Home ახალი ამბები საქართველო ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, ამავე დროს...

ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო დღეებში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა, ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა

69

„იმედის კვირა“ საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების შემოსვლის თემით დაინტერესდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს. ბოლო დღეებში კი შემომსვლელთა ნაკადმა პრაქტიკულად განახევრდა.

„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ათასის ფარგლებში. ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას“, – აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here