ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა ნორვეგიის ქალაქ დრამენში ვეტერანებს შორის ევროპის ჩემპიონატი მოიგო, _ იუწყება პირველი არხი.
ცხრა შესაძლო ქულიდან გაფრინდაშვილმა 5,5 ქულა დააგროვა. იგივე რაოდენობა ჰქონდა რუს ელენა ფატალიბეკოვას, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით ქართველმა მოჭადრაკემ გაუსწრო მეტოქეს. კონტინენტური პირველობის ბრინჯაოს მედალიც საქართველოს წარმომადგენელმა _ თამარ ხმიადაშვილმა მოიპოვა, რომლის აქტივში 5 ქულაა.
ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის ისტორიაში მეხუთე მსოფლიო ჩემპიონია (1962-1978), პირველი საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი მანდილოსანი, რომელსაც მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის წოდება მიენიჭა (1978). 1982 წელს იგი გახდა “ჭადრაკის ოსკარის” პრიზის პირველი მფლობელი.






![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)

უმრავლოს საქართველოს ნონას მსგავსი დიდი ადამიანები.