”, – განაცხადა  პარტიაქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

15 ოქტომბერს კი ევროპელი სოციალდემოკრატების პარტიის საერთაშორისო კონგრესზე, რომელშიცქართული ოცნებისდელეგაციაც მონაწილეობს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა: “თბილისიდან ლისაბონამდე, ხმელთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთის ზღვამდე ევროპის ხალხი ვართ და ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს”.

 “ქართული ოცნებისხელისუფლებაში მოსვლის დღიდანპატრიოტთა ალიანსისლიდერები გამუდმებით ითხოვდნენნაცმოძრაობისსისხლიან რეჟიმად გამოცხადებას და ამ პარტიის აკრძალვას, მაგრამ, სამწუხაროდ, ნაცებთან კოაბიტირებულმაოცნებამ” “პატრიოტებისწინადადება არად ჩააგდო. დღეს კი ნაცები და მათი პატიმარი ლიდერი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პრობლემას უქმნის სახელისუფლო გუნდს

რატომ არ დაუჭირა მხარი უმრავლესობამპატრიოტებისინიციატივას; არის თუ არა საქართველო ევროპის ნაწილი და, თუ არის და მართლა მიიღო ევროპამ თავის რიგებში საქართველო, რა სიკეთეს მოგვიტანს ეს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოეტი ვაჟა ოთარაშვილი გვესაუბრება:

_ საქართველო არის ამერიკისა და დასავლეთის კოლონია, ამიტომ ნაც-ქოცური, კოაბიტირებული ხელისუფლება არ დაუჭერდა მხარს ირმა ინაშვილის მიერ ინიცირებულ პროექტს, აეკრძალათ “ნაციონალური მოძრაობა” და გამოეცხადებინათ სისხლიან რეჟიმად. ამით კიდევ ერთხელ მოხდა “ქართული ოცნების” ლუსტრაცია; ამით ხალხმა დაინახა, კობახიძემდინარაძეთალაკვაძის ნამდვილი სახე. ეს ის კობახიძეა, რომელიც ამბობდა, _ ჩემთვის უცხოა ეროვნული იდეოლოგია, ეროვნული ცნობიერებაო… ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქოცები და ნაცები დასავლეთის მიერ მართული ერთი და იგივე ძალაა, უბრალოდ, სხვადასხვა მაისური აცვიათ, სხვა სახელები ჰქვიათ. სწორედ ამ კოაბიტაციის გამო ქვეყანა წინ ვერ მიდის და… სააკაშვილზეა “ჩაციკლული”…

მე ფეხებზე მკიდია ევროკავშირიც და ნატოც, რადგან დღეს საქართველოს საუკეთესო მიწები იყიდება მუსლიმანებზე. მოჩვენებითია ამ ხელისუფლების ნერვიულობა, რომ სააკაშვილის გამო ევროპა ბევრ რამეზე უარს ეუბნება და ავალდებულებს მის გათავისუფლებას. არ გამოვრიცხავ, რომ მიშა გაუშვან… არ გამოვრიცხავ კი არა, ვაფრთხილებთ კიდეც ყველას, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ე.წ. ხალხის ძალა სიაფანდობაა, რადგან ნამდვილი ეროვნული ძალები მათთან არ დგანან, ყველანი ჩამოშორებულები არიან პოლიტიკას. დღეს საქართველოს პოლიტიკას მართავენ ბოკერია და სააკაშვილი, მდინარაძე და კობახიძე და მათი კლანი. ამ თამაშში, მგონია, რომ ცალკე დგას პრემიერი ღარიბაშვილი და მას გუნდი არ ჰყავს. ვფიქრობ, ის ქართულ თამაშს თამაშობს. პარლამენტი მის პოლიტიკას მხარს არ უჭერს. ღარიბაშვილს უყვარს საქართველო და მან საჯაროდ უნდა განაცხადოს, რა თამაშს თამაშობს პარლამენტში კობახიძის გუნდი, მაგრამ ვერ ბედავს…

ე.წ. მოძრაობა  “ხალხის ძალა” არაფრის მომტანია. ეს ძალა შეიქმნა იმისთვის, რომ “ორთქლი გამოუშვას”. თავმოყვარე ერი რომ ვიყოთ, ისეთივე, როგორც ჩვენი კავკასიელი მეზობლები არიან, ჩვენი საქმე სხვანაირად წავიდოდა. საქართველოს ხელისუფლება ამერიკისა და დასავლეთის ყურმოჭრილი მონაა, ასევე, მთელი ოპოზიცია, რაც უნდა ერქვათ მათ. ასეთი უგვანი პარლამენტი საქართველოს არასოდეს ჰყოლია.

 ეს პარლამენტი შევარდნაძის მეთოდებით იმართება. ამ ხელისუფლებამ ისევე, როგორც შევარდნაძემ, პატარ-პატარა პარტიები შექმნა… შევარდნაძემ ქვეყნის დამაქცევარი ჟვანია  მოიყვანა, ასევე _ სააკაშვილი და ბურჯანაძე, მერე იბარტყეს ამ პარტიებმა და ეს ხდება დღესაც. ამ თამაშში, ასე მგონია, არ მონაწილეობს ღარიბაშვილი, მან შეინარჩუნა სიმშვიდე. მის ადგილას ნებისმიერი სხვა ომს დაიწყებდა…

_ ბატონო ვაჟა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, თბილისიდან ლისაბონამდე, ხმალთაშუა ზღვიდან ჩრდილოეთამდე ევროპაა, მაგრამ შოლცამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ საქართველო არ არის ევროპის ნაწილი. თქვენ რას იტყვით, “თბილისიდან ლისაბონამდეევროპაა?

_ შოლცმა გეოგრაფიის წიგნი გადაშალოს ან კომპასი იყიდოს… საქართველო არის ევრაზიის ნაწილი, მდებარე ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ ქართველები ვართ, კავკასიელები. შოლცს ვურჩევ, პირველ რიგში, წაიკითხოს ჰეგელი, კანტი და გაერკვეს რასების წარმომავლობაში.

ევროპელებს არ აინტერესებთ ჩვენი წარსული, ჩვენი ეროვნული იდენტობა. XI-XII საუკუნეების ევროპა ჩვენთან ვერ მოვა, ვერც XIX საუკუნის. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენ მათ ვერ გავუტოლდებით, რადგან მათი ლგბტ პროპაგანდა საქართველოს დაღუპავს. არ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, რადგან დავიღუპებით, დაგვღუპავენ.

_ ჩვენ ეკონომიკური პრობლემებიც გვაქვსრას მოგვცემს ევროკავშირი _ ბაზარს, სამუშაო ადგილებს, კეთილდღეობას?

_ აშშ-ს მსოფლიოზე ბატონობის მოპოვება სურს… თქვენ ხედავთ, რომ ევროს კურსი, რომელიც მეტი იყო დოლარის კურსზე, ისე დაეცა, რომ ახლა დოლარის კურსი მეტია. ევროპა, თავის ჭარბწარმოებულს კი არა, წარმოებულსაც ვეღარ ასაღებს. ფრანგული ღვინის გასაღების პრობლემა აქვს და ქართულ ღვინოს გაასაღებს?!

ჩვენ გვიჩვენებენ, რომ სადღაც, ვიტრინაში უდევთ ქართული ღვინო, მაგრამ ეს რამეს ნიშნავს?! აშშ-ის დაკვეთით დავკარგეთ რუსული ბაზარი, იქ მართლა გადიოდა ყველაფერი, რასაც კი ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობა აწარმოებდა. აშშ-ის დაკვეთით, ჩვენ მოვსპეთ კოლმეურნეობები, რომლებიც დღეს საფრანგეთშიც არსებობს, ფინეთშიც, ბულგარეთშიც, ჩინეთშიც, აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც, ბელარუსშიც… ჩვენ კი დასავლეთის კარნახით დავშალეთ. დასავლეთის კარნახით შევქმენით ქონების მართვის სააგენტო, უფრო ზუსტად, “ქონების დაქცევისსააგენტო, რომელიც მიწების გაყიდვით არის დაკავებული და ყველანი დასაჭერები არიან. დასაჭერია თურნავა, ეკონომიკის სამინისტროს იმჟამინდელი მინისტრი. ეს ქალი საიდან და რომელი ჟამიდან მოდის, თვითონ გაარკვიონ… საქართველოს გაყიდვა დაიწყეს სააკაშვილმა და ბენდუქიძემ და გრძელდება დღემდე…

არაფერი კარგი არ გველოდება ქართველებს, თუ ევროკავშირში შევალთ. გადახედეთ ინფორმაციებს, რა ხდება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, თავის დროზე მდიდარი ქვეყნების მოქალაქეები, დილით გადადიან ფინეთში სამუშაოდ და საღამოს ბრუნდებიან, იქ მუშაობენ, რადგან ქვეყანა დაექცათ თავზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ყველასიკეთეაქვთ

საქართველო სისხლისგან იცლება, ხომ ხედავთ, ასი ათასზე მეტი ქართველი გავიდა მხოლოდ წელს საზღვარგარეთ. რა ევროპა, რის ევროპა?! ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ აქ დააკავონ მოსახელობა, აქ ვიყოთ ქართველები, რომ ურჯულოებმა არ დაიკავონ მამაპაპის სისხლით შენარჩუნებული მიწაწყალი.

ევროპასთან ჩვენი მიერთება ეკონომიკურ კოლაფსს გამოიწვევს, მონებად ქცევას… ჩვენ ვიქნებით 21-ე საუკუნის მონები. საქართველომ უნდა გააძლიეროს ეროვნული წარმოება, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალებას დასავლეთი არ გვაძლევს. საქართველოს ხელისუფლების უდიდესი შეცდომა იყო რუსეთის სტრატეგიული ზონიდან გასმოსვლა, მისი ფასი საქართველომ ვერაფერი მიიღო _ ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო, მოვსპეთ ეკონომიკა, ბაზარი, რომლიდანაც შემოდიოდა ყველაფერი, რაც ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდებოდა და სჭირდება.

1920 წელს, როდესაც საქართველომ მიმართა ერთა ლიგას, უარით გამოისტუმრეს, ვერ მიგიღებთ ერთა ლიგაშიო. ბრიტანელებმა გვითხრეს, რომ დიდ პატივს გვცემდნენ, მაგრამ რუსეთში დიდი ბიზნესები ჰქონდათ და საქართველოსთვის ვერ გაწირავდნენ. დღესაც იგივე ხდება… ისევ იმ ადგილას არიან განლაგებულნი დასავლელები და ჩვენც ჩვენს ადგილას ვართ, მაგრამ შაგრენის ტყავივით დაპატარავებული ტერიტორიებით…

საქართველო სიკეთეს არ უნდა ელოდოს ევროპისგან. ჩვენ გვახსოვს, ვისი დახმარებით ჩაიგდო ტაოკლარჯეთი  თურქეთმა? მას ხომ ფრანგები და ინგლისელები დაეხმარნენ? ეს მასალები არსებობს, ამაზე წერს კალისტრატე ცინცაძე _ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია და ბევრი სხვა… იმხანად საქართველოსთვის წართმეული მიწის დაბრუნება საერთაშორისო სამართლის საფუძველზე იყო შესაძლებელი, მაგრამ ეს არ გააკეთეს ევროპის ძალისხმევით.

ასე რომ, თუკი ევროპის ნაწილი გავხდებით, სასიხარულო არაფერია. საქართველო არის კავკასია. ვამაყობ, რომ კავკასიელი ვარ, ქართველი _ დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთაველის, გრიგოლ ხანძთელის, სულხანსაბა ორბელიანის, ილიასა და ვაჟას, მიხა ხელაშვილის გენებზე აღმოცენებული. ჩვენ, ქართველები, სხვა ხალხი ვართ!

ევროპა ახლა გენდერებზე საუბრობს, არადა,  საქართველოს ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ჰყავდა თამარ დედოფალი,  ჰყავდა ქეთევან წამებული, რომელიც ქრისტეს რჯულისთვის ეწამა. ეს ევროპამ დაინახა, ამაზე წერს იტალიელი მისონერი პიეტრო დე ლა ვალე, რომელსაც მეორე ცოლი ქართველი ჰყავდა… ქრისტიანობა და ქართველობა განუყოფელია!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here