Home ახალი ამბები საქართველო GORBI: რესპონდენტთა 83,6% აცხადებს, რომ თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში...

GORBI: რესპონდენტთა 83,6% აცხადებს, რომ თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, საქართველო ომში არ უნდა ჩაებას

61

„გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? რესპონდენტთა 11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ” ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here