Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი დოჭვირი: პოლონეთის ელჩს ვურჩევ, კარგად შეისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია

ირაკლი დოჭვირი: პოლონეთის ელჩს ვურჩევ, კარგად შეისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია

235

პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი საქართველოს მთავრობას მიმართავს და სთხოვს, გორში სტალინის მუზეუმი დახუროს. მაშკიევიჩმა თბილისშირონდელის ფონდისმიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სახელწოდებითრუსეთის შეჭრა უკრაინაშიგამოსვლისას განაცხადა: “მსურს, მივმართო ჩემს ქართველ მეგობრებს. ერთი შემოთავაზება მაქვს. მესმის, რომ თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ხართხართ პატარა ქვეყანა უზარმაზარი მეზობლით, რთული ეკონომიკური მდგომარეობაში ხართ და არ შეგიძლიათ, ხმამაღლა გამოხვიდეთ რუსეთის წინააღმდეგ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კეთილი, მაგრამ გთხოვთ, ერთი სიმბოლური ჟესტი მაინც გააკეთეთ _ დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში”. ეს განცხადება პოლონეთის ელჩმა სწორედ სტალინის გარდაცვალების დღეს გააკეთა.

სააკაშვილის რეჟიმმა 2010 წლის 21 ივნისს, ღამით, ფაშიზმზე გამარჯვების შემოქმედის, იოსებ სტალინის, ძეგლი გორში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოხსნა. ნიშანდობლივია, რომ “ნაცმოძრაობამ” ეს ბარბაროსული აქტი გერმანელების მიერ საბჭოთა კავშირზე თავდასხმის დღეს (1945 წლის 21 ივნისს) მიუძღვნა.

დიდი სამამულო ომის 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც სტალინის ძეგლის დადგმის ცერემონიას უნდა დავსწრებოდით და რომელიც ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, არ გაიმართა.

მოგვიანებით გამოგვიცხადეს, რომ ბელადის ძეგლი არ დაუბრუნდებოდა ძველ ადგილს გორის ცენტრში, ის სახლ-მუზეუმის ეზოში უნდა დადგმულიყო და ამისთვის კვარცხლბეკიც მომზადდა, მაგრამ ესეც ჩაიშალა. სტალინის ძეგლის დადგმის წინააღმდეგი ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის ელჩები აღმოჩნდნენ. უფრო მეტიც, მათ სტალინის ძეგლისთვის დადგმული კვარცხლბეკის მოსანგრევი ფულიც შესთავაზეს გორის ხელისუფლებას, ოღონდ ძეგლი არ დადგმულიყო, რაზეც დაუფარავად საუბრობდნენ სტალინის თაყვანისმცემლები და ეს იყო დაზუსტებული ინფორმაცია.

პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია წლების წინათ წერდა: “თუ მსოფლიო შეძლებს გლობალური კატასტროფის თავიდან აცილებას, მაშინ უდავოდ მოვა დრო, როდესაც მსოფლიო ინტელექტუალური ელიტა რეალურად და არა დეკლარაციულად აღიარებს საზოგადოების ორგანიზაციის სოციალური ფორმების პლურალიზმის პრინციპს, რომლის შესაბამისად ნებისმიერ საზოგადოებას განვითარების საკუთარი გზის უფლება აქვს, გზის, რომელიც მის კულტურას, ეროვნულ, სოციალურ თავისებურებებს შეესაბამება. მაგრამ, სანამ ეს დრო მოვა, მცირე ერებმა ადგილობრივი უვიცი პოლიტიკური ელიტის ხელმძღვანელობით, შესაძლოა, საკუთარი კულტურულისტორიული სახე დაკარგონ. ამიტომ საქართველოში არსებულმა პატრიოტულმა ძალებმა უარი უნდა თქვან კაცობრიობის განვითარების ერთიან, უნივერსალურ მოდელზე, რომელიც აზროვნების ტიპზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ სპეციფიკაზე თითქოსდა არ არის დამოკიდებული. ეს შეეხება ჩვენს ქვეყანაში ამერიკანიზმისა და ევროცენტრიზმის გამტარებლებს, იმ ინდივიდუალიზმის აბსოლუტიზაციას რომ ცდილობენ, რომელიც სპეციფიკურად დასავლური, ანგლოსაქსური მსოფლმხედველობის მიერაა წარმოშობილი და რომელიც ისტორიულ განვითარებას სწორხაზოვან პროცესად მიიჩნევს. ესიდეოლოგებიმოსახლეობას დაუღალავად ახვევენ თავს არასწორ მტკიცებას, რომ პლანეტის მოსახლეობამ უნდა გაიაროს დასავლეთის ქვეყნების გზა, მათგან გადმოიღოს საზოგადოების ინდუსტრიალიზაციის მეთოდები და წესები. საინტერესოა ის, რომ პლურალიზმის იდეა, რომელიც თვით დასავლეთის მიერაა გავრცელებული, როგორც ცივილიზაციის არსებობისა და განვითარების საფუძველი, ქრება მათ კონცეფციებში მაშინ, როცა საქმე საზოგადოების სოციალურ მოწყობას შეეხება. ნუთუ პლურალიზმი სხვადასხვა ქვეყნისა და ერის განვითარების სხვადასხვა გზას არ გულისხმობს?

მეტიც, ისტორიამ უკუაგდო ერების შერწყმის თეზისი იმ გაგებით, რომ ხალხებმა უარი უნდა თქვან საკუთარ კულტურულ-ისტორიულ ტრადიციებზე, დასავლური საზოგადოების თითქოსდა უნივერსალურ პრინციპებს უნდა მიჰყვნენ (სხვათა შორის, დიდი სახელმწიფო მოღვაწეებისაგან პირველმა ასეთი მიდგომის საშიშროება ი. სტალინმა შეიგნო, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოსმოპოლიტიზმის იდეოლოგიას). ისტორიამ დაამტკიცა, რომ სწორედ ერები ისტორიის მთავარ სუბიექტს წარმოადგენენ და ამ როლში შეიგნებენ და განახორციელებენ საკუთარ ინტერესებს, მოთხოვნებსა და ისტორიულ ვალს. ამიტომ მთავარი, რისკენაც 1993 წლიდან ყველა შესაძლო ხერხით მოვუწოდებდი და მოვუწოდებ პრეზიდენტს, ოპოზიციას, ინტელიგენციას, ქვეყნის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი განვითარების საკუთარი მოდელის შემუშავებაა”.

პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი

რატომ ერჩის სტალინს ასე თავხედურად სტალინის სამშობლოში სტუმრად ჩამოსული პოლონეთის ელჩი? ამ თემაზე სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი დოჭვირი გვესაუბრება.

_ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დაიწყო და პარალელურად ამ ომში სხვა სახელმწიფოების ჩასათრევად წამოიწყეს დასავლურმა ქვეყნებმა აქტიური კამპანია. თვითონ ვერ ბედავენ რუსეთთან ღია დაპირისპირებას და სხვას აქეზებენ. ჯერი საქართველოზე მიდგა… ჩვენი მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ სანქციებს, რისთვისაც პირადად ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას ვუცხადებ, რადგან ამ სანქციებზე მიერთება სერიოზული დარტყმა იქნებოდა ქართული ეკონომიკისათვის და იქნებ, მხოლოდ ეკონომიკასაც არ მიეღო დარტყმა და ქვეყანაც დაებომბათ. დაბომბვა მართლა რეალური ჩანდა, თუ გონჩარენკოს მოწოდებას ვინმე აჰყვებოდა დაგაისეირნებდასამაჩაბლოსა და აფხაზეთში

ამის ფონზე პოლონეთის ელჩმა წამოაყენა ახალი მოთხოვნა, რადგან საქართველო რუსეთის ეკონომიკურ სანქციებს არ უერთდება, მაშინ სტალინის სახლ-მუზეუმი მაინც დახუროს და გააუქმოსო. გამაოგნებელი და გასაოცარი არ არის ეს განცხადება თუ მოთხოვნა?! კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის ეს ყველაფერი?! სად რუსეთსა და უკრაინას შორის ომი და სად იოსებ სტალინი და მისი სახლმუზეუმი?! განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტი, რომ ასეთ არაადეკვატურ მოსაზრებებს ვისმენთ და ხშირად ისიც კი არ ვიცით, რა ვუპასუხოთ.

სტალინი, რომელიც რუსეთისა და უკრაინის ერთიანი სახელმწიფოს ხელმძღვანელი იყო და მუდამ ზრუნავდა ამ ორ ხალხს შორის მჭიდრო და ძმური კავშირის განსამტკიცებლად, დღეს ამ ორ ქვეყანას შორის სისხლიანი დაპირისპირების ფონზე ტალახის სროლის ობიექტია, ახლა პოლონეთის ელჩის მხრიდან.

სადაც ფაშიზმი ისახება, იქვე ჩნდება სტალინთან ბრძოლის დაუოკებელი ჟინი, რადგან სტალინი არის ფაშიზმისა და ნაციზმის დამსამარებელი, მას ვერ იტანენ ნეონაცისტები და ნეოფაშისტები. მინდა, განვაცხადო, რომ სწორედ პოლონეთი ადგას ნეოფაშიზმის გზას, აი, ზუსტად, მისი ელჩის ამ განცხადებით.

პოლონეთის ელჩ მარიუშ მაშკიევიჩს ვურჩევ, კარგად შეისწავლოს თავისი ქვეყნის ისტორია. ვურჩევ, შეისწავლოს დეტალები ვარშავის გათავისუფლებისა საბჭოთა ჯარების მიერ. გაიგოს, როგორ ეგებებოდა პოლონელი ხალხი ყვავილებით ხელში და სიხარულის ცრემლებით განმათავისუფლებელ წითელ არმიას. თუ წაკითხვა ეზარება და ეს მართლაც ასე ჩანს, მაშინ ვურჩევ, უყუროს ბრიტანეთის მიერ გადაღებულ მხატრულ ფილმსმატყუარა იაკობი”, იმიტომ, რომ პოლონეთს ახლა სწორება ბრიტანეთზე აქვს. ნახოს, რა ხდებოდა ვარშავის გეტოში, როგორ იყვნენ დამწყვდეული ადამიანები წითელი არმიის შესვლამდე და რა სიხარულით ელოდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს, რადგან იცოდნენ, “წითლებისგამოჩენა მათ ტანჯვას ბოლოს მოუღებდა.

პოლონეთის ელჩს ვურჩევ, რადგან აქაა გამწესებული, პატივი სცეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ხალხის აზრს, განსაკუთრებით გორელებისას, რომლებსაც სტალინის სახელისა და ხსოვნის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნიათ. გაითვალისწინოს პოლონეთის ელჩმა ისიც, რომ მსოფლიო დონის პიროვნებამ, მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა და პლანეტის ყველაზე დიდმა მთავარსარდალმა სტალინმა თავისი თავი მშობლიურ ქალაქს უსახსოვრა ამ მუზეუმის სახით, რათა აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსულიყვნენ ადამიანები და ქალაქ გორის ბიუჯეტში მილიონობით ლარი შესულიყო. ბუნებრივია, დღეს ომის თემატიკას გვერდს ვერ ავუვლით და ამ ომის გაჩაღებაში ბრალს ვდებ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ამ ქვეყნის ადმინისტრაციამ, რომელიც წლებია, იღვწის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გასაჩაღებლად, ბოლოს მაინც მიაღწია დასახულ მიზანს _ ერთი მოდგმის ხალხს ერთმანეთს ახოცინებს, თვითონ კი განზე დგას და იცინის.

ასე რომ, პოლონეთმა თავის თავზე იდარდოს, სტალინს თავი დაანებოს, ვინძლო, რუსმა მისკენ არ გაიწიოს და, ამერიკა-ევროპის იმედად, თავი არ დაიღუპოს.

არ შემიძლია, ჩემი თვალსაზრისი არ გამოვხატო მენშევიკების შთამომავალი ჩვენი პრეზიდენტის ბოლოდროინდელი გამოხდომების გამო. ქართველი მენშევიკები, რომლებიც მიჩვეულნი იყვნენ ხელისუფლების შენარჩუნების სანაცვლოდ ტერიტორიის გადაცემას თურქეთისთვის (1918 წლის 4 ივნისის ბათუმის ხელშეკრულება), ძალდაუტანებლად ჩაეწერნენ კაცობრიობის უბოროტესი მტრების, ფაშისტების, სამსახურში და მიზნად ისახავდნენ საქართველოს ხელისუფლებაში კვლავ მობრუნებას, რასაც დღეს განაგრძობს სალომე ზურაბიშვილი. სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია მასზე იმის შემდეგ, რაც დესტრუქციული ძალების მიერ მოწყობილ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და ვლადიმერ ზელენსკის დაუჭირა მხარი.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here