ბათუმში, გონიოს დასახლების ერთ–ერთ ღამის კლუბში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრილი მამაკაცი, თვითმხილველებმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, ახალგაზრდას გულის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პაციენტი კვლავაც რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




