Home ახალი ამბები საქართველო “საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელებს სამშობლოში დააბრუნებენ”

“საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელებს სამშობლოში დააბრუნებენ”

კრისტიან კლოსი

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრანტთა დაბრუნების შტაბის ხელმძღვანელმა კრისტიან კლოსმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომსაქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელებს სამშობლოში დააბრუნებენ.

“ვიზალიბერალიზაციის შემდეგ მნიშვნელოვნად არის მომატებული გერმანიასა და, საერთოდ, ევროპაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. განსაკუთრებული მატება იგრძნობა ბოლო თვეებში. საქართველო დაცული ქვეყანაა და არ არსებობს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის არანაირი პირობა, ამიტომ თავშესაფრის მთხოვნელები დაბრუნებული იქნებიან სამშობლოში. ამ მხრივ თანამშრომლობა უნდა გავააქტიუროთ, რათა სათანადოდ იქნას დაცული როგორც ევროპული, ისე ქართული კანონი და საქართველოს მოქალაქეებმა თავისუფად ისარგებლონ უვიზოდ მიმოსვლით”, _ განაცხადა კრისტიან კლოსმა.

1 COMMENT

  1. ამას საქართველო არ გაპატიებთ ! ჩვენ მაინც შემოვალთ ისე თუარა ტანკებით და მერე გვიანი იქნება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here