Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცნობილი და წარმატებული ადამიანების ყველაზე საყვარელი წიგნები

ცნობილი და წარმატებული ადამიანების ყველაზე საყვარელი წიგნები

196
მელ გიბსონი

ლიტერატურა, რომლის წაკითხვასაც გვირჩევენ ცნობილი და წარმატებული ადამიანები, ხშირად არა მხოლოდ ამ ცნობილ ადამიანებზე, არამედ სამყაროზე მოგვითხრობს. გაეცანით პოპულარული ადამიანების საყვარელ წიგნებს.

მელ გიბსონი

მელ გიბსონი

“მამაც გულში” რეჟისურისა და მამაკაცის როლის შესრულებისთვის ორი “ოსკარით” დაჯილდოებულმა მელ გიბსონმა მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებად რეი ბრედბერის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანი “451 ფარენჰაიტით დაასახელა.

ეს ნაწარმოები მრავალი წლის განმავლობაში იყო ცენზურის ყურადღების ობიექტი; დღეს კი, გაყიდვის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარულ წიგნებს შორისაა.

ანჯელინა ჯოლი

ამერიკელ მსახიობსა და გაეროს კეთილი ნების ელჩ ანჯელინა ჯოლის ძალიან მოსწონს ბრემ სტოკერის დრაკულა”. წიგნი პირველად 1897 წელს გამოიცა და სწორედ მას შემდეგ გაჩნდა ვამპირი არისტოკრატის, გრაფ დრაკულას, ხატება.

დენ ბრაუნი

პოპულარული ამერიკელი მწერალი, რომელმაც მსოფლიოს აჩუქა ისეთი ბესტსელერები, როგორიც არის და ვინჩის კოდი”, “ანგელოზები და დემონები და ინფერნო”, მსოფლიო ლიტერატურის შედევრად მიიჩნევს უილიამ შექსპირის პიესას აურზაური არაფრის გამო”.

ჯორჯ კლუნი

“ოსკარისა” და “ოქროს გლობუსის” პრემიების ლაურეატი მეორე პლანის როლის შესრულებისთვის ფილმში “სირიანა” _ ჯორჯ კლუნი რუსული ლიტერატურის თაყვანისმცემელია, განსაკუთრებით მოსწონს ლევ ტოლსტოისომი და მშვიდობა”.

ჯიმ კერი

რუსული კლასიკური ლიტერატურის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი _ ეს არის კანადელ-ამერიკელი მსახიობი ჯიმ კერი, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმ “ნიღაბში” მთავარი როლის შესრულებით. არის პრემია “ოქროს გლობუსის” ორგზის ლაურეატი.

ჯორჯ კლუნისგან განსხვავებით, რომელსაც ლევ ტოლსტოის “ომი და მშვიდობა” მიაჩნია შედევრად, ჯიმ კერის ყველაზე მეტად თევდორე დოსტოევსკისდანაშაული და სასჯელიმოსწონს.

უეინ რუნი

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ლეგენდარული ფეხბურთელი, ამჟამად მწვრთნელი, ინგლისის ჩემპიონატის 5-გზისა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 2008 წლის გამარჯვებული _ უეინ რუნი ლიტერატურაში საუკეთესოდ მიიჩნევს წიგნების სერიას ჰარი პოტერზე.

სტივენ სპილბერგი

ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის (“ყბები”, “ინდიანა ჯონსი”, “იურიული პერიოდის პარკი”, “შინდლერის სია” და სხვ.), უამრავი პრემიის, მათ შორის, ორი “ოსკარის” მფლობელის _ სტივენ სპილბერგის საყვარელი წიგნია ჯეიმს ფენიმორ კუპერისუკანასკნელი მოჰიკანი”.

ჯოან როულინგი

ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების (გამოცემულია 500 მლნ-ზე მეტი ეგზემპლარი) სერიის ავტორმა თავის ბიბლიოთეკაში საუკეთესოდ მიიჩნია ინგლისელი მწერალი ქალის _ ჯეინ ოსტინის წიგნიემა”.

January 9, 2018 – New York, New York, USA – Tom Hanks bei der National Board of Review Awards Gala 2018 im Cipriani 42nd Street. New York, 09.01.2018 (Credit Image: © Future-Image via ZUMA Press)

ტომ ჰენკსი

ამერიკელი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის, პრემია “ოსკარის” ორგზის ლაურეატის (“ფილადელფია”, “ფორესტ გამპი”) საყვარელი წიგნია ტრუმენ კაპოტესცივსისხლიანი მკვლელობა”.

ჯულია რობერტსი

ამერიკელი მსახიობის, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმ “ლამაზმანში” ქალის მთავარი როლის შესრულებით, პრემია “ოსკარის” 2001 წლის ლაურეატის (“ერინ ბროკოვიჩი”) საყვარელი წიგნია უილიამ ფოლკნერისველური პალმები”.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here