საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია ჩაატარა. “2021 წლის საუკეთესო სპორტსმენის” ნომინაციაში წელს ორი გამარჯვებული გამოვლინდა _ ძალოსანი ლაშა ტალახაძე და ძიუდოისტი ლაშა ბექაური.
2021 წლის საუკეთესო ქალ-სპორტსმენად ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად _ ძიუდოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი.