Home ახალი ამბები საქართველო იაგო ხვიჩია – მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება, გამოსავალია ალტერნატიული იდეის...

იაგო ხვიჩია – მთავარი რეკომენდაცია არის ერთპარტიული მმართველობის დასრულება, გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება

48

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციები დღევანდელ პირობებში ვერ შესრულდება.

მისივე თქმით, მთავარი რეკომენდაცია, რასაც ევროპელები საქართველოს აძლევენ, ერთპარტიული მმართველობის დასრულებაა.

როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება.

„გამორიცხულია ეს რეკომენდაციები შესრულდეს ამ პირობებში, რა პირობებშიც ახლა ჩვენ ვართ. იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი რეკომენდაცია, რასაც გვაძლევენ, ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის დასრულებაა. ყველა სხვა სიმპტომი აქედან გამომდინარეობს. ამის დასრულებას სხვა ტიპის აქტივობა, მუშაობა სჭირდება და არა ის, რისთვისაც ახლა ხელისუფლება ან ოპოზიცია მზადაა. გამოსავალია ალტერნატიული იდეის მოფიქრება და ამ იდეის ევროპელებისა და ხალხისთვის შეთავაზება. ამ იდეით უნდა მოხდეს ხელისუფლებაში ერთპიროვნული მმართველობის დასრულება. ჩვენი იდეა უნდა მოვიფიქროთ, საქართველოში როგორი წესრიგი იქნება ისეთი, სადაც არასოდეს ქვეყანას ერთპარტიულად ვერავინ მართავს. ამას ევროპელებს თუ ვეტყვით და მათგან პირობას მივიღებთ, რომ თუ ამას გააკეთებთ ევროპაში შედიხართ, მაშინ ამის გაკეთება შესაძლებელია. მაგრამ ჯერ იდეა უნდა მოვიფიქროთ და ეს იდეა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ავტორი – მანანა დევაძე

https://1tv.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here