300 არაგველი _ 1795 წლის 11 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული 300 ფშავ–ხევსური და არაგვისპირელი მებრძოლი. გადმოცემის თანახმად, მათ ბრძოლის წინ შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ან გაიმარჯვებდნენ, ან ბრძოლის ველზე დაეცემოდნენ, რაც შეასრულეს კიდეც. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის 2008 წლის 27 ივნისის სხდომის განჩინებით, “1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად. დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ–კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი. ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე”, _ ასე ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში 300 არაგველის თავდადება. მკითხველისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, როგორ ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში 2017 წლის 17 მაისი. დღე, როდესაც ხელისუფლების ხელშეწყობით ე.წ. ლგბტ თემის 300 წარმომადგენელმა დედაქალაქის ცენტრში “აღლუმი” ჩაატარა… როგორ მოვედით 300 არაგველიდან 300 ლგბტ–მდე? ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გვესაუბრება.
_ არაერთხელ მითქვამს: ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ გადავშენდეთ. ჯოჯოხეთიდან ისმის ჟივილ-ხივილი და ეს ძალიან მაშინებს. ძალა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას, ჯოჯოხეთურია. 2012 წელს ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”, რადგან ვიცოდით, რომ მხოლოდ ის შეძლებდა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მოშორებას. ხელისუფლების, რომელიც გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდა საკუთარ ხალხს. სულით, გულით, გონებით, კალმით, რითაც შეგვეძლო, ვიდექით “ოცნების” მხარდასაჭერად, მაგრამ იმედი გაგვიცრუვდა. აღმოჩნდა, რომ გამარჯვება მხოლოდ ჩვენზე არ იყო დამოკიდებული. ქვეყნებმა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას მართავდნენ, ერეოდნენ ამ პროცესში, 2012-ში შეშლილი ხალხი დაინახეს. ამიტომ მათ სხვა გზა არ ჰქონდათ, სააკაშვილი უნდა ჩამოეშორებინათ. ხაზს ვუსვამ, უცხოელები მიხვდნენ, რომ ქვეყანა რევოლუციის ზღვარზე იყო. რევოლუცია კი ანადგურებს ყველაფერს, კუდებს არ ტოვებს, ამერიკასა და ევროპას კი კუდების მოსპობა არ სურდა და სწორედ ამიტომ ამოუდგნენ “ოცნებას” მხარში. მათ შორს გამიზნული ნაბიჯი გადადგეს _ ხელისუფლებაში შეაპარეს ადამიანები, რომელთა დახმარებითაც კვლავ შეძლებდნენ ხელისუფლების სადავეების ხელში ჩაგდებას. ჩვენი უბედურება კოაბიტაციით დაიწყო.
ამერიკელების იდეაა, საქართველოშიც ისევე, როგორც მათთან, ორი პარტია იყოს: ერთი _ აუცილებლად “ნაციონალური მოძრაობა”. “ოცნებაშიც” ბევრია ისეთი, ვისზეც შეიძლება თქვა, რომ ის და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები ერთი და იმავე ძალის ინტერესების გატარებას ემსახურებიან. ისინი ამოფარებულნი არიან ყალბ დემოკრატიას. ყველანი ქართული სულის განადგურებას ცდილობენ. ანადგურებენ რელიგიას, განათლებას, რწმენას.
კომუნისტებს სურდათ ახალი ადამიანის შექმნა _ “საბჭოთა ადამიანის”, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ბევრი რამ არ იკადრეს, სულის წართმევას მოერიდნენ, ამიტომ ქართველი და არა მხოლოდ ქართველი, დარჩა იმად, რაც იყო. იმჟამინდელი ახალგაზრდები ეროვნულები იყვნენ და ოდნავ გადაცდომაზეც კი სასტიკი რეაქცია ჰქონდათ. ეს ყველაფერი კარგად იცოდნენ იმ ევროპელებმა თუ ამერიკელებმა, რომლებმაც დაიწყეს ჩვენი განადგურება და პირველი, რაც მოგვისპეს, განათლება იყო.
საქართველო მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა ჩაიგდო ხელში, გვაძლევდნენ ფულს, მაგრამ ჩვენ ამ ფულის დახარჯვა არ შეგვეძლო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მხოლოდ მათ დირექტივებს უნდა მივყოლოდით. გაგვაყიდვინეს უკვე აშენებული ფაბრიკა–ქარხნები და ხეტყე. ყველაფერს ამას რომ ვაანალიზებ, შიში მეუფლება _ დღეს ხელისუფლებას რომ ავუბუნტდეთ, ხვალ ისევ ნაციონალები არ მოიყვანონ.
_ რატომ ფიქრობთ, რომ ნაციონალებს დააბრუნებენ? ხალხი ამის წინააღმდეგია…
_ ვერ ხედავთ, რა ხდება ქვეყანაში? ისევ ის არასამთავრობოები ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც ნაციონალების პერიოდში აქტიურობდნენ; ისევ ის კანონპროექტები განიხილება, რომლებიც მაშინ განიხილებოდა; სასამართლო პროცესებსაც იგივე ადამიანები იგებენ, რომლებიც მანამდე იგებდნენ და სახალხო დამცველიც ისეთივეა, როგორიც ნაციონალებს ჰყავდათ. ასე რომ, საფრთხე დიდია. დაპატიმრებული არ არიან დამნაშავენი, უფრო მეტიც, ისევ საკვანძო თანამდებობებზე სხედან. მიწის გაყიდვაზე მონიტორინგი ჩვენ, სამეცნიერო აკადემიამ, გამოვაცხადებინეთ და მერე, ეკა გიგაურის საჩივრის საფუძველზე, მონიტორინგი გაუქმდა. წარმოგიდგენიათ, ეს რას ნიშნავს? ნიფხავჩახდილი გოგო–ბიჭების დაკრულზე დადის საქართველო. ერს კლავენ და, თუ ერი მოკვდა, არავინ გადარჩება, მინდა ეს დაიმახსოვრონ…
_ ერს რომ კლავენ, ამაში გეთანხმებით. ზუსტად ეს დაინახა ხალხმა 17 მაისს, როდესაც 300 არაგველის ქვეყანაში 300 ლგბტ პატივით მიაცილეს დანიშნულების ადგილამდე და აღლუმი მოაწყობინეს. წელს ეს პირველად მოხდა…
_ 300 არაგველის შესახებ, დარწმუნებული ვარ, არაფერი სმენიათ. მათ, არც აქვთ უფლება არაგველების სახელის ხსენების. “უზნეობა სუფევს საქართველოში, უზნეოთა თარეშია”, _ ეს მუხრან მაჭავარიანმა თქვა. ნოდარ დუმბაძის საოცნებო ქალაქში, თქვენი ბავშვობის ქალაქში, უნდოდათ ფილმის ჩვენება, მაგრამ ჩაუშალეს… და კი არ უნდა ჩაეშალათ, პოლიციას ხელი კი არ უნდა შეეშალა, ხალხი უნდა შესეოდა მათ.
საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ესენი პედარასტების აღლუმებს ატარებენ ეკა გიგაურისა და ნინო ლომჯარიას გულის გასახარად.
საფრანგეთში, ერთ დროს კულტურისა და ხელოვნების სავანეში, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღეს, რამდენიმე ეროვნულმა ადამიანმა თავი მოიკლა, რადგან იცოდნენ, რა მოხდებოდა ცოტა ხანში. ზუსტად ერთ წელიწადში საფრანგეთში ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინება დაკანონდა… ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩვენ თავის დაცვა ვერ შევძელით. თავი აქამდე როგორღაც მოვიტანეთ, მაგრამ გაგვტეხეს. იმის გამო, რომ რამდენიმე ადამიანმა ფული იშოვოს, თაობებს ღუპავენ.
რუსეთის პოლიტიკა პატრიოტულ იდეოლოგიაზეა აგებული და ყველაფერს კრძალავს, რაც ამ იდეოლოგიას უშლის ხელს. რუსეთში ალაგმეს არასამთავრობოები, რომლებსაც საეჭვო წარმოშობა ჰქონდათ და არასასურველი საქმისთვის იღებდნენ გრანტებს. ამის გაკეთება საქართველოშიც აუცილებელია, მაგრამ ჩვენ იდეოლოგიად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება ავირჩიეთ და უნდათ, ბავშვები ოჯახებში ისე გაიზარდონ, რომ პედარასტობა არ უკვირდეთ. ჩემს ოჯახში ვინმე ამ იდეოლოგიით რომ გაიზარდოს და ეს მოიწონოს, მოვკლავ, გავანადგურებ, ვინც უნდა იყოს. ეს ერის სიკვდილია, ამას არ დავუშვებ…
ეკლესია წაბილწეს, სინოდის წევრების ნახევარზე მეტი აგენტია, მართულები არიან, ღმერთს არ ემსახურებიან. საპატრიარქოში რაც მოხდა და გახმაურდა, დიდი სირცხვილია. პატრიარქი ამბობდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება ცოდვაა, მიწის გაყიდვა არ შეიძლება, ოჯახი წმინდააო და სწორედ ამიტომ მოხდა თავდასხმა ეკლესიაზე. ეკლესიაში რაც ხდება, ხმამაღლა უნდა ითქვას, ვინც ამ ფაქტის დამალვას ცდილობს, ქვეყნის მტერია. დავა სასულიერო პირებს შორის ერის თავის მოჭრის ტოლფასია.
სანამ ამერიკის ელჩი ადგენს საქართველოს პარლამენტში შესასვლელი ადამიანების სიას, ჩვენი საქმე კარგად ვერ იქნება. დიდი ილია ამბობდა, ერიცა და ადამიანიც ფასობს თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლითო. თუ ადამიანს წარსული არ უვარგა, რაც უნდა ეცადოს, ბუნებას ვერ შეიცვლის. ეს სიტყვები ბიძინა ივანიშვილსაც დავუწერე. იმ პატარა ბიჭს, პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, და ახალგაზრდებს კომუნისტებს უწოდებს, მინდა ვუთხრა, ახალგაზრდებმა თავის დროზე ენა გადაარჩინეს. სწორედ, ახალგაზრდების ძალისხმევით არ დაკარგულა ერთი გოჯი მიწა. ეროვნული სული იყო და არის კიდევ შემორჩენილი. ქვეყანაში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა და ამ დროს ლგბტ-პირებს გვტენიან. არ არის ეს მიზანმიმართული?
ილიას გზით იარეთო, ის ყმაწვილი რომ ეუბნება ხალხს, ილია სულ ევედრებოდა ქართველს, მიწა არ გაყიდო, მიწის გაყიდვა დედის გაყიდვის ტოლფასიაო, მაგრამ ესენი დედასაც და მამასაც გაყიდიან, თუკი პარტია უბრძანებს. მათთვის პირადი კეთილდღეობაა უმთავრესი. ვერასოდეს დამარწმუნებს ჩუგოშვილი, რომ საქართველო ოდესმე უყვარდა და უყვარს, რადგან 2011 წლის 26 მაისის სისხლისღვრა გაამართლა.
_ პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, მიწის გაყიდვის აკრძალვა კონსტიტუციაში არ ჩაიწერებაო…
_ ჩუგოშვილმა თავის მამიდას მიხედოს. მაგიტომაც ვართ დაღუპული, რომ ჩუგოშვილია ჩვენს პარლამენტში.
მხოლოდ გუთანი და მიწა გადაგვარჩენს, _ ამბობდა ილია.
ხალხმა უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს ძალიან გვიჭირს. ქართველს უმძიმეს დღეებშიც კი არ აკლდა საკვები. დღეს ლუკმაპური ძნელი საშოვნელი გაგვიხდა, მაგრამ მართლმადიდებლობისთვის, მიწისთვის, ქართველი ყოველთვის იბრძოლებს. ნუ მიიყვანენ ჩვენს ხალხს იმ ზომამდე, რომ უკონტროლო გახდეს ვითარება. არადა, უკვე იგრძნობა დენთის სუნი. “რევოლუციის აჩრდილი დადის” საქართველოში.
მიწა ჩვენი სულია, ის განსაკუთრებული, სათუთი და მოსაფერებელია. არავის აქვს მიწის გაყიდვის უფლება, მაგრამ ეს რა გასაკვირია, მამათმავლობის ხელმშემწყობი პოლიტიკოსებისთვის მიწა რა სახსენებელია?
მსოფლიო პოლიტიკის პრინციპია, სახელმწიფოს სათავეში დეგენერატები იყვნენ, დეგენერატი ატომურ ბომბზე უარესია. ბომბი ანადგურებს, ხოლო დეგენერატი თან ანგრევს, თან რჩება.
ჭამენ საქართველოს, მაგრამ ამ ქვეყანაში ყოველთვის კეთდებოდა დიდი საქმეები, გაკეთდება დღესაც. ხელისუფლება შესაცვლელია. გვახსოვდეს, ლიბერალები ფაშისტებზე უარესები არიან, ამიტომ დიდხანს ამის ყურება არ შეიძლება.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი
100% getanxmebit
ეხ, დრონი, დრონი! როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!… თუმც, ერი გაღვიძებულიც არის და გადაღვიძებულიც, მაგრამ პოლიტიკური ველია დაცლილი, სულ ყიდვა გაყიდვის ბინძურად უზნეო კოტრიალში ჩასვრილი პოლიტიკოსები ბრუნავენ, და ახლა სხვა ჟანრში გვმოძღვრავენ. რაც არ უნდა მაღალი იდეალებით, თუ სწორი პოლიტიკური მიმართულების ორიენტაციით დაგვმოძღვრონ, გაკოტრებულებს ხალხი არ გაყვებათ. იქით „მოქალაქე,“ რომელსაც ვფიქრობ ექნება განცდა გამოადგეს ქვეყანას, გლობალურ სივრცეში ამ შავბნელი ძალების წინააღმდეგ რამდენად შესწევს ძალა, ესეც ხომ საკითხავია? სხვა გზა, გარდა იმისა, მოსატყუებელი ტაქტით რომ იარო, და მოლოდინით მიჰყვე მსოფლიოში მიმდინარე ცრუ ლიბერალური იდეოლოგიის ნგრევის პროცესებს ფეხდა-ფეხ, ვფიქრობ ამ ეტაპისთვის ტაქტით სწორი არჩევანია. სხვა შემთხვევაში, გგონიათ დემოკრატიის პრინციპებს დაიცავენ? გადაგივლიანკატოკივით ჩვენივე სულით გაყიდული ქართველების ხელით. მოკლედ მძიმეა მდგომარეობა. მაგრამ ძალ ისევ და ისევ ერთობაშია.
არ სჩანს საშველი ჯერჯერობით 🙁 .
ეს არსება ამერიკის ელჩია თუ მეფისნაცვალი როდემდე უნდა ეგდოს საქართველოში?
ბიკერიაა რომ პარლამენტში იქნება ფუი ისეთ ქვეყანას
ათას პროცენტიანს ამბობს,ისღა დაგვრჩენია რომ ღმერთს შევავედროთ ჩვენი ქვეყანა და მას მივენდოთ,მაშინ აუცილებლად გადავრჩებით