Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს

გიორგი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვს

1767
გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია წერილობით მიმართავს პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს.

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვდგე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით,” _აღნიშნულია წერილში, რომელსაც შს მინისტრი აწერს ხელს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here