Home რუბრიკები პოლიტიკა რა განსხვავებაა რუსეთისადმი წინა მთავრობისა და მოქმედი მთავრობის მიდგომებს შორის?

რა განსხვავებაა რუსეთისადმი წინა მთავრობისა და მოქმედი მთავრობის მიდგომებს შორის?

4892
კარიკატურა

რით განსხვავდება ვლადიმერ პუტინი ჯოტია ცაავასგან? ნუ მოგეჩვენებათ ეს მეტისმეტად არასერიოზულ შეკითხვად. ფაქტია, რომ ქართველი საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილს აშკარად საჭირდება ამ კითხვაზე პასუხი და ამ სტატიაში შევეცდებით, მათ ეს პასუხი რაც შეიძლება მარტივად, გასაგებად, “დაღეჭილადგავცეთ. ვინც ჩვენი ასეთი ირონიული პათოსის გამო შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს, შეუძლია, სატატია არც წაიკითხოს. გეთანხმებით კიდეც _ ნამდვილად შეურაცხმყოფელია და ჩვენც უხერხულობას განვიცდით, როდესაცჰომო საპიენსსვუხსნით ასეთ უმარტივეს აქსიომებს, მაგრამ, სამწუხაროდიძულებულნი ვართ, ეს გავაკეთოთ.

ბოლო ხანს დიდი მონდომებით ამკვიდრებენ ტრენდს _ აგერ, ხომ ხედავთ, არანაირი შედეგი არ მოგვიტანა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ. აღარ არის დრო, რომ რუსეთს უფრო მკაცრად და ხისტად მოვთხოვოთ პასუხი?”

ეს ფრაზა, როგორც ჩანს, უკვე დამუშავდა ნაცებისა და კიდევ სხვა “ნატოისტების”, სამშობლოს თურქულ ფულზე გამყიდველი ჯგუფების კარგად ორგანიზებულ შეკრებებზე და ყველა სატელევიზიო კომენტარში ეს ადამიანები მკვეთრად და ხაზგასმით აღნიშნავენ და დაუსრულებლად იმეორებენ ამ ფრაზას: ხომ ხედავთ, რომ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო?!”

რას გულისხმობენ ისინი ამ ფრაზაში? ვინაიდან ამის მთქმელები, ძირითადად, წინა მთავრობის მეხოტბეები არიან, გამოდის, ისინი მიიჩნევენ, რომ წინა მთავრობა რუსეთს აღიზიანებდა, ეს მთავრობა კი აღარ აღიზიანებს, ანუ “არგაღიზიანების პოლიტიკას” ეწევაო.

არადა, მარტივი დაკვირვებაც საკმარისია პასუხის გასაცემად შეკითხვაზე: რა განსხვავებაა რუსეთისადმი წინა მთავრობისა და მოქმედი მთავრობის მიდგომებს შორის? _ დიდი არაფერი.

წინა მთავრობა აქტიურად გაჰყვიროდა: “ლილიპუტინი!”, “რუსები _ ღორები!”, “კრემლის დედაც!” და .., მოქმედი მთავრობა კი, უბრალოდ, ასეთ უკულტურო და უზრდელურ განცხადებებს აღარ აკეთებს. სულ ეგაა!

გამოდის, “რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა” არის ის, როდესაც რუსეთს დედას არ ვაგინებთ? დანარჩენი რაც უნდა ვქნათ და მოვიმოქმედოთ, მთავარია, არ შევაგინოთ, უხამსი სიტყვა არ ვაკადროთ და რუსეთი აღარ გაღიზიანდება?

აი, ამიტომაც აღვნიშნე სათაურში: რუსეთი ზოგს ჯოტია ცაავა ჰგონია-მეთქი. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი და ბატონი პუტინი მაშინ ღიზიანდებიან, თუ მათ “ხუილოს” დავუძახებთ. არავის ეწყინოს და, მართლა რა “ბირჟის ბიჭების” აზროვნებაა ეს?! ვლადიმერ პუტინი უბანში მობირჟავე პატარა ბიჭივით იმაზე ღიზიანდება თურმე, თუ აქედან ვიღაც გიგა ნასარიძის მსგავსი ტუტუცი შეაგინებს?

მართლა მეუხერხულება “ჰომო საპიენსებისთვის” ასეთი მარტივი პოსტულატის ახსნა, რომ რუსეთის გაღიზიანებას იწვევს ჩვენი დეკლარირებული, პირდაპირი და უპირობო სწრაფვა იმ სამხედრო ალიანსისკენ, რომელიც მას თავის მტრად მიაჩნია; პუტინის გაღიზიანებას იწვევს ნატოს სამხედრო წვრთნები კავკასიის რეგიონში; კრემლი ღიზიანდება მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოდის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დელეგაცია საქართველოს ტერიტორიაზე სარაკეტო სისტემების განლაგებაზე მოსალაპარაკებლად და არა ვიღაც ტუტუცის ძველბიჭური ლანძღვა გინების გამო პუტინის, რუსეთის თუ კრემლის მისამართით!

პუტინს სულაც არ სჭირდება ვინმედურუ ხუნჭუაიმისთვის, რომ გესროლოს, ოღონდ ქვა კი არა, რაკეტა(!). რუსეთის დევიზი არ არისშემაგინე და გესვრი”. რუსეთი მაშინ გესვრის, თუ შენ მის საზიანო, მისთვის საფრთხის შემქმნელ საგარეო პოლიტიკას განაგძობ.

ჰოდა, რომ აგიჩემებიათ: რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკამ შედეგები არ მოგვცაო, აბა, მიპასუხეთ: როდის გაგვიატრებია ჩვენ, საქართველოს, ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა?

ზვიად გამსახრუდიამ ჩეჩნეთი დამოუკიდებლ ქვეყნად ცნო და თბილისში ჩეჩნეთის წარმომადგენლობა გახსნა, ანუ, საერთაშორისო სამართლით, რუსეთის ფედერაციის საშინაო კონფლიქტში უხეშად ჩაერია. შევარდნაძის დროს უკვე ოფიციალურად და შეუქცევადად გამოვაცხადეთ კურსი ნატოსკენ; სააკაშვილის პერიოდში რაც ხდებოდა, ყველამ ვიცით და აგერ, ბიძინას დროს, მართალია, მთავრობამ კი თქვა: ჩვენ რუსეთის გაღიზიანებას არ განვაგრძობთო, მაგრამ ეს, როგორც უკვე ვთქვით, “ბირჟავიკულად” პუტინის შეუგინებლობაში აისახა მხოლოდ, რეალურად კი საქართველოს სახელმწიფომ არაერთი ისეთი ნაბიჯი გადადგა, როგორიც აუცილებლად გამოიწვევდა რუსეთის გაღიზიანებას.

გთხოვთ, ნურავინ დაიწყებს ახლა დემაგოგიას: აბა, რუსეთს კუდი უნდა ვუქიციონოთო?

აქ ამაზე არ არის საუბარი და, კუდი უნდა ვუქიცინოთ თუ თითის წვერებზე ვიაროთ, ეს სხვა თემაა. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ფრაზა, თითქოს ჩვენ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ვადგავართ, უკვე 6 წელია, სრული ტყუილია; ისევე, როგორც ტყუილია ნაციონალთა “ცნობილი სახეების” განცხადება იმის თაობაზე, თითქოს 1993 წელს საქართველო “ესენგეში” შევიდა, რადგან რუსეთი ამის სანაცვლოდ სოხუმის შენარჩუნებას გვპირდებოდა. სინამდვილეში მართლაც განგვიცხადეს რუსებმა: თუკი “ესენგეში” შემოხვალთ, ჩვენ აფხაზებზე ზეგავლენას მოვახდენთ და სოხუმს შეგანარჩუნებინებთ, თუ არა, სოხუმის დაკარგვა გარდაუვალიაო. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი სპიკერი ვახტანგ გოგუაძე გამოვიდა კიდეც ტელეეთერში და პირდაპირ მოგვიწოდა საქართველოს მოსახლეობას, გაგვეაზრებინა საფრთხე და თანხმობა გვეთქვა “ესენგეში” შესვლაზე. მახსოვს შევარდნაძის სიტყვებიც: “ყოჩაღ, ვახტანგ, მე ამას ვერ გავბედავდი!” შევარდნაძე ამ სიტყვებში გულისხმობდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მაშინდელ აღგზნებულ განწყობას, რომლის მიხედვით, ყველა, ვინც “ესენგეში” შესვლაზე რამეს იტყოდა, ერის მოღალატედ ცხადდებოდა. საქართველომ იმხანად კატეგორიული უარი განაცხადა “ესენგეში” შესვლაზე, არადა, იქ შესვლა, თუ კარგს არა, ცუდს ნამდვლად არაფერს მოგვიტანდა. ჩვენი ასეთი სრულიად უაზრო სიჯიუტის გამო დავკარგეთ სოხუმი. დიახ, უკვე სოხუმი, ფაქტობრივად, დაცემული იყო, როდესაც ედუარდ შევარდნაძემ დარეკა მოსკოვში და უთხრა: “შემოვდივართ ესენგეში! გთხოვთ, შეაჩეროთ სოხუმზე შტურმი!” ცნობილია პასუხიც: უჟე პოზდნო!”

გაინტერესებთ რეალური მიზეზი, რატომ შევიდა მოგვიანებით საქართველო “ესენგეში”? იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი შეიარაღებული ძალები სამტრედიამდე მოვიდნენ. აი, ამის გამო შევარდნაძე უკვე კი არ დათანმხდა, არამედ იქით ეხვეწებოდა რუსეთს, “ესენგეში” შემოვალთო და რუსეთისგან მიიღო კიდეც გენერალი ბალტინის რუსული ბატალიონების დახმარება დასავლეთ საქართველოდან კანონიერი პრეზიდენტის საჯარისო ფორმირებების განსადევნად.

შედეგი _ საქართველო მაინც შევიდაესენგეში”, ოღონდ სოხუმი დაკარგა.

აქედან რაიმე გაკვეთილი მივიღეთ? _ რა თქმა უნდა, არა! ჩვენთვის ხომ პატრიოტიზმი გულზე მუშტების ბრაგუნი და “ჩექმების არალოკვისკენ” “ვაჟკაცური” მოწოდებებია, შედეგებზე კი პასუხს არც არავინ აგებს.

საინტერესოა ის მოსაზრებაც, რომელიც ასევე ერთგვარ “პოლიტიკურ ტრენდად” მკვიდრდება ჩვენში _ აფხაზებთან და ოსებთან შერიგება ხელს სულაც არ უშლის საქართველოს ნატოსკენ სწრაფვაში და ნატო არ შეიძლება ჩაითვალოს ხელის შემშლელ ფაქტორად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაშიო.

უკაცრავად, მაგრამ ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა, ანუ ვინც ახლა იქ ფაქტობრივად და იურიდიულად ცხოვრობს (საქართველოს კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე გამოქცეული დევნილების გარდა), პირდაპირ და დაუფარავად აცხადებს, რომ არ სურს რუსეთის გავლენის სფეროდან გამოსვლა. ეს ხალხი ნატოსა და ამერიკას მიიჩნევს მტრად; არ სურს ამერიკულიქოლგისქვეშ ცხოვრება და მისთვის რუსეთია მისაღები.

და შენ რას ეუბნები? მოდი, შემირიგდი და თანაც _ მე მივდივარ ნატოში, ანუ იქ, სადაც შენ არ გინდაო? სად არის აქ ლოგიკა? ამ ადამიანებს ძალით მივათრევთ იქ, სადაც მათ არ სურთ?

მსმენია მესამე დემაგოგიური პოლიტიკური “ტრენდიც”: აბა, რუსეთს ამართლებ?!”

აქაც უხერხულია “ჰომო საპიენსებისთვის” იმის ახსნა, რომ გლობალური პოლიტიკური საკითხების გადაჭრისას მტყუან-მართლაზე ლაპარაკი, უბრალოდ, სასაცილოა. აქ საუბარია სამხედრო თვალსაზრისით ზესახელმწიფოების სასიცოცხლო ინტერესებზე და არა იმაზე, სამართლიანად იქცევიან ისინი თუ უსამართლოდ.

ჩვენ მათთან ურთიერთობის ფორმები და მიღებული ზიანის მინიმუმი უნდა განვსაზღვროთ და არა ის, რომელი უფრო “კეთილი ბიჭია” _ რუსეთი თუ ამერიკა.

მერწმუნეთ, ამერიკის უშუალო მეზობელ რომელიმე ქვეყანას ასე ფეხებზე რომ დაეკიდებინა ამერიკის სახელმწიფოსამხედრო ინტერესები და ისე დაეწყო ჯიუტობა, როგორც საქართველომ იჯიუტა ამ მხრივ რუსეთთან, ამერიკა იმ ქვეყანას გაცილებით უარესს დამართებდა, ვიდრე ჩვენ დაგვმართა რუსეთმა.

მაინტერსებს, იმთავითვე ვინც ნატოს მომხრე იყო და ახლა წუწუნებს, როგორ უსამართლოდ მოგვექცა ჩვენი მტერი რუსეთიო, რას ელოდნენ რუსეთისგან, როგორ საქციელს? გვეტყოდა: მოდით, კაცო, დაიტოვეთ თქვენთვის სოხუმი, ცხინვალი, ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, მიიღეთ ჩვენ მიერ აშენებული გუდაუთის სპეციალიზებული სამხედრო ბაზა, ჩაბრძანდით ეშერის სამხედრო ლაბორატორიის სარდაფებში, ნახეთ ყველა ჩვენი საიდუმლო დოკუმენტი, აგერ მობრძანდით, ბატონო, ჯავის სიმაღლეებზე ნატოს რაკეტები განათავსეთ და დაგვიმიზნეთ; თუ გინდათ, კრასნოდარის ან სტავროპოლის მხარესაც დაგითმობთ, ოღონდ კი ქართველებმა ჩვენზე ცუდი რამ არ იფიქროთო?

ჰო. და კიდევ, რაც მთავარია: “ხუილო” არ დაგვიძახოთ, თორემ გავღიზიანდებით, დედა არ შეგვაგინოთ და კიდევ ჩვენს კეთილებს არ შეეხოთ ცუდად, თორემ სხვამ რამ უნდა გაგგვაღიზიანოსო?!

თუმცა, კიდევ არა უშავს იმას, ვის რა ეგონა 1990-იანებში… მთავარი პრობლემა არის ის, რომ, როგორც ჩანს, ქართველი საზოგადოების ნაწილს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს ბედი აბარია, ეს ყოველივე დღესაც ასე ჰგონია.

ბაკურ სვანიძე

5 COMMENTS

  1. თუ რუსეთს ვებრძვით იმის გულისთვის რო ამერიკას ( შევუძვრეთ)არ იქნება ჩვენთვის კარგი.თუ ბრძოლაა ჯობია თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ.თუ არადა არ იქნება კარგი:ერთ ბატონს გავექცეთ და მეორეს დავემონოთ. აი ეს არის ჩემი აზრი ქართველებო.

  2. Cxovrebashi pirvelad vanxe statia romelic zustad asaxavs chems shexedulelbebs, tavad terminologiac ki romelsac statiashi iyyenebt 1-1 sh emtxveva chem terminologias kamatis dros 😀
    ბაკურ სვანიძე DIDI RESPECT!!!

  3. ეს პოსტი არის ზუსტი მოდელი,რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს ჩვენმა მთავრობამ.სხვა შემთხვევაში განწირულები ვართ.

  4. ეს პოსტი არის ზუსტი მოდელი,თუ როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა მთავრობამ.წინააღმდეგ შემთხვევაში განწირულები ვართ.შედეგებზე ვერ ვილაპარაკებ,იმდენად საშინელი იქნება…

  5. აი ჯანსაღი აზრი, რეალობის ზუსტი აღქმა, ვისურვებდი მთელი საქართველო ამ პოზიციაზე იდგეს, ამისთვის საჭიროა ავტორიტეტული ადამიანების თუ პრესის , ან ტელევიზიების მეშვეობით ბევრი ვილაპარაკოთ ამაზე და კიდეს სხვა რაიმე მეთოდებით, თუნდაც სამოქალაქო აქტივობებით გადავიყვანოთ საქართველოს აზროვნება ამ ჯანსაღ პოზიციაზე, მე ჩემს წილ მონდომებას არ ვიშურებ ამისთვის, ეს უცებ არ მოხდება, ნელ-ნელა უნდა გააცნობიეროს ქართველმა ხალხმა ეს აუცილებელი გარდასახვა სიმართლისკენ და სიჯანსაღისკენ, მანამ, სანამ ერთ-ერთ სამარცხვინო პერიოდად არ შესულა ჩვენი დროება საქართველოს ისტორიაში. მეტი ბაკურ სვანიძე ქვეყანას!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ირაკლი სახურია Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here