Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: 9 აპრილს დღევანდელი საქართველოსთვის არ დაღვრილა სისხლი

ლევან ჩაჩუა: 9 აპრილს დღევანდელი საქართველოსთვის არ დაღვრილა სისხლი

ვკითხოთ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც იმხანად რუსთაველზე დაიღუპნენ: ასეთი საქართველოსთვის გაწირეს თავი მათმა შვილებმა? ვიცი, გვეტყვიან: “არა”!

275

1989 წლის 9 აპრილს მე-10 კლასის მოსწავლე ვიყავი, ჩემი თანატოლები საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში რომ დაიღუპნენ რუსთაველზე, მშურდა მათი, მეც მინდოდა სიკვდილიმშურდა, მეც რომ არ მეხებოდა სიონის ტაძრის ეზოში დიდი წარწერა: “ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება”…

გადიოდა წლები და რეალობა ნელნელა იცვლებოდა, დროდადრო ვფიქრობდი, ნუთუ ამაოდ ჩაიარა დაღვრილმა სისხლმა?! დღეს, წლების შემდეგ, 21- საუკუნის ახალ საქართველოს ვუყურებ და ვფიქრობ _ ასეთი ქვეყნისთვის გაწირეს თავი 1989 წლის 9 აპრილს ახალგაზრდებმა? ნუთუ იმაზე ოცნებობდნენ, რომ ენახათ წაბილწული ეკლესია და საწრმუნოება, კულტურა, ხელოვნება, ლიტერატურა, ენა და ნატოსა და ევროკავშირისღიაკარში მდგომი საქართველო? _ არა, არა მგონია. და დღეს ვფიქრობ _ “განწირულის სულისკვეთებაამაო იყო

საქართველო და მსოფლიოსესაუბრებაქართული იდეისთავმჯდომარე ლევან ჩაჩუა:

_ დიდი ქართველის, დავით სარაჯიშვილის, სიტყვები გამახსენდა: “ქართველები მონობას ისე მიეჩვივნენ, ბატონის შეცვლა თავისუფლება ჰგონიათ”, _ ეს უბედურება გვჭირს ჩვენც, სამწუხაროდ…

1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მგომთ ეგონათ, რომ სანუკვარ ოცნებას მიაღწევდნენ _ თავისუფლებას, მაგრამ ოცნება ოცნებად დარჩა. ჩრდილოატლანტიკური სივრცისკენ მისწაფებამ საპირისპირო რამ დაგვანახვა _ ეს იყო მითი, აბსურდი, ანტისხეული ჩვენი ქვეყნის სულიერებისთვის, ჩვენი კულტურისთვის, ხელოვნებისთვის, ლიტერატურისთვის. დღეს გვიწევს საშინელი, წამლეკავი, ბინძური ნიაღვრის თავიდან არიდება. ამ ბრძოლას ბევრი ქართველის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა და, სამწუხაროდ, დღესაც ვიბრძვით…

_ დააშვებინეს თუ არა შეცდომა 1989 წელს ეროვნული მოძრაობის ლიდერებს დასავლურმა ძალებმა? ამ შეკითხვას ვსვამ იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას პატრიოტიზმში ეჭვს ვერ შევიტან

_ ზვიადიც და მერაბიც მთელი თავიანთი ყმაწვილკაცობა და ახალგაზრდობა თავისუფლებისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, სამწუხაროდ, ბოლოს მიხვდნენ, რომ იმპერიების ბრძოლის ხაზზე გადიოდა ქვეყნის დამოუკიდებლობა. მათი ტრაგიკული ბედიც სწორედ ამას უკავშირდება, რადგან აშშის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებამ, რომ ზვიადი დინების საპირისპიროდ მოძრაობდა, გადაწყვიტა კიდეც მისი ყოფნაარყოფნის საკითხი.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაში იმხანად ოდიოზური ფიგურა, ბორის ელცინი, იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ვერ აიტანა. ჩვენ სულ ვხვდებოდით ოდიოზურ ვითარებაში…

_ 1989 წლის შემდეგ საქართველომ ბევრი ომი გამოიარა: სამოქალაქო დაპირისპირება, ომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, შემდეგ _ 2008 წლის აგვისტოს ომი, ყველა ეს შეიარაღებული დაპირისპირება დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა იყო

_ 9 აპრილის ტრაგედია სხვა იყო. სხვა შემართება და სულისკვეთება გახლდათ. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ: იმ დღეს სისხლისღვრის თავიდან არიდება შესაძლებელი იქნებოდა, პატრიარქისთვის რომ დაეჯერებინათ… ბევრი რამ, რაც იმხანად ხდებოდა, ჩემთვის მიუღებელია, ბევრი რამის შეცვლა შეიძლებოდა, მაგრამ მგონია, ჩვენი ეროვნული ლიდერების გამოუცდელობის გამო მოხდა ის ტრაგედია. სხვა ქვეყნებმაც მოიპოვეს დამოუკიდებლობა, მაგრამ უსისხლოდ. ის, რაც მოხდა 9 აპრილს, ჩვენი, ქართული, ცხელი სისხლის ბრალია…

_ უზარმაზარ ბირთვულ სახელმწიფოს პირველები დავეტაკეთ

_ მხოლოდ ერთ სახელმწიფოს კი არა, ყველა ბირთვულ სახელმწიფოს დავეტაკეთ, მაგრამ იმჟამინდელი გადმოსახედიდან ეს მთელი ერის ნება იყო. იმხანად ხალხის ნება მნიშვნელოვანი გახლდათ, ნება ხალხისა ისე დიდი იყო, რომ არ აინტერესებდათ, ვის დაეტაკებოდნენ. ისინი არ ელოდნენ, ასეთ კატაკლიზმებს თუ გამოიწვევდა ეს ყველაფერი, მაგრამ ახლა დავსვამ შეკითხვას: სხვა გზა ჰქონდათ იმხანად? დაინგრა საბჭოთა კავშირი, ყველა მიდიოდა თავისთვისჩვენ ვერ დავრჩებოდით რუსეთის შემადგენლობაშიუბრალოდ, ყველაზე დიდი და პირველი დარტყმა ჩვენ მივიღეთ და ამან საქართველოს სახელმწიფოებრიობა ძალიან დააზიანა და დღესაც აზიანებს

გული კინაღამ გამისკდა, როდესაც 9 აპრილის მემორიალზე ნარკოტიკებით გაბრუებული გოგონას როკვას ვუყურებდი _ ამისთვის იბრძოლეს?! ე.წ. თავისუფალმა თაობამ ვერ დააფასა თანატოლების დაღვრილი სისხლი… ჩვენი თაობისთვის თავისუფლება აღვირახსნლობა არ ყოფილა, არც ერთი ქართველი ქუჩაში არ გამოვიდოდა იმხანად, რომ სცოდნოდა, 30-32 წლის მერე ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის თუ მოაწყობდნენ აქციებს ახალგაზრდები სწორედ იმ ადგილას, სადაც თავისუფლება იწყებოდა… 1989 წლის 9 აპრილს ერთი ახალგაზრდაც არ დადგებოდა რუსთაველზე, რომ სცოდნოდათ, დაღვრილი სისხლის სანაცვლოდ, 30 წლის შემდეგ ლგბტ თემი თავისუფლების, განარკომანებული ახალგაზრდობა კი ნარკოლიბერალიზაციის მოთხოვნით შეიკრიბებოდა. ისინი სისხლს დაღვრიდნენ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო ამ ქვეყანაში, მათ საოცნებო და სანუკვარ საქართველოში.

_ ვართ კი დღეს თავისუფლები, როდესაც ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო კანონს ვერ ამტკიცებს, სანამ სხვა ქვეყანა არ დაუდასტურებს ამ კანონის მართებულობას? ეს, შესაძლოა, საბჭოთა კავშირის დროსაც ასე იყო, მაგრამ ჩვენ გვახსოვს 1978 წლის აპრილი, როდესაც უკანონობის წინააღმდეგ, ქართული ენის დასაცავად გამოვიდა სრულიად საქართველო. იმხანად ჩვენი მოთხოვნა გაითვალისწინეს და დღეს მშობლიურ ენაზე ვსაუბრობთ

_ დიახ, 1978 წელს გავაპროტესტეთ და შედეგიც გვქონდა, მაგრამ დღეს აპროტესებ, მაგრამ შედეგი არ არის: “ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”…

თავისუფლების ხარისხზე თუ ვისაუბრებთ, ჩემს მაგალითზე ვიტყვი: ციხე, გაჭირვება… ტელევიზიები მბლოკავენ, მორწმუნე ჟურნალისტებიც კი ბოდიშს მიხდიან, ვერ გწერთო… უბედურება სჭირს ჩვენს ქვეყანას, კიდევ გავიმეორებ: ბატონი გამოვიცვალეთ, სხვა ბატონი თავისუფლება ნუ გვგონია! წითელი კომისრები ცისფერმა კომისრებმა ჩაანაცვლეს და ისინი ადგენენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ და სოციალურ დღის წესრიგს, სულიერ დღის წესრიგსაც, რაც აბსოლუტურად გაუმართლებელია.

ჩვენ არ ვართ არც დამოუკიდებელი სახელმწიფო და არც სუვერენული, აქ ამერიკის ელჩი წყვეტს, სად, ვინ და როდის უნდა წავიდეს, ვინ და რა რაოდენობის ადამიანი უნდა იყოს ოპოზიციაში და ა.შ. მამონას მიმართ ისეთი მონური დამოკიდებილება, როგორც დღეს საქართველოა, ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვემონებით არასამთავრობოებს, მედიას… შელახულია ჩვენი ღირსება, შეურაცხყოფენ ეკლესიას, სარწუმოებას, ენას, სულიერებას, იდენტობას…

_ ეკლესიის ასეთი შეურაცხყოფა და ქართველობის თვითშეგნების წაშლის ასეთი მცდელობა არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა

_ ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი აღვირახსნილი კამპანია კომუნისტების პერიოდშიც კი არ ყოფილა, შესაძლოა, ტელეგადაცემებში იყო შარჟები საეკლესიო პირების შესახებ, მაგრამ, რაც დღეს ხდება, ასეთი რამ არ ხდებოდა. არ ებრძოდნენ ქართულ კულტურას, ლიტერატურას, ქართველების იდენტობას. ვინ გაბედავდა იმხანად ლგბტ თემის პროპაგანდას?! ვინ გაბედავდა ნარკოტიკების ლეგალიზებისთვის აქციების მოწყობას?! ტელევიზიაში, პირდაპირ ეთერში მარიხუნას ვინ შეუკეთებდა და გააბოლებდა?! გაივსო ქვეყანა ბინძური ადამიანებით.

კომუნისტების მმართველობის პერიოდში თანამდებობაზე ადამიანს არ დანიშნავდნენ, თუ ოჯახში ყველაფერი რიგზე არ ჰქონდა. ახლა მიდის კომპრომატების ომი, ერთმანეთს სამარცხვინო კადრებს უქვეყნებენ. თან უკვირთ, როგორ გაბედეს გამოქვეყნებაო. ეს მართლა უზნეობაა, მაგრამ ამაზე დიდი უზნეობა ისაა, რომ ადამიანი, რომელსაც მაღალი თანამდებობა უკავია, სადღაც სასტუმროში მრუშობს და ამას უქვეყნებენ… თუმცა, არც ერთი თანამდებობის პირი იმაზე კი არ ფიქრობს, რომ მამათმავლობს ან დედათმავლობს და მრუშობს, ისინი აპროტესტებენ იმას, რომ გაუბედეს და ეს გამოუქვეყნეს. ზნეობა არავის ადარდებს…

_ რისთვის დაიღვარა 1989 წლის 9 აპრილს უდანაშაულო ახალგაზრდების სისხლი?

_ 9 აპრილს დღევანდელი საქართველოსთვის არ დაღვრილა სისხლი. ვკითხოთ იმ ადამიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც იმხანად რუსთაველზე დაიღუპნენ: ასეთი საქართველოსთვის გაწირეს თავი მათმა შვილებმა? ვიცი, გვეტყვიან: “არა”!

ჩვენი ვალი და ვალდებულებაა იმ ახალგაზრდების დაღვრილი სისხლის დაფასება, მათი გულწრფელი თავგანწირვის დაფასება, უნდა ვეცადოთ, ავაშენოთ ზნეობრივი, ქრისტიანული, მართლაც თავისუფალი ქვეყანა და 9 აპრილის მემორიალზე ნარკოტიკებით გაბრუებული ახალგაზრდების როკვა აღარ ვიხილოთ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here