Home ახალი ამბები საქართველო “სადაც ქრისტიანობაა, პატრიოტული აღზრდაა, კრიმინალური მსოფლმხედველობა გამორიცხულია”

“სადაც ქრისტიანობაა, პატრიოტული აღზრდაა, კრიმინალური მსოფლმხედველობა გამორიცხულია”

1072

„როგორ ფიქრობთ, საზოგადოებაში აგრესიის მატება, სარწმუნოების ნაკლებობის ბრალია?” – “ვერსიას” შეკითხვას მამა თეოდორე გიგნაძე პასუხობს.

”სარწმუნოების, პატრიოტული სულისკვეთებისა და აღზრდის ნაკლებობის… როგორ შეიძლება, დამოუკიდებელ საქართველოში ახალგაზრდებსა და მოზრდილ თაობასაც ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ისეთი ინსტიტუციებისადმი, როგორიცაა ჯარი, პოლიცია და უშიშროება? შეიძლება, საბჭოთა კავშირის დროს ეს ყველაფერი უცხო, დამპყრობელი ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები იყო, მაგრამ თავისუფალ საქართველოში შეიძლება, ქართველ კაცს ჰქონდეს უარყოფითი დამოკიდებულება ძალოვანი სტრუქტურებისადმი?

წარმოიდგინეთ დავით აღმაშენებლის საქართველო და რიგითი ქართველი, რომელიც ვერ იტანს აღმაშენებლის სახედრო შენაერთებს, აღმაშენებლის უშიშროების სისტემასა და პოლიციას?! როგორ შეიძლება, ქართველ ახალგაზრდა კაცს ოჯახში, ქუჩაში, ყველგან ეს აგრესიული ლიბერალიზმი უნერგავდეს უნდობლობას ძალოვანი სტრუქტურებისადმი?! კრიმინალური მსოფლმხედველობა ჩვენს ახალგაზრდობაში ისევ პოპულარულია, რადგან იგი ვერაფრით ჩაანაცვლეს. ცხადია, სადაც ქრისტიანობაა, პატრიოტული აღზრდაა, ცხოვრების ჯანსაღი წესია, კრიმინალური მსოფლმხედველობა გამორიცხულია.

ზოგი ამერიკას ლანძღავს, ზოგი _ რუსეთს, ორივე ქვეყანა სავსეა სპორტული დაწესებულებებით, სადაც ვაჟები კაცებად ყალიბდებიან, ცხოვრების ჯანსაღი წესი და პატრიოტული აღზრდა გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე _ ჩვენთან. ჩვენ რაღაც უბედურება გვჭირს, ხომ არ შეიძლება, ამ აგრესიულ ლიბერალიზმს გადავაყოლოთ ყველაფერი _ მამული, ენა და სარწმუნოება?!

წყარო: „ვერსია“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here