ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, მეორე ადგილზეა “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე _ “გახარია–საქართველოსთვის”.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 742 უბანზე (99,97%). ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 46,68 პროცენტი (822 669 ხმა) მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” _ 30,7 პროცენტი (541 069 ხმა), ხოლო პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” _ 7,8% (1 37 414 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა 3 პროცენტზე ნაკლები აიღეს.
წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება:
თბილისში
* კახა კალაძე _ “ქართული ოცნება”
* ნიკა მელია _ “ნაციონალური მოძრაობა”
ბათუმში
* არჩილ ჩიქოვანი _ “ქართული ოცნება”
* გიორგი კირთაძე _ “ნაციონალური მოძრაობა”
ქუთაისში
* იოსებ ხახალეიშვილი _”ქართული ოცნება”
* ხატია დეკანოიძე _ “ნაციონალური მოძრაობა”
რუსთავში
* ნინო ლაცაბიძე _ “ქართული ოცნება”
* დავით კირკიტაძე _ “ნაციონალური მოძრაობა”
ფოთში
* ბექა ვაჭარაძე _ “ქართული ოცნება”
* გიგი უგულავა _ “ნაციონალური მოძრაობა”
მეორე ტური გაიმართება 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.
მოამზადა
ნიკა კორინთელმა