ევროპის საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, თურქეთს პროცენტულად ყველაზე მეტი პატიმარი ჰყავს.
2020 წლის პენიტენციური სტატისტიკური მონაცემებით (SPAC), თურქეთში ყოველ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მეტი პატიმარი მოდის – 357.2, შემდეგია რუსეთი – 356.1 პატიმრით, მესამე ადგილზეა საქართველო, აქ ყოველ 100 000 მოსახლეზე 263.8 პატიმარია. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ლიტვა – 219.7 და აზერბაიჯანი – 208.7.
რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს, მსჯავრდადებულთა მაღალი სტატისტიკა აქვთ ლიტვას, ჩეხეთს, პოლონეთს, სლოვაკეთსა და ესტონეთს. ყველაზე ცოტა პატიმარი ჰყავთ ჯუჯა სახელმწიფოებს – მონაკოსა (33.3) და სან მარინოს (0.0), ასევე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან ნორვეგია (58.8) და ფინეთი (49.9). გერმანიის მაჩვენებელია 76.2, საფრანგეთის _ 105.3, იტალიის _ 101.2 და ესპანეთის _ 123.3. მთლიანად ევროპაში ყოველ 100 000 მოსახლეზე 103.2 პატიმარი მოდის.


![[რუს სტუდენტებს] დარბაზი მივაქირავეთ ფულის გამო – რუსთაველის თეატრის დირექტორის პირველი კომენტარი](https://geworld.ge/ge/wp-content/uploads/2026/05/image-8-238x178.png)




