Home რუბრიკები საზოგადოება ჯუმბერ პატიაშვილი: ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება

ჯუმბერ პატიაშვილი: ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება

21553
ჯუმბერ პატიაშვილი

გაზეთსაქართველო და მსოფლიოსწინა ნომერში (#40, 2017.) გამოქვეყნდა ინტერვიუ ჯუმბერ პატიაშვილთან. ის თავის წიგნზე “23 წლის შემდეგდა ამ წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმზესიკეთე მაინც მოვაგვესაუბრა. ბატონი ჯუმბერი თავის გულისტკივილს ამჯერად ერისთვის მტკივნეულ საკითხზე გვიზიარებს _ გაყიდულ საქართველოზე.

_ როგორი ქვეყანაც მინდოდა ყოფილიყო საქართველო, იქიდან არაფერი დარჩა… ეს ყველაფერი გულს მიკლავს, ვხედავ, როგორ ირყვნება საზოგადოება…

საზოგადოების დამახინჯება დიდი ხნის წინათ დაიწყო. ვინც სიმართლე თქვა, დაისაჯა, ხოლო დამნაშავენი კვლავ თანამდებობებზე არიან, ისტორიის, აწმყოს, მომავლის, არჩევნების გამყალბებლები.

პოლიტიკაში მოსვლის მსურველების ჯანმრთელობა აუცილებლად უნდა შემოწმდეს. ყველამ უნდა იცოდეს, როგორი ბავშვობა ჰქონდათ. ამას სერიოზულად ვამბობ.

დღეს სექსუალური გადახრების მქონე ადამიანებზე ბევრს საუბრობენ. ეს მოვლენა ახალი არ არის, ასეთი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ადრე ამის ტირაჟირება, პროპაგანდა არ ხდებოდა, არ ვამჟღავნებდით, არც შეურაცხვყოფდით. ნიჭიერს ვაფასებდით, უნიჭომ კი თავისი ადგილი იცოდა.

_ დღეს ჩვენი საუბრის თემა გაყიდული საქართველოა. როდის და ვინ დაიწყო საქართველოს ნაწილნაწილ გაყიდვა?

_ საქართველოს გაყიდვა მაშინ დავიწყეთ, აფხაზეთში ტანკებით რომ შევედით. ტანკით ასაღები იქ არაფერი იყო. ამ ომიდან, ყველამ კარგად ვიცოდით, რომ დამარცხებული საქართველო იქნებოდა. ჩემს წიგნზე “23 წლის შემდეგ” ერთმა კაცმა მითხრა: კარგი წიგნია, 95%-ში გეთანხმებით, მაგრამ 5%-ში არაო. აფხაზეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ბორის ადლეიბა არ უნდა გაგეთავისუფლებინათ თანამდებობიდანო. არადა, ბორის ადლეიბამ მაშინ ხელი მოაწერა საქართველოდან აფხაზეთის გასვლაზე. არ შეიძლებოდა მისი თანამდებობაზე დატოვება… ეს ვრცელი თემაა. მოდი, შეკითხვას დავუბრუნდები _ მიწები გაიყიდა, არადა, შესაძლებელი იყო, სოფელს, თემს დარჩენოდა და მას დაემუშავებინა. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ინვესტიციის მოზიდვის მიზნით მიწების გაყიდვას, რადგან ეს არის ბლეფი.

მიწის გაყიდვას აუცილებლად მოჰყვება საწარმოების გაყიდვაც. ასეც მოხდა _ პირველი რუსთავის მეტალურგიული ქარხანა გაიყიდა, შემდეგ _ ზესტაფონის ფეროშენადნობის ქარხანა და მიჰყვა და მიჰყვა.

_ როგორ გაიყიდა და ვინ იყიდა ეს ქონება?

_ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საქართველოს მოსახლეობას ჰქონდა ქონება, დანაზოგი (საუბარია მილიარდებზე), რომელიც ისე დაიყვანეს ნულზე, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. ქართული მრეწველობა, საწარმოები, უნიკალური ჩარხებითურთ, ჯართის ფასად გაიყიდა. დიახ, იყიდებოდა ლითონი. იყო ასეთი პიროვნება შადმან ვალავი _ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი, რომელიც ვითომ გვეხმარებოდაგვეუბნებოდა, თუ ფერად ლითონს არ გაყიდით, დახმარებას ვერ მიიღებთო. ჰოდა, ჩვენებმაც ყველაფერი გაყიდეს, ჩვენგან წაღებული ლითონით თურქეთი ამოძრავდა, მაგრამ ჩვენთან რა მოხდა? _ ბიუჯეტში არც ერთი კაპიკი არ შევიდა. საქართველო გაიყიდა და ხალხი გაღატაკდა.

მას შემდეგ დაიწყო ამ ქვეყანაში ყველაფრის გაყიდვა ერთ ლარად, ამას აკეთებდა ჯგუფი, რომელიც 1990-იან წლებში ხელისუფლებაში იყო. მათ სურდათ, დიდძალი ქონება ჩალის ფასად შეესყიდათ და შეისყიდეს კიდეც. არავინ კითხულობდა, რატომ იყიდეს ერთ ლარად, რით დაიმსახურეს, რა გაუკეთეს ამ ქვეყანას… ტენდენცია გაგრძელდა და დღემდე არ წყდება.

იყიდებოდა უძვირფასესი შენობანეგებობები, ქარხნები, ფაბრიკები, სახნავსათესი მიწები, რომლებიც მილიონებად იყო შეფასებულიგაიყიდა კაპიკებში, თანაც ისე, რომ მყიდველის ვინაობა ხეირიანად არ ვიცით, რადგან, როგორც კახა ბენდუქიძე ამბობდა, ყველაფერი ოფშორულ ზონებშია დარეგისტრირებული

ან ის რად ღირს, რაც თვითონ ბენდუქიძემ ჩაიდინა: კაპიკებში იყიდა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები თავის მიწიანად. დღეს ის ცოცხალი აღარ არის, მისი ქონება კი დარჩა მის შვილს, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს და არც არასოდეს იცხოვრებს, სამაგიეროდ, უდიდესი ქონების (ლამის ნახევარი საქართველოს) მფლობელია.

დღემდე ვერ გავრკვეულვარ, როგორ მოახერხეს მილიარდობით ანაბრის გატანა ანგარიშებიდან, რა მექანიზმი შეიმუშავეს. ფაქტია, რომ მოსახლეობა მოატყუეს, უთხრეს, ფული გაორმაგდებაო, მაგრამ გააღატაკეს, ის ადამიანები ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ, ყველაფერს ფარდა თუ აეხდება, იქნებ აღარ განმეორდეს მსგავსი რამ.

უმდიდრესი ქვეყანა იყო საქართველო და უღატაკესად იქცა. სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები კი აშენდნენ, მათ შორის ისეთებიც, რომლებშიც სისხლისღვრა იყო.

ძნელი საყურებელია გაყიდული საქართველო, ვიღუპებით და შიმშილით სიკვდილი გვემუქრება. გადაწყვეტილება ფრთხილად უნდა მივიღოთ… სისულელეებზე ვყვირით, მაშინ, როცა ქვეყანა გაყიდეს. რაც არ არის გაყიდული, ინგრევა, შესყიდული შენობები უყურადღებობით ნადგურდება. იყიდეს და მორჩა…

ხელისუფლებაში ჩემი ყოფნის პერიოდში 19 უმაღლესი სასწავლებელი იყო საქართველოში, მათი შემცირება მინდოდა. როდესაც საქართველო “დამოუკიდებელი” გახდა, 250 უმაღლესი სასწავლებელი გაიხსნა. ზოგ რაიონში შვიდი უმაღლესი სასწავლებელი ამოქმედდა, ზოგის რექტორი ინჟინერი იყო. მოკლედ, ქვეყანას 100 ათასი სტუდენტი ჰყავდა… თუ გინდა, ერს სასჯელი დააკისრო, ყველას უნდა მისცე უმაღლესი განათლება

ყველასთვის უმაღლესი განათლების მიღებას საფუძველი ცოტა ადრე ჩაეყარა. ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ 35 ათასი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა და ეს მაშინ შევიტყვე, როდესაც ლენინგრადში ჩხუბის გამო დააპატიმრეს ერთი ქართველი სტუდენტი, რომელმაც მილიციაში ახსნა-განმარტება ვერ დაწერა… ინფორმაცია გაზეთში გამოქვეყნდა და ეს ამბავი ჩემამდე ასე მოვიდა. დავიწყე კვლევა და აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის 365 უმაღლეს სასწავლებელში 35 ათასი ქართველი სწავლობდა და ბევრმა მათგანმა რუსული არ იცოდა. კალინინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იმდენი ქართველი სწავლობდა, რომ ბოლოს კავკასიის სახელობის ინსტიტუტს უწოდებდნენ. თბილისში, სამედიცინო ინსტიტუტში პირველ კურსზე 800 სტუდენტი სწავლობდა, ხოლო ინსტიტუტს 1200 ამთავრებდა. აი, ეს არის ქვეყნის გაყიდვა, ეს არის ღალატი. ამის გამოსწორება რომ დავიწყე, უამრავი მტერი გავიჩინე.

ერთ ლარად გაყიდულ საქართველოზე რომ ვისაუბროთ, უნდა გამოქვეყნდეს ყველა დოკუმენტი, ყველას სახელი და გვარი, ვინც ეს ქონება მუქთად ჩაიგდო ხელში, მაგრამ ახლა, ალბათ, ძალიან ძნელი იქნება ამის დადგენა…

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

21 COMMENTS

  1. როცა შენი ქვეყნის მართვის სადავეები მტრის ხელშია მოქცეული, შენ კიდე დამოუკიდებლობაზე, სუვერენიტეტსა და სექსუალურ მიშტერებებზე ჩაგჩიჩინებენ, აი ეგ არი გამოშტერება. არჩევნები გვაქ საბრძოლი. ან მართალი და ობიექტური არჩევნები, ანდა ბოიკოტი მტრის მიერ დადგმულ არჩევნობანას სპექტაკლში მონაწილეობას!

  2. არ ჯერავთ ბატონო ჯუმბერ…არ ჯერავთ :)…
    სამან პირსი სული არ ამოძვრებათ შიმშილით.

    • martalia da namdvilad cheshmariti simartlea baton jumberisam saubarshi,ikideba dgemde saqartvelo ,daqucmacda saqartvelos ar gamouchnda patroni rom ase sajijgnad ar ikos dgemde ara saqartvelos sashveli martalia isev chven vtkuivart vis vazlevt xmas arvicit marto fuli araris saqme saqme isaaa rom shen sheni samshoblo unda gikvardes da vinc ginda ikos es ert larad ar unda gakido,mereraaa rom saqartvelos moqalaqea aba sxvas miscemen ert larad ?ara mitom rom me Ivanishvili tu ivanashvili ara var,saqartvelo mtavrobam gaxada taviaant kerzo sakutrebad da visac ra unda imas kiduloben ,visac ra unda imas aketeben droa gamofxizldes xalxi da vin vis gaaswrebs mere vnaxavdit

  3. გეთანხმებით ბატონო ჯუმბერ. თქვენ მაგარი პრეზიდენტი იქნებოდით და საქართველოს ეშველებოდა!

  4. სანამ აქ სამართალი და წესიერება პურს არა ჭამს ,პირველი რიგში და აუცილებლად ქვეყნის მთავრობაში რომელთაც უპირველესი მოვალეობაა ,მანამდე ჩვენ არ ვისწავლით პასუხის მოთხოვნას ამ ტიპების საქმის პირნათლად შესრულებას და კონტროლს რაც ხალხი მოვალეობაა, მანამდე ჩვენ არაფერი არ გვიჩანს სასიკეთო.

  5. ბატონ ჯუმბერს მეტი სიბრძნე,რომ გამოეჩინა საქართველოს პრეზიდენტი იქნებოდა. ქვეყანა უვიცების, არაკომპეტენტური და პოლიტიკური ბეცების ხელში არ ჩავარდებოდა.რას ვიზამთ,წარსულს ვეღარ დავაბრუნებთ.

    • ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 9 აპრილს რატომ შეძვრა ბუჩქებში? განა იქიდან არ დაიწყო ურაპატრიოტიზმის აღზევება, პატრიარქსაც რომ არ დაუჯერეთ? ახლა მეც კარგად ვხედავ მაგასაც, რასაც ბ.-ნი ჯუმბერი ამბობს და იქნებ მეტსაც, მაგრამ რა მერე – დღეს ისე მყარად არიან ყველაფერზე მომჯდარნი ფულისა და თანამდებობისთვის ყველაფრისმკადრებელი ვიგინდარები (ერის პროდუქტიული (ყველა გაგებით) ნაწილის 80% გასულოია ქვეყნიდან), რომ ვეღარ ვერევით და ვჭყუმპალაობთ მასონების მიერ მოდენილ ფეკალიებში. განა თქვენ თვალწინ არ მოხდა ყველაფერი ეგ ბ.-ნო ჯუმბერ? მართლაც წინდახედულება რომ გამოგეჩინათ, იქნებ ამ დღეში არ ჩავვარდნილიყავით! ეგ ხომ უკან მიდევნებულ ლამპარს ჰგავს, რომელიც გზას ვერ გაგვინათებს. აბა ახლა მაინც თუ შეიმოსეთ შესაბამისი შორსმჭვრეტელობით და თუ შეგიძლიათ გადარჩენის გზა გვიჩვენოთ თუნდაც წმ ბერი გაბრიელის და უწმინდესის რჩევის კუთხით მონარქიის აღდგენის შესახებ???!!! რატომ უნდა აღვადგინოთ, ან რატომ არ უნდა აღვადგინოთ მონარქია, იქნებ ამაზე გაგვცეთ პასუხი და მაშინ გამოჩნდება თქვენს მსჯელობაში აზრის სიღრმე, გამჭრიახობა, პატრიოტიზმი და ა.შ., რაც ესე სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანას, თორემ ანალიტიკოსები თავზესაყრელად გვყავს, ყველა მასონების ნაყიდ მასმედიაში რომ არიან წამოპლაკულები და ყელმოღერებული, ძაან დავარცხნილ-დაბანილი ლექსიკითა და მჭევრმეტყველებით რომ კეკლუცობენ. ნათქვამია – ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, რასაც მერე მოაყოლეს – ოღონდ იმდენი არ ზომო, გაჭრა დაგავიწყდესო(!). აი ზუსტად ასეთ დღეში ვართ დღეს – გაუთავებელი ანალიზები, განხილვები და ა.შ., მაგრამ ანალიზი საჭიროა სწორი დასკვნის გასაკეთებლად, რაც არა და არ ჩანს. დაჯდებიან ეთერში ისეთ მქუხარე დასახელების ინსტიტუტების წარმომადგენლები, როგორიცაა “სტრატეგკიული მართვის ინსტიტუტი”, “სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტი” და ა.შ. და ანალიზს აკეთებენ, შინაარსითა და სიღრმით დიდად რომ არ განსხვავდება გურული გლეხის ანალიზისგან, ოღონდა გამშვენებული თანამედროვე უცხო “რელევანტური” და “სენსიტიური” ტემინებით! და შესეგი არაფერი – ვერა და ვერ მივხვდით, რომ ეს არ არის ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო და როცა არ გაქ ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ინსტიტუტები, განსაკუთრებით ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო , არჩევნების ჩატარებაზე ლაპარაკი ხომ სიბრიყვე და სისულელეა?! სამწუხაროდ სათქმელი ბევრია, მაგრამ ეს ფორმატი ამას ვერ აიტანს, ამიტომ აჯობებს აქ დავამთავრო.

  6. Mjera rom batoni jumberi am dgeshi ar chaagdebda kveyanas da yoveltvis mas vucherdi mxars archevnebshi, magram raa, chveni xalxi xom yoveltvis pochian kampetebze iyideboda, ra dagvrcha gachanagebuli, dabechavebuli da uimedo sakartvelo. Kveyanashi sadac arc mrewvwloba, arc soplismeurneoba arc ganatleba ar vitardeba ,garyvnilebas da uzneobas gikadageben ra momavali ekneba.isev emigrantebma unda ushvelon sakartvelos, ase mgonia. Radgan ise dzinavs xalxs titkos mojadoebulni arian da sul ertia ra ikneba mere.

  7. არ წაიკითხოთ ინგლისურენოვანი გზავნილები, “ნაცმკვლელების” ხელწერა იგრძნობა.

  8. არ წაიკითხოთ ინგლისურენოვანი გზავნილები, “ნაცმკვლელების” ხელწერა იგრძნობა. პატივს არ სცემენ ქართულს და თავის თავს ასე გვაცნობენ.

  9. კომუნისტურმა ნომენკლატურამ, წითელმა ინტელიგენციამ, პრვილეგირებულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, რა განუკითხაობაც მოჰყვებოდა ეროვნული ხელისუფლების დამხობას და ერთი სული ჰქონდათ ეს მომხდარიყო, რომ, რაც შეიძლება დიდი ლუკმა თვითონაც დაეთრიათ საერთო ქვაბიდან. შეთქვლიფეს ყველაფერი და ახლა თურმე გული შესტკივათ და ყურება ეძნელებათ! მხოლოდ წუწუნი უშველის საქმეს? კეთილ ინებონ და გამოისყიდონ, თუ ასე გული შესტკივათ!

    • ჯერ ერთი,თუ ბატონი ჯუმბერი გყავთ მხედველობაში,ძალიან ცდებით და მეორე,თქვენ რა გგონიათ,კომუნისტობის დროს ხალხს არ უყვარდა და არ ანაღვლებდა თავის ქვეყანა?მაშინ რომ პატრიოტები იყვნენ,დღეს არ დაგესიზმრებათ!
      ასეთ ღალატს მაშინ ვერც და არც გაბედავდნენ!

  10. რა ქნას დღეს წესიერმა კაცმა, რომ უმცირესობაში არ აღმოჩნდეს.ვფიქრობ, ქვეყნისთვის წესიერი კაცის პრობლემაა ყველა დონეზე.

  11. სანამ საქართველოში კანონი ყველასთვის არ იკანონებს,ეს მარგველაშვილის ცოლის ძმა იქნება თუ უბრალო გლეხი,მანამ არაფერი გვეშველება ხალხო!

  12. დღემდე სად იყავით, ბატონო ჯუმბერ? რა, ეს ყველაფერი, რაზედაც ამ ინტერვიუში საუბრობთ, თქვენ თვალწინ არ ხდებოდა? თქვენც ისეთივე დამნაშავე ბრძანდებით, როგორებიც არიან ის სუბიექტები(მე მათ ადამიანებად არ მივიჩნევ, რადგან ადამიანები საკუთარ სამშობლოს ასე არ ექცევიან!), ვისზედაც აქ საუბრობთ. მოვა დრო, ადრე თუ გვიან, ყველა პასუხს აგებს ან აქვე, ან ისტორიის წინაშე. 🙁

  13. რა უნდა თქვა ადამიანი სიმართლეს ლაპარაკობს, ხალხი ლუკმა პურის საშოვნელად ყველაფერს კადრულობს, ნომეკულატურა კი დასცინით მათ. შედით რესტორნებში გადავსებულია ერთი და იგივე ბობოლებით. 90% მოსახლეობის კი თვიდან თვემდე როგორ გადააგოროს იმას ფიქრობს. არ ვიცი როდემდე მოითმენს მოსახლეობა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მშიერი ბუნტი რომ ატყდება ვერავინ გადაურჩება მას. ბობოლებიც და არა ბობოლებიც ყველა დაზარალდება. თუ გონს არ მოეგო ქართველი ერი სამუდამოდ დავიღუპებით.

  14. უკვე დაღუპვის აღმართი ავიარეთ და თავდაღმართში მივექანებით,გამოსავალი გაერთიანებულ ოპოზიციასია,იქ სხვადასხვა პარტიებია და ერთი პიროვნება ვერაფერს გადაწყვეთს,ამიტომ ციდან ნურავის ველოდებით გავერტიანდეთ გაერთიანებული ოპოზიციის გამარჯვებისათვის ეგებ გამოვიდეთ მდგომარეობიდან და გადავრჩეთ,ბიძინა და მისი ხროვა უკვე გატყავებას და დაწვას გვპირდება ისეა შეპყრობილი,დაბრმავებული რომ საქართველოდან რომ ქართველები სამუდამოდ მიდიან ამას პირდაპირ ხელს უწყობენ.ოცნება ანგრევს და აზიატიურს აკეთებს.გაიღვიძთ

  15. თქვენ მაგარი პრეზიდენტი იქნებოდით, და ველოდით რომ თქვენ ჩაერთვოდით ამ მოძრაობებში დაშეიძლება რაღაც კარგ შედეგს მივაღწევდით,მაგრამ რა ………. თქვენისთანა მცოდნე ხალხი. მჭერლები. პოეტები. მეცნიერმუშაკები ყველანი გაჩუმდით. განზე დადექით. და უყურეთ მოვლენების განვითარებას. ყველამ ვისაც სიტყვა ეთქმოდა და ხალხი მხარს დაუჭერდა დატოვეთ მართო და მივიღეთ ის რაც გვაქვს დღეს და ჯერ კიდევ ვინიცის რა მოხდება.რუსეთის ერთი ცუდი სვლა და საქრთველო კიდევ შეიძლება ღმერთმა ნუ ქნას მაგრამ დაიშალოს. ცალკე სომხეთი.აზერბაიჯანი. თურქეტი და კიდევ რუსეთი. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვეხმარება,ამერიკამ სადაც შევიდა ყველგან ომებია ან მიატოვა როგორც სირიაში.უკრაინაში და სხვაგან.

  16. ბატონი ჯუმბერი ერთად ერთი ადამიანია საბჭოთა კავშირის დროინდელი ვინც მართლაც რომ პატივისცემის ღირსია,სამწუხაროდ აღარ აცადეს ამ კაცს ქვეყნის დალაგება…

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ანონიმური Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here