Home ახალი ამბები ლენტეხის სკოლაში მოსწავლეები კენჭისყრის წესით თბებიან

ლენტეხის სკოლაში მოსწავლეები კენჭისყრის წესით თბებიან

948

 

ლენტეხის N1 საჯარო სკოლა შეშის ღუმელით თბება. იმ მოსწავლეთა მშობლებმა, რომელთა შვილებიც ღუმელიდან მოშორებით სხედან და ასე ვთქვათ, არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, სკოლას პრეტენზიით მიმართეს. სკოლამ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად ორიგინალური გამოსავალი იპოვა


ამის შესახებ Etaloni.ge-ს ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ნატო ჯანხოთელმა უამბო:

„მშობლები პრეტენზიებით მოგვმართავდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი და იგივე ბავშვები ისხდნენ ღუმელთან. ეს საკითხი დაწყებით კლასებში იდგა. მასწავლებლებმა ასეთი გამოსავალი იპოვეს – დემოკრატიულობის პრინციპი დაცული რომ იყოს, ატარებენ კენჭისყრას, მერხები დანომრილია და ვისაც რა ნომერი მერხი შეხვდება, იმ მერხზე ჯდება. შესაბამისად, ხშირად არ მოუწევს ერთსა და იმავე ბავშვს ღუმელთან ახლოს ჯდომა“,-განაცხადა ჯანხოთელმა.

პრობლემის ორიგინალურად გადაჭრის შემდეგ მოსწავლეთა და მშობელთა მხრიდან პრეტენზიები ამ საკითხთან დაკავშირებით აღარ ყოფილა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here