ელენე ხოშტარია, სოციალურ ქსელში ავტომობილის „კაპოტზე“ გაშლილი სუფრის ფოტოებს აქვეყნებს. ფოტოებზე ხოშტარია მეგობრებთან ერთად მანქანაზე გაშლილ სუფრასთან სასმელს შეექცევა.
“ეგებ შემდეგზე მეც მოვიგო (თუნდაც ერთი ხმით). ახლა კი ღირსეულ წაგებას ვზეიმობთ“, – წერს ხოშტარია.
„ევროპული საქართველოს თბილისის“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 7%-ით მეოთხე ადგილზე გავიდა.