მოსახლეობის აღწერის მსოფლიო ბიუროს _ World Population Review–ის მონაცემებით, საქართველო ყველაზე ცუდი განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში მოწინავე პოზიციაზეა.
საქართველოში განათლების დონე ისეთია, როგორიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მიანმარში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეკვატორულ გვინეაში, ლიბერიაში, ლიბიაში, პაკისტანში, შრი–ლანკასა და ზამბიში.
სამაგიეროდ, საქართველო სრულიად დამოუკიდებელია საბჭოთა განათლების სისტემისა და რუსეთისგან. ინტერნეტში ასეთი ანეკდოტიც (უფრო ნამდვილი ამბავი) კი ვრცელდება:
ქართულ სკოლაში გეომეტრიის გაკვეთილზე მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს:
_ გოგი, დამიმტკიცე, რომ სამკუთხედი ტოლგვერდაა.
_ დედას გეფიცებით, მასწ.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ