თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა. მამაკაცი შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.