Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე რვა საუკეთესო სნაიპერული შაშხანა მსოფლიოში

რვა საუკეთესო სნაიპერული შაშხანა მსოფლიოში

1452

სნაიპერული შაშხანები შედარებით ახალი შენაძენია არმიებისთვის. იარაღი მოქმედებს დისტანციაზე, რაც შესაძლებლობას იძლევა, პრაქტიკულად არ ჩაერთოს ღია კონფრონტაციაში მოწინააღმდეგესთან. სნაიპერული შაშხანები, ძირითადად, აქვთ მხოლოდ კარგად შეიარაღებული ქვეყნების არმიებს. გაეცანით მსოფლიოში საუკეთესო შაშხანებს:

8. AS50 (დიდი ბრიტანეთი)

* სიგრძე _ 136,9 სმ;

* წონა _ 13,94 კგ;

* ლულის სიგრძე _ 69,2 სმ;

* ვაზნის კალიბრი _ 12,7X99.

ეს შაშხანა 2007 წელს შექმნა Accuratcy International-მა (საკმაოდ ცნობილი ბრიტანული საიარაღო კონცერნი). დაამზადეს ბრიტანეთის არმიის სპეციალური ქვედანაყოფების აღსაჭურვად. 1,6 წამში ისვრის 5-ჯერ და ამ შესაძლებლობით შაშხანა მსოფლიოში საუკეთესოთა შორისაა. სწრაფსროლასთან ერთად მიზნის დაზიანების შესაძლებლობაც საკმაოდ შორია _ 1800 მ. თანაც სნაიპერს შეუძლია გამოიყენოს ტრასრების და სხვა ვაზნები, რომლებიც ამაღლებს დამიზნების სიზუსტესა და ეფექტიანობას.

7. M21 (აშშ)

* სიგრძე _ 111,8 სმ;

* წონა _ 5,27 კგ;

* ლულის სიგრძე _ 56,0 სმ;

* კალიბრი _ 7,62X51.

M21 შეიქმნა ამერიკელთა ეგიდით, რომლებსაც სურდათ მაღალი სიზუსტისა და ეფექტიანობის იარაღი ვიეტნამის ტერიტორიაზე სამოქმედოდ. ეს არის მოდერნიზებული M14, რომელსაც იყენებდნენ სამხედრო სფეროში 1969 წლიდან. ძირითადი პარამეტრებიდან აღსანიშნავია კოლოფის ტიპის 20-ვაზნიანი მჭიდი და დამიზნების სრული სიშორე _ 850 მ.

6. PSG1 (გერმანია)

* სიგრძე _ 120,8 სმ;

* წონა _ 8,10 კმ;

* ლულის სიგრძე _ 65,0 სმ;

* კალიბრი _ 7,62X51.

ცნობილ Heckler&Koch-ს შეუკვეთეს ნახევრადავტომატური შაშხანა პოლიციელებისა და სამხედროებისთვის. ამ შეკვეთის სტიმული იყო ე.წ. მიუნხენის ხოცვა-ჟლეტა (ოლიმპიადაზე), როცა ასეთი იარაღის დეფიციტმა სამართალდამცველთა ეფექტიანობაზე იმოქმედა. შაშხანა შექმნეს 1972 წელს. აქვს მოცულობითი მჭიდი და შეუძლია, 900 მ მანძილზე დააზიანოს მიზანი.

5. დრაგუნოვის შაშხანა

(საბჭოთა კავშირი)

* სიგრძე _ 123,5 სმ;

* წონა _ 4,33 კგ;

* ლულის სიგრძე _62.0 სმ;

* კალიბრი _ 7,62X54R.

ეს შაშხანა საიმედოობით არის გამორჩეული. დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანა არ გამოირჩევა განსაკუთრებული დიზაინითა და ფუნქციების მრავალფეროვნებით, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო შაშხანებს შორის იკავებს ადგილს სიმძლავრის, სიმტკიცისა და სიზუსტის წყალობით; შექმნილია 1958 წელს. არმიამ მიიღო 1963 წელს. მის მჭიდში 10 ვაზნა ეტევა. შეუძლია დააზიანოს 1200 მ-ით დაშორებული მიზანი.

4. მოსინის შაშხანა (რუსეთი)

* სიგრძე _ 123,2 სმ;

* წონა _ 4,12 კგ;

* ლულის სიგრძე _ 72,9 სმ;

* კალიბრი _ 7,62X51.

საოცარია, მაგრამ 1891 წელს შექმნილი შაშხანა ახლაც სრულიად გამოსადეგია. დღეს შეიარაღებაში, რა თქმა უნდა, არა არის, მაგრამ 70 წლის განმავლობაში იყენებდნენ და მიზნის დაზიანების შესანიშნავი პარამეტრები ჰქონდა. განსაკუთრებით შესაძლებლად ითვლებოდა სიმძლავრე და დამიზნების სროლის სიშორე _ 1000 მ. შეუძლია იმუშაოს მექანიზმში ტალახის მოხვედრის შემთხვევაშიც და ავდარშიც.

3. L115A3 AWM (დიდი ბრიტანეთი)

* სიგრძე _ 130 სმ;

* წონა _ 6,82 კგ;

* ლულის სიგრძე _ 75 სმ;

* კალიბრი _ 8,59X70.

ამ მომენტისთვის საუკეთესო შაშხანაა ბრიტანეთის არმიის შეიარაღებაში; იყენებს მრავალკალიბრიან ვაზნას სახელწოდებით მაგნუმი, რომელიც თავსდება კოლოფის ფორმის მოცულობის მჭიდში. კომპლექტში არის ღამისა და დღის ხედვის მოწყობილობები.

შეიარაღებაშია 1966 წლიდან. იყენებდნენ ავღანეთსა და ერაყში, დღეს არმიის სპეციალური რაზმების ეკიპირების ნაწილია. შეუძლია დააზიანოს მიზანი 1400 მეტრზე.

2. CheyTac Intervention M200 (აშშ)

* სიგრძე _ 140 სმ;

* წონა _ 12,31 კგ;

* ლულის სიგრძე _ 76,2 სმ;

* კალიბრი _ 10,3X77.

ეს არის ამერიკის არმიის საუკეთესო და ყველაზე პოპულარული შაშხანა. აქვს შორს სროლისა და ცეცხლის სიმძლავრის ეტალონური პარამეტრები. ამ სნაიპერულ შაშხანას ბევრი საუკეთესოდ მიიჩნევს მსოფლიოში. ეს მართლაც შესანიშნავი შაშხანაა, რომელსაც 2300 მ-ით დაშორებული მიზნის დაზიანება შეუძლია _ შთამბეჭდავი პარამეტრები შაშხანას საუკეთესოთა შორის უმკვიდრებს ადგილს.

1. Barrett M82 (აშშ)

* სიგრძე _ 1,40 სმ;

* წონა _ 12,91 კგ;

* ლულის სიგრძე _ 73,7 სმ;

* კალიბრი _ 12,7X99.

Barrett 50 ცალ-ს დღეს საუკეთესო შაშხანად მიიჩნევენ მსოფლიოში. ის, აგრეთვე, ცნობილია, როგორც M82. იარაღი შექმნა რონი ბარეტმა და ამზადებს Barrett Manufacturing Company. ის 1989 წლიდან არის აშშ-ის არმიის შეიარაღებაში. მჭიდში 10 ვაზნაა. ამ შაშხანით სნაიპერს შეუძლია 2600 მეტრზე დააზიანოს მიზანი. ამ შაშხანით შეიარაღებული არიან აშშ-ის არმიისა და სპეცდანიშნულების ქვედანაყოფები.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here