Home რუბრიკები საზოგადოება ზაქარია ქუცნაშვილის მიწის ნაკვეთები, ბიზნესწილები და ლერი ხაბელოვის ბინები

ზაქარია ქუცნაშვილის მიწის ნაკვეთები, ბიზნესწილები და ლერი ხაბელოვის ბინები

რა ქონებას ფლობენ “ქართული ოცნების” მილიონერი დეპუტატები

ზაქარია ქუცნაშვილი-ლერი ხაბელოვი

საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 900 ათასამდე მოქალაქე სოციალურ შემწეობასა და პენსიაზეა დამოკიდებული, რომელიც სრულფასოვანი კვებისთვისაც არ არის საკმარისი. მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობის ლამის მილიონამდე მოქალაქე შიმშილის ზღვარზეა, პარლამენტსა თუ მთავრობაში მილიონერების სიმცირეს არ ვუჩივით. საქართველოს პარლამენტში 41 მილიონერი დეპუტატია (დამთხვევა სიმბოლურია _ 41 ხომქართული ოცნებისსაარჩევნო ნომერია)… მილიონერ დეპუტატთა შორის არიანქართული ოცნებისწევრები: ზაქარია ქუცნაშვილი და ლერი ხაბელოვი, რომელთა ქონებაც შესაბამისად 2 762 100 და 2 543 750 ლარს შეადგენს.

საქართველოს პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც არაორდინალური და სკანდალური გამონათქვამების გამო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, 1972 წლის 13 თებერვალს მცხეთაში დაიბადა. ჰყავს მამა _ ომარ ქუცნაშვილი, დედა _ თალიკო ლაგაზაური, მეუღლე _ თეა სანიკიძე და არასრულწლოვანი შვილები: თამარი (თათული) და თორნიკე ქუცნაშვილები. ზაქარია ქუცნაშვილს დეკლარაცია 2017 წლის 30 იანვარს შეუვსია და სწორედ ამ დეკლარაციის მიხედვით დეპუტატის ქონება 2 762 100 ლარს შეადგენს.

პარლამენტარის, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი სპიკერის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა ასეთია:

ომარ ქუცნაშვილი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფცაში 30 000 კვ. მ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მფლობელია; ომარ ქუცნაშვილს კომლის გაყოფის შედეგად თიანეთში, სოფელ ხოფცაში 2019 კვ. მ მიწის ნაკვეთი ერგო. დეპუტატის მამის საკუთრებაა, აგრეთვე, 155 კვ.მ საცხოვრებელი სახლი სოფელი ხოფცაში, რომელიც მას 20 000 ლარად აუშენებია. მას თბილისში, საირმის ქუჩაზე 430 კვ.მ მიწის ნაკვეთი 5000 ლარად შეუძენია; საირმის გორაზე 496 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 180 000 აშშ დოლარად აუშენებია; თელავის მუნიციპალიტეტში, ნაფარეულში მიწის ნაკვეთის 33% _ 40 009 კვ.მ 32 000 ლარად გადასცა თეიმურაზ გოჩიტაშვილსა და ლერი მიქაბერიძეს.

თალიკო ლაგაზაურს 16000 კვ. მ მიწის ნაკვეთი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაფარეულში 8000 ლარად შეუძენია, მისი მეწილე ბექა მიქაბერიძეა;

თეა სანიკიძეს თბილისში, დადიანის ქუჩაზე, 104.60 კვ. მ ფართობის ბინა 20 000 აშშ დოლარად შეუძენია; ხოლო 1590 კვ.მ მიწის ნაკვეთი _ 30 210 ლარად თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში.

ზაქარია ქუცნაშვილს კარტოზიას ქუჩაზე _ 50 700 აშშ დოლარად 59.90 კვ. მ ფართობის ბინა, საბურთალოს ქ. #32-ში 89 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი 70 000 აშშ დოლარად უყიდია. ის 33%-ის მფლობელია მიწის ნაკვეთის, რომელის 18 820 აშშ დოლარად შეუძენია დაბა სიონში. მიწის ფართობი 941 კვ.მ-ია, ხოლო თანამესაკუთრე პეტრე ქიტესაშვილია.

ზაქარია ქუცნაშვილსა და მის მეუღლეს ელგუჯა ჩოლოგაურთან და რევაზ ბოდაველთან ერთად ხევსურთსოფელში 602 კვ.მ მიწის ნაკვეთი შეუძენიათ მასზე განლაგებული 345,92 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართით 15000 აშშ დოლარად. დეპუტატის წილი აღნიშნულ უძრავ ქონებაში 70%-ია.

ზაქარია ქუცნაშვილს 136 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 36,70 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი თიანეთის რაიონის სოფელ ზარიძეებში 4000 ლარად შეუძენია.

რაც შეეხება ოჯახის საკუთრებაში არსებულ დეკლარირებულ ავტომობილებს:

ზაქარია ქუცნაშვილის საკუთრებაა Toyota Land Cruzer Prado, რომელიც მას 39 000 აშშ დოლარად შეუძენია, ხოლო პარლამენტარის მამას მსუბუქი ავტომანქანა Honda CRV 25 000 აშშ დოლარად უყიდია.

“ქართული ოცნების” დეპუტატისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები დეკლარაციის შევსებისას ასეთი იყო:

ზაქარია ქუცნაშვილს “თი-ბი-სი” ბანკში სახელფასო ანგარიშზე 3000 ლარი ერიცხებოდა; “ლიბერთი ბანკში” მიმდინარე ანგარიშზე _ 450 ლარი; “თი-ბი-სი” ბანკში დეპოზიტზე _ 59000 აშშ დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს დეპუტატს ხელთ ჰქონდა 500 ლარი.

ომარ ქუცნაშვილს “ლიბერთი ბანკში” საპენსიო ანგარიშზე _ 180 ლარი ერიცხებოდა; “თი-ბი-სი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე _ 3500 ლარი.

თალიკო ლაგაზაურს “ლიბერთი ბანკში” საპენსიო ანგარიშზე _ 180 ლარი ერიცხებოდა; “ქართუ ბანკის” ანაბარზე _ 2200 აშშ დოლარი, ამავე ბანკში ასევე ანაბარზე _ 9 599 ლარი და 13 241 ლარი.

თეა სანიკიძეს “თი-ბი-სი ბანკში” სახელფასო ანგარიშზე 211,55 ლარი ჰქონდა; დეპოზიტზე _ 2 აშშ დოლარი, მიმდინარე ანგარიშზე _ 1001,49 ლარი.

ქუცნაშვილების ოჯახი სამეწარმეო საქმიანობითაცაა დაკავებული:

ომარ ქუცნაშვილი შპს “ტექნოს” პარტნიორია და მისი წილი 12%-ით განისაზღვრება. დეპუტატის მამის ბიზნესპარტნიორები არიან არჩილ კონიაშვილი, ივერი ქუცნაშვილი და ლერი მიქაბერიძე. ომარ ქუცნაშვილი ასევე არის შპს “ჯეოინჟინერინგის” პარტნიორი და 41%-ის მფლობელი, მისი პარტნიორები არიან ლერი მიქაბერიძე, ივერი ქუცნაშვილი, გიორგი სეთურიძე, როინ ყაველაშვილი, გურამ ბედუკაძე, ლევან გორგიძე, ვასილ ნებიერიძე და თეიმურაზ გოჩიტაშვილი. მისი წლიური შემოსავალი შპს “ჯეოინჟინერინგიდან” 42 473 ლარია.

ომარ ქუცნაშვილი და თალიკო ლაგაზაური კოოპერატივ “ნაფარეულის ბიო ღვინის” პარტნიორები არიან. ორივე საწარმოში 20%-იანი წილის მფლობელია. მათი პარტნიორები არიან ბექა და ლერი მიქაბერიძეები და თეიმურაზ გოჩიტაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილი შპს “ადვოკატები რეპრესირებულთათვის” პარტნიორი და 40% წილის მფლობელია (მისი ბიზნესპარტნიორი ტარიელ მურმანიშვილია); შპს “მიგრანტთა საადვოკატო ბიუროს” პარტნიორი და 55% წილის მფლობელი (მისი პარტნიორი ანა ლევიძეა); შპს “ქ ენდ ქ კონსალტინგის” პარტნიორი და 60%-ის მფლობელი (მისი პარტნიორი ირაკლი ყანდაშვილია).

 თეა სანიკიძე შპს “ნიტაპროქურუმენტგრ უპის” პარტნიორი და 33%-ის მფლობელია. მისი პარტნიორები არიან ირინე ჩხეიძე და არჩილ შარიქაძე. პარლამენტარის მეორე ნახევრის წლიური შემოსავალი 57 843 ლარს შეადგენს.

ზაქარია ქუცნაშვილის წლიური შემოსავალი 55 485 ლარს შეადგენს. თალიკო ლაგაზაური პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში ისტორიის მასწავლებელია და მისი წლიური შემოსავალი 5900 ლარს შეადგენს. ომარ ქუცნაშვილი სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მისი წლიური შემოსავალი 15000 ლარია.

ზაქარია ქუცნაშვილს საცხოვრებელი ფართი გაუქირავებია 485 აშშ დოლარად და მისი შემოსავალი 2910 აშშ დოლარს შეადგენს. დეპუტატს შპს “ზაქარია ქუცნაშვილის სადვოკატო ბიუროში”; შპს “ადვოკატები რეპრესირებულთათავის” და შპს “მიგრანტთა საადვოკატო ბიუროში” კუთვნილი წილები მართვის უფლებით სხვისთვის გადაუცია, თუმცა დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი, ვინ მართავს ამჟამად დეპუტატის ბიზნესს. პარლამენტარს თავის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ფართობი 1400 აშშ დოლარად გაუქირავებია და წლიური შემოსავალი 16 800 აშშ დოლარით აქვს დეკლარაციაში განსაზღვრული. იჯარით გაცემული არასაცხოვრებელი ფართობიდან (თვეში 525 ლარად) წლიურად 6300 ლარს იღებს. ზაქარია ქუცნაშვილს საცხოვრებელი ბინა 75 000 აშშ დოლარად გაუყიდია. ომარ ქუცნაშვილს კი მიწის იჯარაში 3810 ლარი ჰქონია გასავალი.

შარშან ზაქარია ქუცნაშვილს ვაჟიშვილის სწავლის საფასური 4000 ლარი გადაუხდია, მის მეუღლეს კი _ 5600 ლარი. ზაქარია ქუცნაშვილს სოფელ ხევსურთსოფელში ეზოს კეთილმოწყობისთვის 20 000 ლარი დაუხარჯავს.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთ სახეს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია, სპეციალობით სამართალმცოდნეობა.

მისი შრომითი ბიოგრაფია ასეთია:

* საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი (2007-2012);

* კავკასიის სამართლის სკოლა, ლექტორი (2007-2012);

* შპს “ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს” დირექტორი (2006-2012);

* ადვოკატი (სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით), საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ფ/პ ზაქარია ქუცნაშვილის საადვოკატო ბიუროს უფროსი (2006-2012);

* აიპი საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი (2005-2006);

* ასოციაცია “კანონი ხალხისათვის” თავმჯდომარე, საგანმანათლებლო რადიოპროექტი “კანონი ხალხისათვის” ავტორი და წამყვანი (2005-2012);

* ასოციაცია (კავშირი) ელექტრო საბითუმო ბაზარი, იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი (2005-2006);

* თბილისის სულხან-საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი (2004-2006);

* საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი (2001-2004);

* თბილისის საკრებულოს წევრი, კომისიის თავმჯდომარე (1998-1999);

* სადაზღვევო კომპანია “არგანის” გენერალური დირექტორის მოადგილე (1992-1995).

საქართველოს პარლამენტის წევრი ლერი ხაბელოვი 1964 წლის 5 ივლისს თბილისში დაიბადა. ჰყავს მეუღლე _ ზარინა ამბალოვა და შვილები: მეგი, ლიკა, დიანა, ლერი, ინგა და გაბრიელი. მათგან ყველაზე უფროსი 1998 წელსაა დაბადებული, ნაბოლარა კი ქვეყანას 2014 წლის 3 მარტს მოევლინა. ყოფილმა მოჭიდავემ და მოქმედმა პარლამენტარმა დეკლარაცია 2016 წლის 30 დეკემბერს შეავსო.

დეკლარაციის თანახმად, ლერი ხაბელოვის უძრავი ქონების ნუსხა ასეთია:

დეპუტატის საკუთრებაა 220 კვ.მ საცხოვრებელი სახლი, აგრეთვე, 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაში; მის სახელზეა, გაფორმებული 170 კვ.მ ფართობის ბინა ავჭალაში; ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე _ 3631 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობი; თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე _ 2085 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

ყოფილი სპორტსმენისა და მოქმედი კანონმდებლის საკუთრებაა მსუბუქი ავტომაბილები “TOYOTA” და WRANGLER”.

დეკლარაციის შევსებისას ლერი ხაბელოვს ხელთ ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი და 19 000 ლარი. საქართველოს პარლამენტში მისი წლიური შემოსავალი 66 465 ლარს შეადგენს. მართალია, ლერი ხაბელოვის დეკლარაცია სხვა მილიონერი კოლეგების დეკლარაციებივით შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ სხვადასხვა კვლევის შედეგად იგი მილიონერ დეპუტატთა შორის აღმოჩნდა და მისი ქონება 2 543 750 ლარადაა შეფასებული.

ლერი ხაბელოვს განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიუღია, სპეციალობით სამართალმცოდნეა.

ლერი ხაბელოვის სამუშაო გამოცდილება კი ასეთია:

* საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი (2012-დან);

* საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცეპრეზიდენტი (2004-2008);

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი (2000-2004);

საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1998-2004).

გიორგი გელაშვილი

4 COMMENTS

  1. რა, ეს უკანონო შემოსავლებია, ზოგიერთი ყოფილი პარლამ,ენტარის ან მთავრიბის წევრისაგან განსხვავებით?

  2. მიუთითეთ შეძენის თარიღები!
    ამ ბიძინას ბანდიტს ქონების 99% 2012 წლის შემდგომ პერიოდში აქვს შეძენილი.
    იმედი მაქვს რომ მოხდება ნაძარცვი ქონების კონფისკაცია როგორც ამ ფაშისტის მიმართ ისევე ყველა ხალხის სისხლით გამძღარი პარაზიტის მიმართ ოირველ რიგში მთავარი მკვლელი და ფაშისტის ბიძინას მიმართ.

  3. ქუცნაშვილი რომელ პროექტში ჩაჯდა საინტერესოა დებილის ფიზიონომიით 90 იანებში ერევე თანამდებობა რომ ჩაახუტეს ამ სოფლელს მაშინ თბილისელები საზღვარარეთ გარბოდნენ უკვე, რა დაუგროვებიაააა, ძალიან სასაცილოა დედამისს და მამამისს 180 ლარიანი პენსიასტან ერტან ამდენი ათასები რომ ააქვთ, იმიტომ არის ეს არ შემდგარი ქვეყანა რომ ეს ვერ გაუკეთებიათ მილიონერს და იმას ვინც მართლა 180 ლარზე ცხოვრობს ერთნაერი პენსია რომ ააქვთ, ისე რა სულიტ მთხოვარის არ აიშვა შენ დედააფეთქებულო ამ პენსიაზე მაინც თქვი უარი ამდენი ქონების პატრომნა НЕ СТРАШНО БЫТЬ БЕДНЫМБ СТРАШНО БЫТЬ ДЕШЕВЫМ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here