Home ახალი ამბები საქართველო სერგო ჩიხლაძე – ვითხოვ, დადგეს ჯანდაცვის უწყების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პირველი...

სერგო ჩიხლაძე – ვითხოვ, დადგეს ჯანდაცვის უწყების და დაავადებათა კონტროლის ცენტრის პირველი პირების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი

120
სერგო ჩიხლაძე

ვითხოვ, დადგეს ჯანდაცვის უწყების პირველი პირის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პირველი პირის თანამდებობრივი პასუხისმგებლობა და აუდიტის სამსახურმა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა კონტრაქტის, შესყიდვის შესწავლა, რომელიცკოვიდსდა პირველ რიგში ტესტების და ვაქცინების შესყიდვას უკავშირდება, – ამის შესახებსტრატეგია აღმაშენებლისერთერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არის ეჭვი, რომ აღნიშნულ შესყიდვებში კორუფციული გარიგება იყოს.

„ნამდვილად არ მეგონა, რომ ერთი წლის თავზე ტესტების პრობლემაზე ვისაუბრებდით ქვეყანაში. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე, როდესაც ტესტირება ძირითადად ეფუძნება ამ ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტებს. ერთი წლის თავზე ისევ აუწყობელია ტესტირება-დიაგნოსტიკის სისტემა და მაშინ, როდესაც ტესტირება-დიაგნოსტიკა კვლავ რჩება ერთ-ერთ საშუალებად პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის, მაშინ როდესაც ვაქცინები არ გვაქვს ქვეყანაში, მაშინ როდესაც ვერ შემოვიტანეთ ვაქცინები ქვეყანაში და ვაქცინაცია ვერ ავაწყვეთ – აი ამ ფონზე კიდევ ტესტების პრობლემაზე საუბრობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელი და ჯანდაცვის სამინისტრო – ეს არის სრული კრახი, სრული ჩავარდნა. ასეთ ჩავარდნებს უპასუხოდ რომ ვტოვებთ და არავინ არ არის პასუხისმგებელი, უარესი ხდება ამ ქვეყანაში, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ჩვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ზღვარზე გადის. ამიტომ ვითხოვ ძალიან მკაცრად ხელისუფლებისგან, რომ დადგეს ამ პირების, ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, ჯერჯერობით პასუხისმგებლობას ვგულისხმობ თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს და ასევე, აუდიტის სამსახურს მოვუწოდებ დაუყოვნებლივ დაიწყოს შესწავლა ყველა შესყიდვის, ყველა კონტრაქტის, რომელიც უკავშირდება ტესტებს და ახლა უკვე ვაქცინებს, რადგან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ აქაც ხშირ შემთხვევაში არის კორუფციული გარიგება”, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე, ჩიხლაძე გამოეხმაურა დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ ახალ გადაწყვეტილებებს და აღნიშნა, რომ მეორე წელია ხელისუფლება ცდილობს პანდემიას შეზღუდვებით შეებრძოლოს, რაც არასწორია.

„ფაქტობრივად „ლოკდაუნი“ ცხადდება 4 მაისიდან. მინდა განვმარტო, რომ შეზღუდვები პანდემიის დროს შეიძლება თანმდევი პროცესი იყოს, მაგრამ შეზღუდვები ყველა ნორმალურ ქვეყანაში ეს არის დამხმარე საშუალება, ძირითადი იარაღი პანდემიასთან ბრძოლის ეს არის ტესტირება, დროული გამოვლენა, ჯანდაცვის სისტემის მომზადება და ვაქცინაცია. მარტო შეზღუდვები, ვხედავთ, რომ არ მოქმედებს და ასე იქნება მანამ, სანამ არ გამოიცვლება ის ხალხი, ვინც პანდემიას მართავს. ტესტირების, დიაგნოსტიკის, ვაქცინაციის და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების გარეშე რამდენი შეზღუდვაც არ უნდა დააწესონ, ვერ გამოგვიყვანს ეს მდგომარეობიდან”, – აღნიშნა ჩიხლაძემ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here