Home რუბრიკები პოლიტიკა ქართველი მღვდელმთავრების ნაწილი ამერიკელმა “პატრონებმა” ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად დაიბარეს?

ქართველი მღვდელმთავრების ნაწილი ამერიკელმა “პატრონებმა” ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად დაიბარეს?

უკვე ვისაც არ ეზარება, ყველა ცხვირს ყოფს საქართველოს საპატრიარქოს საქმეებში და, როგორც ჩანს, თვით ამერიკის ელჩი “ულაგებს სიტუაციებს” ქართველ მღვდელმთავრებს

3459
მღვდელმთავრები

საქართველოში, აბსურდის თეატრი კი არადა, აბსურდი, ფაქტობრივად, უკვე პირდაპირ ეთერში გრძელდება. საქმე იქით მიდის, რომ .. ლიბერასტებისგან ვიზის მიუღებლად, არათუ სახალხო დამცველს, არამედ, ალბათ, შეყვარებულს, საქმროს თუ საცოლესაც ვეღარ აირჩევს ადამიანი.

სანამ გულისსწორს შეარჩევთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ: შეესაბამება თუ არა იგი ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტებს და თქვენი ქორწილი ხელს შეუწყობს თუ არა ჩვენი ქვეყნის ინტეგრირებას ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში. თუ ეს ყოველივე არ გაითვალისწინეთ და ისე დაიწყეთ ურთიერთობა თქვენს რჩეულთან, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ, რომ თქვენს სასიყვარულო კავშირებს “რუსული რბილი ძალის ზეგავლენა” და “რუსული პროპაგანდა” უწოდონ ლიბერასტულმა წრეებმა. თუმცა მხოლოდლიბერასტებსვიღა დაეძებს, როცა ამ სრული რეგვნებისა და ტვინით ავადმყოფების გავლენა უკვე აშკარაა არა მხოლოდ სტუდენტებზე, კარიერის აწყობის მოსურნე დამწყებ ჩინოსნებზე, საქართველოს მთავრობასა და პარლამენტზე, არამედ თვით საქართველოს საპატრიარქოზეც კი.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ამ ამერიკული და თურქული ფულით მოღორებულ “მტაცებელთა” ზეგავლენას, საპატრიარქოშიც კი მხოლოდ ერთეულები გადაურჩნენ და, მათ შორის, ყველაზე მეტად _ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II. ჰო, კიდევ, როგორც ჩანს, რამდენიმე უმაღლესი რანგის სულიერი მოძღვარი, რომელთა შესახებაც არ მაქვს ინფორმაცია და კიდევ _ მეუფე შიო, რომელიც პატრიარქმა თავის მოსაყდრედ დაასახელა. სწორედ ამ დასახელებამ კიდევ ერთხელ იმოქმედა ლაკმუსის ქაღალდივით და უმალ კიდევ ერთხელ “გამეწამულდნენ” ბობოლა ლიბერასტები და მსხვილ-მსხვილი ლიბერასტული არასამთავრობო ორგანიზაციები მთელი თავიანთი აქტივით.

მთელი კვირის განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ, რატომ დაასახელა საქართველოს პატრიარქმა მეუფე შიო თავის მოსაყდრედ, ჰქონდა თუ არა მას ამის უფლება, იმსახურებდა თუ არა შიო მუჯირი ამას და, რაც მთავარია, არის თუ არა იგი რუსეთის მიერ ჩანერგილი აგენტი საქართველოს საპატრიარქოში(?!).

თუ ვინმე ელოდებით ახლა ამ სტატიაში ჩემი აზრების ფრქვევას ამ საკთხებზე, ძალიან ცდებით. მე მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ: ყველაფერიყველაფერი, მაგრამ რა ლიბერასტებისა და მათი გურუების ერთი ადგილის საქმეა, საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ვის დაასახელებს თანამოსაყდრედ ან აქვს თუ არა მას ამის უფლება, ან წმინდა სინოდი დაუშვებს თუ არა ასეთ პრეცედენტს და დაამტკიცებს თუ არა იგივე სინოდი მომავალში, ღმერთმა დიდხანს არ დაგვაჭირვოს და, როცა საჭირო იქნება, ახალ კათოლიკოსპატრიარქად მეუფე შიოს?

განა უკვე პატრიარქის არჩევაც კი ამ გამოლიბერასტებულების საქმეა? საერთოდ, რატომ განიხილავენ ქართული ტელევიზიები ამ თემას და რატომ იწვევენ ასეთ თემაზე სალაყბოდ, დავუშვათ, დავით ზურაბიშვილს? ვინ არის და რას წარმოადგენს დავით ზურაბიშვილი, რომ მან შეგვიფასოს, სწორად მოიქცა თუ არა ილია მეორე? ამ ხალხს საქართველოს პატრიარქი რომელიღაც რაიონის გამგებელში ან თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარეში ხომ არ ერევა?

ვინმემ უთხრა ამათ, რომ ეკლესია დემოკრატიული ინსტიტუტია, ხოლო საპატრიარქო ოთხ წელიწადში ერთხელ ხალხის მიერ არჩეული ორგანო? იქნებ მალე ისიც დაგვავალდებულონ, რომ საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი საერთო სახალხო რეფერენდუმით ავირჩიოთ?

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის რჯულის კანონით მკაცრად განსაზღვრულ “საზღვრებში” მოქმედი ინსტიტუტი, ხოლო საქართველოს საპატრიარქო არის მკაცრად იერარქიული ორგანო, სადაც პატრიარქი ერთპიროვნული მმართველობის უფლების მქონე პირია.

ასე რომ, ე.წ. ლიბერასტებს არანაირი უფლება არ აქვთ, ჩაერიონ საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის გადაწყვეტილებებში, თუ იგი ვინმეს ფიზიკურად არ აზიანებს. ანუ, თუ პატრიარქი რაიმე არაადამიანურს, სისხლის სამართლის დანაშაულს არ ჩაიდენს, მის კომპეტენციაში შეჭრისა და მისი გადაწყვეტილებების კრიტიკის უფლება არავის აქვს.

მით უფრო, რატომ ადარდებს პატრიარქის გადაწყვეტილებები ლიბერასტებს, რომლებიც თავს მართლმადიდებლებად არც მიიჩნევენ, მათი უმეტესობა ათეისტობს და არ მიაჩნია თავი საქართველოს ეკლესიის მრევლად? თუკი შენ არ ხარ ეკლესიის მრევლი, რაში გეკითხება, ვისგაიმოსაყდრევებსპატრიარქი და რატომ?

მაგრამ საქმეც ზუსტად ეგ არის, რომ, უკვე ვისაც არ ეზარება, ყველა ცხვირს ყოფს საქართველოს საპატრიარქოს საქმეებში და, როგორც ჩანს, თვით ამერიკის ელჩიულაგებს სიტუაციებსქართველ მღვდელმთავრებს. საინფორმაციო სააგენტოებმა “მოკრძალებულად” გაავრცელეს ინფორმაცია უმაღლესი იერარქიის ქართველი სასულიერო პირების ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ. ჩანს, ამ ვიზიტის “აყვირება” მავანს ჯერ ხელს არ აძლევს. როგორც იუწყებიან, “ამერიკის შეერთებული შტატების განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინიციატივით, 24 ნოემბერს დაიწყო და 29 ნიოემბრამდე გაგრძელდება ვაშინგტონში საქართველოს საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირების ვიზიტი. პროექტი ხორციელდება დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ასევე, პროექტს მხარს უჭერს ამერიკის ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის, აშშ-ში საქართველოს საელჩო, საქართველოში აშშ-ის საელჩო, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი”.

აჰა, ხომ ხედავთ, სასულიერო და საეკლესიო ამბებში რაოდენ კომპეტენტური, ჩახედული და ახლოს მყოფი ორგანიზაციები აფინანსებენ თურმე ქართველი მღვდელმთავრების ნაწილის ვიზიტს აშშში!

ამას ისიც დავამატოთ, რომ ამ “პროექტს”, როგორც მას ოფიციალური წყაროები მოიხსენიებენ, რეალურად ეწოდება “საერთაშორისო ინტერრელიგიური კონფერენცია”, ხოლო 12 ქართველი ეპისკოპოსის ამერიკაში სტუმრობას “შემსწავლელი ვიზიტი”.

რა უნდაშეისწავლონქართველმა უმაღლესმა სასულიერო პირებმა ვაშინგტონში? ამ ინტერრელიგიურ კონფერენციაში, კერძოდ, რომელი ქვეყნებიდან რომელი რელიგიების წარმომადგენლები მონაწილეობენ და რა მიზანი აქვს ამ კონფერენციას, ოფიციალური წყაროები ამის შესახებ არ იუწყებიან.

ე.წ. გონივრული ეჭვი კი სწორედ იმას გვკარნახობს, რომ პატრიარქის მიერ მამა შიოს დასახელებით შეშფოთებულმა “მეგობრებმა” სასწრაფოდ დაიბარეს სინოდის ნაწილი იქ, სადაც მათ, სავარაუდოდ, სერიოზულ “ინსტრუქტაჟს” ჩაუტარებენ…

ამასობაში კვლავ აქტუალური ხდებარუსული პროპაგანდისწინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილი მილიონების თემა. ქართველიევროატლანტიკოსებიშემთხვევას არ უშვებენ, რომ ამერიკელი პატრონები არ შეაფუცხუნონ _ არიქა! მოგვეცით ბევრი მილიონი, თორემ წალეკარუსულმა პროპაგანდამსაქართველო და ეგ არისო. გასულ კვირაშიც გავრცელდა ტელევიზიებში ინფორმაცია, რომ აშშმარუსული პროპაგანდის ტალღის შესაჩერებლადკიდევ რამდენიმე მილიონი გამოყო.

კი მაგრამ, რატომ ვერ ჩერდება ეს “რუსული პროპაგანდის ტალღა” ვერც საქართველოში და უკვე ვერც მსოფლიოში? განა რა ხდება ისეთი, რომ მრავალი მილიონი და ყველაზე გამოცდილი “ინტელექტუალებიც” კი ამ “რუსულ რბილ ძალას” ვერაფრით მოერივნენ? რა გახდა ასეთი ეს, ბოდიში და, “ტრაწიანი” რუსული პროპაგანდა?!

საქმე ის არის, რომ სინამდვილეში, ამერიკული მილიონები, არა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, არამედ, უბრალოდ, რეალობის, რეალურად არსებული ფაქტებისა და მოვლენების წინააღმდეგ საბრძოლველად იხარჯება, ხოლოამერიკის მხარეს მებრძოლი.. ინტელექტუალები სინამდვილეში არიან უნიჭო დემაგოგები, რომლებიც ცდილობენ, ხალხს რეალობა რუსულ პროპაგანდად დაუხატონ.

თითქოსდა, სინამდვილეში კი არ ხდება ის, რომ ამერიკას სულ ფეხებზე ჰკიდია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები და მათ გამოყენებას ცდილობს რუსეთთან სავაჭროდ, არამედ ეს, უბრალოდ, რუსული პროპაგანდა ცდილობს, შეგვაზიზღოს “ჩვენი დიდი მეგობარი” _ ამერიკის შეერთებული შტატები. რეალურად თურქეთის ანტიქართულ ინტერესებზე კი არ გადის ამერიკის მოქმედებები კავკასიაში, არამედ მხოლოდ “რუსული პროპაგანდა” ცდილობს ამის ასე წარმოჩენას და ა.შ.

ასეთი სისულელეებით ქართველი ხალხი უკვე ორი თუ სამი ათეული წელი კვებეს და ახლა დადგა დრო, როცა ყველა თაობა, მათ შორის, ყველაზე უმცროსიც კი, ხვდება, რომ რაღაც მთლად ისე ვერ არის და, რაც უნდა “რუსული რბილი ძალის გავლენაში” დასდო ბრალი, ლოგიკასა და აზროვნებას მაინც თავისი გააქვს უკვე საბოლოოდ აზრზე მოსული ხალხის ტვინში.

თუ არადა, თუნდაც მეუფე შიოს წინააღმდეგ “ბრალდებად” წამოყენებული “მან რუსეთში მიღო სასულიერო განათლება!” რა შტერიზმია?! რუსეთი რომ მართლმადიდებლობის ერთ-ერთი წამყვანი კერაა მსოფლიოში, განა არ ვიცით?! აბა, სხვაგან სად უნდა მიეღო მართლმადიდებელ ქრისტიანს შესაბამისი განათლება _ ანგლიკანურ, პროტესტანტულ თუ პრესვიტერიანულ სასწავლებლებში?! საბერძნეთში რომ წასულიყო მამა შიო და იქ ესწვალა, სულერთია _ საბერძნეთის ეკლესია კრემლის უშუალო გავლენაში იმყოფებაო, _ ამას იტყოდნენ “ლიბერასტი ქურუმები”.

აკი, მათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპიც კი ვლადიმერ პუტინს “დაასმევინეს”, იქამდეც გადასწვდა მათი ავადმყოფური აზროვნება…

დასასრულ, უახლესი ფაქტი ქართველი საზოგადოების არცთუ პატარა ნაწილის მართლაც ავადმყოფური აზროვნების დასადასტურებლად: რატომ გაიმარჯვა საბავშვო ევროვიზიაზე არა გრიგოლ ყიფშიძემ არამედ რუსმა ბავშვმა? კრემლის ხელი ურევია აქაც! “რუსული რბილი ძალამოქმედებს. მსოფლიოში ყველაფერს პუტინი წყვეტს უკვე!” _ აი, ასეთ აზრებს არც ისე ცოტა ქართველი “პატრიოტი” აფრქვევდა იმ დღეს სოციალურ ქსელებში…

იცით რა, “ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა” რა გითხრათ, მაგრამ სადმე “სამხრეთ ფსიქიატრიულ ალიანსში” კი უნდა მიგვიღონ, თან რაც შეიძლება მალე.

ბაკურ სვანიძე

2 COMMENTS

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: გიორგი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here