Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინას ყველგან და ყველაფერზე უარს ეუბნებიან

უკრაინას ყველგან და ყველაფერზე უარს ეუბნებიან

178

გასულ კვირას უკრაინას ჰქონდა არაერთი მცდელობა, “საერთაშორისო პარტნიორებსრამე ქმედითი დახმარება გაეწიათ. ჯერ უმაღლესმა რადამ გაეროს, საერთაშორისო წითელ ჯვარს, ევროპარლამენტსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა თხოვნით, უკრაინაში შეეყვანათ სამშვიდობო ძალები, უკრაინის ცა ფრენებისთვის აკრძალულ ზონად გამოეცხადებინათ (შესაბამისი სამხედრო უზრუნველყოფა იგულისხმებოდა), მოეწყოთ დერეფნები მოსახლეობის ევაკუაციისთვის და პირადად გაეროს გენერალურ მდივან გუტერეშს ეკისრა შუამავლის ფუნქცია ომის შესაჩერებლად.

შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დააპატიჟებინა თავი და იქ უკრაინის ცის დახურვა და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემები მოითხოვა.

2 მარტს გაერომ მიიღო რეზოლუცია მოთხოვნით რუსეთისადმი, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს უკრაინიდან საჯარისო ფორმირებები.

უნდა ითქვას, რომ ეს რეზოლუცია მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა და მეტი არაფერი. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, რამდენი ასეთი რეზოლუცია აქვს მიღებული გაეროს და რომელიმე მათგანი შესრულდა? რომელიმეს მოჰყვა რაიმე პოზიტიური შედეგი, მასმედიაში გაჩაღებული აჟიოტაჟის გარდა? _ არც ერთს. გაეროს გენერალური მდივნის ოფისი ასე გამოეხმაურა კიევის მოწოდებებს ქვეყანაში სამშვიდობო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ: “ეს გაეროს უშიშროების საბჭოს გადასაწყვეტია”. გუტერეშის პირად შუამავლობაზე კრინტიც არ დაუძრავთ. უკრაინის მოთხოვნების პარალელურად, განცხადებით გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, უკრაინის თავზე ფრენებისთვის აკრძალული ზონის შემოღების ნებისმიერ მცდელობას რუსეთი განიხილავს, როგორც ჩარევას საბრძოლო მოქმედებებში, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

უკრაინის მოთხოვნის პასუხად პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოში უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის საკითხი არც კი განიხილება, ეს არ მოხდება. ანტისაჰაერო სისტემების მოთხოვნაზე კი პასუხი საერთოდ არ გაუციათ. უკრაინას ცალკე გასცეს პასუხები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

“ნატო ამ ომში ვერ ჩაერევა, რადგან არავის სჭირდება ევროპის მასშტაბით ვითარების შეუზღუდავი ესკალაციის საშიშროება. მე და ჩვენი პარტნიორები ამ მიდგომაში ერთიანი ვართ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ცივი გონებით და არ უნდა ავყვეთ ემოციებს”, _ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

“შეერთებული შტატები, ნატოს მსგავსად, თვლის, რომ არ ღირს უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალული ზონის შემოღება”, _ ამბობს ენტონი ბლინკენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here