Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში უმუშევრობის დონემ მოიმატა

საქართველოში უმუშევრობის დონემ მოიმატა

132

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის მესამე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონემ მოიმატა. თუ შარშან ეს მაჩვენებელი 17 პროცენტი იყო, წელს 19,5 პროცენტია.

ბოლო 15 კვარტლის განმავლობაში საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე იყო გასულ კვარტალში _ 22,1 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ახლა მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

“2021 წლის მე-3 კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი მოსახლეობის (15 წლის და უფროსი მოსახლეობა) 52,8 პროცენტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,5 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე გაზრდილია 0,7 პუნქტით და 42,5 პროცენტს შეადგენს”, _ აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ორგანიზაციის გათვლებით, 2021 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა საერთო რაოდენობიდან დაქირავებულთა წილი 67,3 პროცენტს შეადგენდა, რაც 0,7 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here