Home ახალი ამბები საქართველო პროცესები მსოფლიო ეკონომიკაში და მათი გავლენა საქართველოზე

პროცესები მსოფლიო ეკონომიკაში და მათი გავლენა საქართველოზე

196

მსოფლიოში ყოველდღე იზრდება ეკონომიკური არასტაბილურობა. ქართულ მედიაში ატეხილი უკრაინული ჟივილხივილის ფონზე შეუმჩნეველი დარჩა ერთი ჩვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება გავლენა იქონიოს რიგითი ქართველის ფინანსებზე.

დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ რუსეთმა მიიღო ქვეყნიდან კაპიტალის გადინების შემაკავებელი ზომები და ერთერთი ასეთი ზომაა საზღვარგარეთ ფულის გადარიცხვაზე დაწესებული ლიმიტი 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ოდენობით თვეში და გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავებისთვის: მეუღლისთვის, შვილებისთვის, მშობლებისთვის, ბებიაბაბუებისთვის, შვილიშვილებისთვის, დაძმებისთვის, მშვილებლებისა და შვილობილებისთვის. აგრეთვე, აიკრძალა ნაღდი ფულის ფიზიკური გატანა 10 000 აშშ დოლარზე მეტი ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში შემოსული გადმორიცხული ან ნაღდი ფულის ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთიდან მოდის და სწორედ ეს თანხა უზრუნველყოფს ქვეყნის შიგნით ფულის მიმოქცევას. ერთი შეხედვით, 5 000 აშშ დოლარი თვეში საკმარისზე მეტიცაა ფიზიკური პირის ან თუნდაც ოჯახის მოხმარებისთვის. ამ შეზღუდვის არაპროგნოზული შედეგები თანდათან იჩენს თავს და იმედი ვიქონიოთ, რომ ნეგატიური არ იქნება.

ქართულ მედიასა და ე.წ. ექსპერტებში დამკვიდრებულია აზრი, რომ დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაკარგა რამდენიმე ათასი ჯარისკაცი მხოლოდ მოკლულთა სახით. ზოგი 7-8 ათასს ასახელებს, ზოგი 10-12 ათასსაც “ქაჩავს”. ჩვენ დავინტერესდით ამ საკითხით და სამხედრო სპეციალისტებს ვკითხეთ. მათი საერთო შეფასებაა, რომ საბრძოლო მოქმედებებისას ყოველ ერთ დაღუპულზე მოდის 3-5 დაჭრილი. მაშასადამე, თუ გავრცელებული ციფრები სწორია, რუსეთს დაახლოებით 30 ათასი დაჭრილი უნდა ჰყავდეს და მისი საერთო დანაკარგები 40 ათასს შეადგენდეს. და ეს მაშინ, როცა უკრაინაში პირისპირი მასშტაბური საბრძოლო შეტაკებები საერთოდ არ ხდება, თუ არ ჩავთვლით რადენიმეკაციანი სადაზვერვო დაჯგუფებების ბრძოლებს; შეტევები კი ხორციელდება ავიაციითა და არტილერიით, ისიც მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე _ აეროდრომებზე, იარაღისა და საწვავის საწყობებზე და .. მაშინ საიდან ასეთი დანაკარგები? სად არის საველე ჰოსპიტლებისა და დაჭრილთა ევაკუაციის ამსახველი კადრები? ასეთი მასშტაბების შენიღბვა ან დამალვა ხომ შეუძლებელია?

სპეციალისტებმა ისიც აგვიხსნეს, რომ შემტევ და მომგერიებელ მხარეთა დანაკარგების შეფარდება 3:1-ზეა, ე.ი., შემტევის 3 დანაკარგზე მოდის მომგერიებელი მხარის ერთი დანაკარგი. თუ რუსეთის დანაკარგების მონაცემები ნამდვილია, მაშინ უკრაინელთა დანაკარგები დაახლოებით 10-12 ათასი უნდა იყოს. ვინმეს გსმენიათ, უკრაინას ასეთ დანაკარგებზე განეცხადებინოს? სულ მცირე მიზეზზეც კი საჩივარს საჩივარზე გზავნიან “საერთაშორისო ორგანიზაციებში” და “საერთაშორისო პარტნიორებთან”, მაგრამ ასეთ დანაკარგებზე ხმას არ იღებენ?

* * *

ევროპაში ანტირუსული სანქციების გამო, ყველაფრის გაძვირებისა და დეფიციტის ფონზე თანდათან განგაში იწყება: ბუნებრივი აირი 3 800 აშშ დოლარი გახდა, ნავთობი – 140 აშშ დოლარი; გაძვირდა ხორბალი, გაძვირდა და დეფიციტური გახდა სიმინდი და მზესუმზირა, მალე ზეთიც დეფიციტი გახდება და, რაც იქნება, ისიც გაძვირდება. გაძვირდა ფერადი ლითონები; საფრთხის ქვეშაა საგაზაფხულო თესვა _ სასუქების მზარდი დეფიციტია, თანც მნიშვნელოვნად ძვირდება.

* * *

5 მარტს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაავრცელა წერილი, რომლითაც ქვეყნებს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები მნიშვნელოვან ნეგატიურ გავლენას იქონიებს მრავალ ქვეყანაზე. ამ ყველაფრის მერე ჩვენი ვაიტელეჟურნალისტები გაბრწყინებული სახეებითა და ნიშნის მოგებით რომ გვამცნობენ ხოლმე, რუსეთს ეს სანქცია დაუწესეს და ის სანქცია დაადესო, ნეტავი რა უხარიათ?

ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტი

კიევის მიერ ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესახებ ახალი გარემოებები ხდება ცნობილი

ნაციონალისტური ბატალიონის _ “აზოვის” წევრებმა უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად დანაღმეს ხარკოვის ფიზიკა-ტექნიკურ ინსტიტუტში მდებარე ექსპერიმენტული ბირთვული მოწყობილობის რეაქტორი და მის აფეთქებას აპირებენ, რათა მერე ეს აფეთქება რუსეთის სარაკეტო დარტყმას გადააბრალონ. ამ პროვოკაციის გასაშუქებლად 6 მარტს ხარკოვში უცხოელი ჟურნალისტებიც ჩავიდნენ, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეიძლება მავანმა ეს ამბავი რუსულ პროპაგანდად მიიჩნიოს, მაგრამ სპეცოპერაციისას მოპოვებული დოკუმენტები, მათ შორის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნაპოვნი დოკუმენტები, მონაწილეთა აღიარებები, კიევის ოფიციალური ნაბიჯები და ზელენსკის განცხადებები მეტყველებს, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობდა და ამისკენ მას “საერთაშორისო პარტნიორები” აქეზებდნენ.

ხარკოვის ფიზიკატექნიკურ ინსტიტუტში ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან არსებობდა მძლავრი სამეცნიეროტექნიკური ბაზა ბირთვული კვლევებისთვის. სხვა ყველაფერთან ერთად აქ შესაძლებელია, გადაამუშაო ატომური ელექტროსადგურის გამოყენებული საწვავი იმ დონეზე, რომ საიარაღო პლუტონიუმი მიიღო. ამ ინსტიტუტში მოწყობილი შესაძლო აფეთქება პროპაგანდისტულზე უფრო ბომბის შესაქმნელად წარმოებული სამუშაოების კვალის დამალვას ისახავს მიზნად. ასეთი სამუშაოების ფარულად წარმოება ყველანაირი საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაა და მის ორგანიზატორებსა და წამქეზებლებს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდება ემუქრებათ. ასეთი ბრალდებისგან თავის დასაძვრენად უკრაინელი ექსტრემისტები ყველაფერზე არიან წამსვლელი. სწორედ ამიტომ რუსულმა შენაერთებმა უსწრაფესად დაიკავეს ჩერნობილის ზონა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და სხვა ატომური სადგურების დაკავებასაც ცდილობენ (ასეთი სადგური უკრაინაში ხუთია). ჩერნობილის ზონა თავისი მომატებული რადიაციული ფონითა და გაუკაცრიელების პერიმეტრით იდეალური ადგილია საიდუმლო ბირთვული ექსპერიმენტების ჩასატარებლად, რომლებსაც ბირთვული ნაწილაკების შესაძლო გაჟონვა შეიძლება სდევდეს.

ბირთვული იარაღის პარალელურად, უკრაინა ახალი რაკეტების შექმნას ცდილობდა

როგორც ღია წყაროებიდან ხდება ცნობილი, ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობის პარალელურად კიევი მუშაობდა უკვე არსებული რაკეტების მოდერნიზაციასა და ახალი რაკეტების შექმნაზეც, რომლებიც ვარგისი იქნებოდა ბირთვული მუხტების გადასატანად. ასეთი სამუშაოების უმეტესობა ხორციელდებოდა სხვა ქვეყნებთან ერთობლივი პროექტების საფარქვეშ, მაგალითად, რაკეტების შესაქმნელად თურქეთსა და უკრაინას შორის 2013 წლის შეთანხმების საფარქვეშ.

წამყვან როლს ამ სამუშაოებში ასრულებდნენ სარაკეტო-კოსმოსური საწარმო “იუჟმაშ?” (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა თავის დროზე ამ ქარხნის დირექტორი იყო) და საკონსტრუქტორო ბიურო “იუჟნოე”, რომლებიც იმთავითვე მონაწილეობდნენ საბჭოთა ბირთვულ-სარაკეტო არსენალის შექმნაში.

ასეთი თანამშრომლობის (თურქეთ-უკრაინის) მთავარი მიზანი იყო მყარსაწვავიანი მობილური ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსის შექმნა, რომელსაც 1500 კმ სიშორეზე ფრენა შეეძლებოდა.

საუდის არაბეთის დაკვეთით “იუჟმაში” ასევე მუშაობს მიწისზედა ბაზირების მობილური სარაკეტო კომპლექსის შექმნაზე 280 კმ სიშორის მოქმედებით. სპეციალისტების აზრით, ამ კომპლექსის მოქმედების სიშორე ადვილად შეიძლება გაიზარდოს ათას კმ-მდე.

ქარხანა „იუჟმაშში“

სარაკეტო ტექნიკის გამოცდებისთვის ოდესის ოლქში 2017 წლიდან ექსპლუატაციაშია სარაკეტო პოლიგონი “ალიბეი”.

უკრაინა ბირთვულ იარაღთან ერთად ბიოლოგიურ იარაღზეც მუშაობდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას მათ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ უკრაინა სამხედრობიოლოგიურ პროგრამას ახორციელებდა. ამ პროგრამას აშშის თავდაცვის სამინისტრო აფინანსებდა.

იგორ კონაშენკოვის თქმით, კიევმა 24 თებერვალს (როცა რუსეთმა ოპერაცია დაიწყო) სასწრაფო წესით გაანადგურა შავი ჭირის, ციმბირული წყლულის, ტულარემიის, ქოლერისა და სხვა სასიკვდილო დაავადებების გამომწვევი პათოგენები. მოპოვებულია ამის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამჟამად დოკუმენტებს სწავლობენ ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის სპეციალისტები. ცხადი ხდება, რომ პენტაგონის მეთაურობით უკრაინაში იქმნებოდა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტები.

ამ ამბის გახმაურების თავიდან ასაცილებლად 24 თებერვალს უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ბიოლოგიურ ლაბორატორიას გაუგზავნა მითითება, სასწრაფოდ გაენადგურებინათ პათოგენების მარაგები. ჯანდაცვის მინისტრის ხსენებული მითითება და პოლტავისა და ხარკოვის ლაბორატორიებში პათოგენების განადგურების აქტები მან პრესას გადასცა, თან დასძინა, რომ შესწავლის დამთავრების კვალდაკვალ სხვა მამხილებელ დოკუმენტებსაც გამოამზეურებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here