Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ბირთვული იარაღის მფლობელი 10 ქვეყანა

ბირთვული იარაღის მფლობელი 10 ქვეყანა

3734

ბირთვული იარაღის მფლობელთა სიაში 10 სახელმწიფოა. ინფორმაციას, რომელ ქვეყნებს აქვთ ბირთვული პოტენციალი და რამდენი ერთეული, მსოფლიოს პრობლემების კვლევის სტოკჰოლმის ინსტიტუტისა და პოპულარულ პორტალ Business Insiderის მონაცემებზე დაყრდნობით გთავაზობთ. ოფიციალურად .. “ბირთვულ კლუბში” 9 ქვეყანაა, მაგრამ სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ უკვე ირანსაც აქვს ბირთვული იარაღი.

10. ირანი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ მონაცემები არ არის;

* პირველი გამოცდა _ მონაცემები არ არის;

ირანი ოფიციალურად არ შედის ე.წ. ბირთვულ კლუბში, მაგრამ არ წყვეტს მუშაობას ბირთვულ პროგრამაზე. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ირანს უკვე აქვს ბირთვული იარაღი, ქვეყნის ხელისუფლება კი ამბობს, რომ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის ცდილობს გამდიდრებული ურანის გამოყენებას.

9. კსდრ

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 10-60 ერთეული;

* პირველი გამოცდა _ 2006 წ;

* ბოლო გამოცდა _ 2018 წ.

დასავლური სამყაროსთვის სამწუხაროდ ბირთვული კლუბის წევრი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკაც გახდა, როცა აშშ-ის მუქარით, _ ფხენიანი დავბომბავო, _ შეშინებულმა კსდრ-ის იმჟამინდელმა მმართველმა კიმ ირ სენმა დახმარება საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს სთხოვა. ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ იარაღზე მუშაობა 1970-იან წლებში დაიწყო, 2006 წელს კი პირველი გამოცდა ჩაატარა, როგორც ქვეყნის ხელისუფლება ირწმუნება, მშვიდობიანი მიზნებისთვის.

8. ისრაელი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 80 ერთეული;

* პირველი გამოცდა _ 1979 წ;

* ბოლო გამოცდა _ 1979 წ.

ისრაელს არასოდეს უღიარებია, რომ ბირთვული იარაღი აქვს, თუმცა არც ის უთქვამს, რომ არ აქვს. ვითარებას პიკანტურობას ჰმატებს ის, რომ ისრაელმა უარი განაცხადა, ხელი მოეწერა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებაზე. ამასთანავე “აღთქმული მიწის” წარმომადგენლები ფხიზლად უყურებენ არც ისე მშვიდობიან ბირთვულ მეზობლებს და აუცილებლობის შემთხვევაში ბომბავენ კიდეც სხვა ქვეყნის ბირთვულ ცენტრებს, მაგალითად, როგორც ეს მოხდა 1981 წელს, როცა ირანში ბირთვული კვლევების ცენტრი დაბომბა. ექსპერტების ვარაუდით, ისრაელს ბირთვული იარაღის შესაქმნელად ყველა შესაძლებლობა ჰქონდა ჯერ კიდევ 1974 წლიდან, როცა ატლანტის ოკეანის სამხრეთში სპეციალისტებმა აღრიცხეს ბირთვულის მსგავსი აფეთქება და გამოსხივება. ვარაუდობენ, რომ ბირთვული გამოცდა ჩაატარა ან ისრაელმა, ან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ, ან ორივემ ერთად.

7. ინდოეთი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 120-130;

* პირველი გამოცდა _ 1974 წელს;

* ბოლო გამოცდა _ 1998 წ.

მიუხედავად იმისა, რომ ბირთვული გამოცდა წარმატებით ჩაატარა 1974 წელს, ინდოეთმა მხოლოდ XX საუკუნის ბოლოს აღიარა, რომ ბირთვული იარაღის მფლობელია. 1998 წელს ორი ბირთვული აფეთქების შემდეგ ინდოეთმა უარი განაცხადა ბირთვულ გამოცდებზე.

6. პაკისტანი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 130-140;

* პირველი გამოცდა _ 1998 წ.

* ბოლო გამოცდა _ 1998 წ.

ინდოეთიდან საერთო საზღვრის მქონე და პერმანენტულად დაპირისპირებულ პაკისტანს, რა თქმა უნდა, სურს, ყველაფერში გაუსწროს მეზობელს, მათ შორის ბირთვულ სფეროშიც. 1974 წლის შემდეგ, როცა ინდოეთმა პირველი ბირთვული გამოცდა ჩაატარა, ისლამაბადმაც დაიწყო ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და პირველი აფეთქება 1998 წელს განახორციელა.

5. დიდი ბრიტანეთი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 215;

* პირველი გამოცდა _ 1952 წ;

* ბოლო გამოცდა _ 1991 წ.

დიდი ბრიტანეთი ბირთვული ხუთეულის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ბირთვული გამოცდა თავისი ტერიტორიის გარეთ ჩაატარა _ ავსტრალიასა და წყნარ ოკეანეში, 1991 წლიდან კი გამოცდები შეწყვიტა. აღსანიშნავია, რომ 2015 წელს ბრიტანეთის იმჟამინდელმა პრემიერმინისტრმა დევიდ კემერონმა აღიარა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მზად არის, ერთი-ორი ბომბი ჩააგდოს… მაგრამ არ დაუზუსტებია, ვის დაბომბვას აპირებდა.

4. ჩინეთი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 270;

* პირველი გამოცდა _ 1964 წ.

* ბოლო გამოცდა _ 1996 წ.

ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავი დაივალდებულა, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი არაბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ. 2011 წელს კი განაცხადა, რომ თავის იარაღს გამოიყენებს მხოლოდ მინიმალურად საკმარის დონეზე, მაგრამ მას შემდეგ ჩინეთმა 4 ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომლებსაც ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია. ასე რომ, რა იქნება ეს “მინიმალურად საკმარისი” დონე, გაურკვეველია.

3. საფრანგეთი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 300;

* პირველი გამოცდა _ 1960 წ.

* ბოლო გამოცდა _ 1995 წ.

საფრანგეთმა, ჯამში, 200-ზე მეტი ბირთვული გამოცდა განახორციელა, ჯერ იმჟამინდელ კოლონია ალჟირში, შემდეგ _ საფრანგეთის პოლინეზიაში.

2. აშშ

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 6800;

* პირველი გამოცდა _ 1945 წ.

* ბოლო გამოცდა _ 1992 წ.

აშშ პირველი ქვეყანაა, რომელმაც 1945 წელს ატომური იარაღი გამოიყენა და ჰიროსიმასა და ნაგასაკიში მილიონამდე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. აშშ-ის ბირთვული იარაღის ძირითადი მასა განლაგებულია წყალქვეშა ნავებზე (ბალისტიკური რაკეტები). აღსანიშნავია, რომ აშშ-მა (ისევე, როგორც რუსეთმა) უარი განაცხადა 2017 წლის გაზაფხულზე გამართულ მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც ბირთვულ იარაღზე უარის თქმა იყო. ამერიკას, თავისი სამხედრო დოქტრინის თანახმად, უნდა ჰქონდეს იმდენი ბირთვული იარაღი, რომ თავისი და მოკავშირეების უსაფრთხოება დაიცვას.

1. რუსეთი

* ბირთვული ქობინების რაოდენობა _ 7000;

* პირველი გამოცდა _ 1949 წ;

* ბოლო გამოცდა _ 1990 წ.

მსოფლიოში #1 ბირთვული სახელმწიფო რუსეთია. მას შეიარაღების ნაწილი საბჭოთა კავშირისგან ერგო. რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ მხოლოდ ანალოგიური მოქმედების საპასუხოდ ან იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here