Home ახალი ამბები საქართველო როგორ უნდა მოვიქცეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

როგორ უნდა მოვიქცეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს

1585
ტემპერატურა

რჩევები

საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურაა. სიცხეების გამო აქტიურდება სხვადასხვა დაავადება, ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს.

საჭიროა, დაიცვათ რამდენიმე წესი:

  1. დაიცავით ჰიგიენა. ხშირად დაიბანეთ ხელები;
  2. საკვები პროდუქტები აუცილებლად მაცივარში მოათავსეთ;
  3. არ შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნა; ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში, უნდა ეცადოთ, დახურულ შენობაში, გრილ ადგილზე იყოთ;
  4. სასურველია, ტემპერატურა არ აღემატებოდეს 22-28 გრადუსს;
  5. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ დიდი ოდენობით წყალი;
  6. უნდა მოვერიდოთ კრემიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებას. მიღების შემთხვევაში კი, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს საკვები დამზადებულია შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
  7. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს;
  8. მიიღეთ გრილი შხაპი ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვ. ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე;
  9. თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი, სასწრაფოდ შეაფარეთ თავი გრილ ადგილს და გაიზომეთ სხეულის ტემპერატურა. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ გაქვთ კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში ან მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების (მაგალითად, რინგერის) მიღება; თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს;
  10. ზღვაზე ყოფნის შემთხვევაში, მზის აბაზანები მიიღეთ დილის 11 საათამდე ან საღამოს 5 საათის შემდეგ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here