დედოფლისწყაროში მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა. გზაზე მდგარ გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს, ფორდ-ტრანზიტი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ფორდის ორი მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.
ადგილზე ამ დროისთვის ექსპრეტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა,რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




