Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

მარტში ფულადმა გზავნილებმა 49,5%-ით მოიმატა

89
საქართველოში ფულადი გზავნილების მიხედვით კვლავ რუსეთი ლიდერობს

2021 წლის მარტში საქართველოში უცხოეთიდან 188,171 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,5%-ით მეტია. შარშან მარტში უცხოეთიდან ფულადმა გზავნილებმა 125,865 მლნ დოლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის 3 თვეში საქართველოში შემოსულმა ფულადმა გზავნილებმა 28,4%-ით მოიმატა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 388,825 მლნ დოლარი იყო, 2021 წლის 3 თვეში კი _ 499,306 მლნ დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის მარტში ყველაზე მეტი თანხა _ 32,192 მლნ დოლარი, რუსეთიდან გადმოირიცხა, მეორე ადგილზე კი იტალიაა, საიდანაც საქართველოში 30,508 მილიონი დოლარი შემოვიდა.

სია 10 ქვეყნისა, რომლებიდანაც მარტში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

* რუსეთის ფედერაცია _ 32,192 მლნ დოლარი;

* იტალია _ 30,508 მლნ დოლარი;

* აშშ _ 24,124 მლნ დოლარი;

* საბერძნეთი _ 20,671 მლნ დოლარი;

* ისრაელი _ 15,624 მლნ დოლარი;

* თურქეთი _ 9.512 მლნ დოლარი;

* უკრაინა _ 8,854 მლნ დოლარი;

* გერმანია _ 8,406 მლნ დოლარი;

* აზერბაიჯანი _ 7,333 მლნ დოლარი;

* ესპანეთი _ 4,461 მლნ დოლარი.

bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here