Home ახალი ამბები მსოფლიო საიდან იზრდება ფეხები, ანუ სადაც ძაღლის თავია დამარხული

საიდან იზრდება ფეხები, ანუ სადაც ძაღლის თავია დამარხული

522

მსოფლიოში სახელგანთქმული ოსკაროსანი კინორეჟისორი და მსახიობი ნიკიტა მიხალკოვი, როგორც ჩვენი მკითხველებისთვის ცნობილია, ტელეარხПланета РТР”-ზე უძღვება საავტორო პროგრამასБесогон”, რომელსაც, ჩემი აზრით, ქართული იდიომატური გამოთქმაფუი, ეშმაკს!” ასე თუ ისე ესადაგება. თუ ვინმე უკეთესს შემოგვთავაზებს, სიამოვნებით შევცვლით.

დღეს კი მაინცდამაინც ამ რუბრიკით გთავაზობთ 2 აპრილის გამოშვების საგაზეთო ვარიანტს, რომლის გადმოთარგმნა საპატიო მიზეზით გამიჭიანურდა _ ჩემს ბიბლიოთეკაში წავაწყდი “მერანის” მიერ 1990 წელს გამოცემულ წიგნს ოსიპ მანდელშტამი. ლექსები, თარგმანები, ნარკვევები, სტატიებიდა სხვა სამყაროში აღმოვჩნდი გადასახლებული

დავბრუნდი.

და ჩვენი მკითხველებისთვის გამოვიყოლიე მანდელშტამის შავი ჩანაწერებიდან ერთი აბზაცი. ყოველი შემთხვევისთვის.

“ვენეციელებს ეცინებოდათ, როცა მარკო პოლო უყვებოდა, რომ ჩინეთში ქაღალდის ფულით ვაჭრობენ. ამ ფულით მხოლოდ სიზმარში თუ იყიდი რამეს. ოქრო აბრეშუმის ქაღალდს არ ეწებება” (აღნიშნული წიგნის 360-ე გვერდი).

ცნობისთვის: წინა გადაცემის აუდიტორია 16 მილიონს აღემატებოდა. “ეს არის გიგანტური რაოდენობა საკმაოდ მორიდებული გადაცემისთვის”, _ შენიშნავს ავტორი, რომელსაც, უპირველესად, აინტერესებს ნებისმიერი ყურადსაღები მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები _ სად არის ძაღლის თავი დამარხული.

ბრძანებულება ამნისტიის შესახებ

არა მხოლოდ ფაქტის შეფასება.

_ ალბათ, ყველას გსმენიათ მოსაზრება, მეც თქვენ შორის, რომ ნაცისტების არსებობა უკრაინაში სიცრუეა; რომ შვარცენეგერი და სხვაც ბევრი აცხადებს, თითქოს ევროპის ცენტრში ნეოფაშიზმის გაცოცხლების გამო ჩვენი შეშფოთება ამაოა, “ფეიკია” და ა.შ.

წინა გამოშვებებში ვამხელდით იმ გაუგონარ სიმხეცეს, რომელსაც ბანდერელები სჩადიოდნენ დიდი სამამულო ომის დროს.

არ მსურს, კვლავ და კვლავ მოგაყენოთ სულიერი ტრავმა, მაგრამ მოდით, გავიხსენოთ 1943 წლის 9 ნოემბერი. პოლონური სოფელი პოროსლივო. უკრაინელი ნაციონალისტების ბანდა, რომელიც ადგილობრივებს საბჭოთა პარტიზანებად გაეცნო, მთელი დღის განმავლობაში სოფლელების მასპინძლობას შუბლის ძარღვის შეურყევლად იღებდა, საღამოს მათი სახლები ალყაში მოაქცია და სრულად ამოხოცა პოლონელი მოსახლეობა. მოკლეს 173 ადამიანი. მხოლოდ ორნი გადარჩნენ, რომლებიც ცხედრების ქვეშ აღმოჩნდნენ და ექვსი წლის ბიჭი, რომელმაც თავი მოიმკვდარუნა.

ფაშიზმზე გამარჯვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში ნაცისტების დაჯგუფებები მხეცურად ხოცავდნენ მშვიდობიან მოსახლეობას უკრაინის ტერიტორიაზე და არა მარტო იქ.

მათ ებრძოდა საბჭოთა ხელისუფლება. ეძებდა. პოულობდა. უსწორდებოდა. 1946 წელს ნეჟალეზნაიას მოედანზე (კალინინის ყოფილ მოედანზე) განხორციელდა ყველაზე დაუნდობელი მკვლელების, რომელთა ხელები ათასობით საბჭოთა ადამიანის სისხლით იყო შეღებილი, სასჯელის უმაღლესი ზომის (ჩამოხრჩობა) საჯაროდ აღსრულება.

…როგორ მოხდა, რომ 40 წლის შემდეგ ასე მალე და ასე გამიზნულად ამოიწვერება და ვრცელდება ახალი ნაციზმი, თავისი ყველა ატრიბუტით, მაშხალებით სვლით, ბანდერული მისალმებით, სტეფანე ბანდერას სიკვდილის შემდეგ უკრაინის გმირად გამოცხადებით და ა.შ.

საიდან და როგორ?

წარმოგიდგენთ ერთ საინტერესო დოკუმენტს, რომელსაც ისტორიკოსები, რა თქმა უნდა, იცნობენ, მაგრამ ვეჭვობ, ახალგაზრდებს გაეგოთ რამე.

ხელთ ჩამივარდა პუბლიცისტისა და ისტორიკოსის, ევგენი ეპიცინის, წიგნი “ხრუშჩოვის ჭყაპი”, რომელშიც გამოქვეყნებულია 1955 წლის 17 სექტემბერს, როცა უკვე დამთავრებულია (ოფიციალურად) ოპერაცია ბანდერელი ბანდიტების წინააღმდეგ, ბრძანებულება 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა მოქალაქეების ამნისტიის შესახებ, რომლებიც ოკუპანტებთან თანამშრომლობდნენ. ამ ბრძანებულებას ხელს აწერდნენ სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე კლიმენტ ვოროშილოვი და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლაი პეგოვი.

განაჩენი სისრულეშია მოყვანილი

დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის დასრულებულია საომარი მდგომარეობა, საბჭოთა ქვეყნის უმაღლესი ორგანოს პრეზიდიუმმა იხელმძღვანელა ჰუმანური პრინციპებით და შესაძლებლად მიიჩნია, გამოიყენოს ამნისტია იმ საბჭოთა მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სულმოკლეობისა თუ შეუგნებლობის გამო ჩათრეული აღმოჩნდნენ ოკუპანტებთან თანამშრომლობაში.

ეს დოკუმენტი, ოფიციალური განმარტებით, საშუალებას აძლევდა ფაშისტების ლაქიებს, ჩართულიყვნენ პატიოსან შრომაში და გამხდარიყვნენ სოციალისტური საზოგადოების ღირსეული წევრები. მათ ათავისუფლებდნენ საპატიმროებიდან რუსეთისა და სხვა რესპუბლიკების სისხლის სამართლის კოდექსების შესაბამისი მუხლების საფუძველზე.

სასჯელის ვადის ხანგრძლივობის მიუხედავად, თავისუფლდებოდნენ ის პირები, რომლებიც გერმანულ არმიაში სამსახურის გამო იყვნენ დაპატიმრებულნი, ასევე პოლიციასა და სპეციალურ გერმანულ ფორმირებებში. ამ დაშაულის ჩადენის გამო გადასახლებულ ბრალდებულებსაც მიეცათ საშუალება, დაბრუნებოდნენ სასარგებლო შრომას საზოგადოების საკეთილდღეოდ.

ეს საყოველთაო ამნისტია განხორციელდა იმ დროს, როცა დივერსიები საბჭოთა არმიის წინააღმდეგ და ოუნის (უკრაინის ნაციონალისტების ორგანიზაცია) და უპას (უკრაინის მეამბოხეთა არმია) თავდასხმები გრძელდებოდა 50-იანების შუა წლებამდე.

ოუნის იატაკქვეშეთთან ბრძოლის 10 წლის განმავლობაში _ 1945-1955 წლებში დაიღუპა 25 ათასი სამხედრო მოსამსახურე, სახელმწიფო უშიშროების, მილიციის თანამშრომელი და მესაზღვრე.

32 ათასი საბჭოთა პარტაქტივისტი.

ეს ყველაფერი იმ დიდი ომის შემდეგ მოხდა.

დოკუმენტი ხელმოწერილია 1955 წლის სექტემბერში, მაშინ, როცა მხეცური თავდასხმები ჯერ კიდევ გრძელდებოდა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ორი წელიწადი იყო გასული და მიმდინარეობდა სისხლისმღვრელი ბრძოლა ქვეყნის ლიდერობის მოსაპოვებლად და პარტიაშიც პირველკაცობისთვის. ბუნებრივია.

გენერალური მდივნის სავარძელთან ყველაზე ახლოს აღმოჩნდა ნიკიტა ხრუშჩოვი.

ბრძანებულება, როგორც ვთქვით, 1955 წლის სექტემბერშია ხელმოწერილი. 1956 წლის თებერვალში იმართება პარტიის XX ყრილობა, ხრუშჩოვი სტალინის პიროვნების კულტის, რეპრესიებისა და ა.შ. წინააღმდეგ გაილაშქრებს. რაც ხალხის აზროვნებას შეცვლის. სხვა სიტყვებით, ეს მკვლელები და დამნაშავეები ხალხის თვალში სტალინიზმის რეპრესიების მსხვერპლად გარდაიქმნენ.

შეკითხვა: მას შემდეგ, რაც ამნისტია შეეფარდა ამ დამნაშავეებსა და მკვლელებს, ისინი თვალის დახამხამებაში შეიცვალნენ? როგორც დოკუმენტში იყო ნათქვამი, საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები გახდნენ?

ვასილი ზასტავნი, ოუნის ერთ-ერთი მეთაური აცხადებდა: “პისტოლეტითა და ავტომატით ბრძოლის პერიოდი დამთავრებულია. სხვა დრო დადგა. დრო ბრძოლის ახალგაზრდობის მოსაპოვებლად, საბჭოთა ხელისუფლებაში შეზრდის გზით ბოლშევიკური ლოზუნგების გამოყენებით. ჩვენი მიზანია, შევაღწიოთ ყველა თანამდებობაზე, რაც შეიძლება მეტნი ვიყოთ მრეწველობაში, ტრანსპორტზე, განათლების ხელმძღვანელობაში, ახალგაზრდობის ხელმძღვანელობაში. ჩავუნერგოთ ახალგაზრდობას ყველაფერი ეროვნული”.

სწორედ ამიტომ დაიძრა ქვეყნის ხელმძღვანელობისკენ დასავლეთ უკრაინის ოლქების მკვიდრთა უზარმაზარი ნაკადი, რომელთა შორის იყო უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკიც. აი, რატომაც იძახებდნენ უკრაინის სამხედრო კომისარიატებში ჯერ კიდევ ბელოვეჟის პუშჩამდე ახალწვეულთა ასაკის ადამიანებსა და ოფიცრებს, რომლებსაც ხელს აწერინებდნენ დოკუმენტზე, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში მზად არიან, ებრძოლონ რუსეთს.

(უადგილო რეპლიკა: როცა ედუარდ შევარდნაძემ დიდი შიმშილის კატასტროფის წინაშე მდგარი საქართველოსთვის ხორბლის სესხებით დასახმარებლად უკრაინაში საქართველოს პრემიერმინისტრი ოთარ ფაცაცია მიავლინა და კრავჩუკთან შეხვედრას მეც დავესწარი (სხვა არავინ იყო), მასპინძლის მხრიდან ისეთი გაუცხოება ვიგრძენით, რომ მზად ვიყავით, ჩვენი მწირი ნარჩენებიც მისთვის დაგვეთმო.

რაღა ახლა გავიხსენე?

ვერ გეტყვით.

მაგრამ დამალვაც უაზრობაა).

ხრუშჩოვს სჭირდებოდა ძლიერი დაცვა და ძალაუფლების განმტკიცება. და იგი ყირიმს უკრაინას საჩუქრად გადასცემს. მაშინ სულერთი იყო, აქეთ იქნებოდა ყირიმი თუ სხვაგან. ერთი ჯიბიდან მეორეში გადადებასავით იყო. შემდეგ გაირკვა, რომ თითქოს მარტივ ქმედებას უფრო ღრმა ფესვები ჰქონდა, უფრო _ ბოროტი ფესვები.

ჩვენ თითქოს ვერაფერს ვხედავდით.

ვერ ვამჩნევდით, რომ 1991 წლიდან მოყოლებული ამერიკელი ინსტრუქტორები დაკავებულები არიან უკრაინის არმიის აღზრდით, უფრო ზუსტად _ უკრაინის ნაციონალისტების აღზრდით. ამერიკული საქველმოქმედო ფონდები ზრუნავენ უკრაინელი ბავშვების სწავლასა და აღზრდაზე.

გათავისუფლებული ვალნავახის სასკოლო ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს სახელმძღვანელოები მეთერთმეტე კლასებისთვის, რომლებშიც რუსები მტრებად ჰყავთ წარმოსახული, აგრესორებად, ოკუპანტებად. ხოლო დონბასში მცხოვრებ მოქალაქეებზე წერენ, რომ ტერორისტები არიან, რომლებიც რუსი კურატორების მითითებით მოქმედებენ. ბავშვებს ასწავლიან ნატოს ჯარების საბრძოლო დანაყოფებისა და ტაქტიკურ სქემებს, როგორ აღმოუჩინონ პირველადი დახმარება ჯარისკაცებს. ეს სახელმძღვანელოები მომზადებულია სხვადასხვა მეთოდური მითითების საფუძველზე, რომლებიც დამზადებულია ნატოსა და აშშ-ში. ამის თაობაზე პატიოსნად არის მითითებული გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში, სადაც სტალინს ადარებენ ჰიტლერს. იგი ჰიტლერის მოკავშირედ ჰყავთ წარმოდგენილი და უნერგავენ ბავშვებს, რომ იგი ცუდი კაცი იყო, ხოლო ბანდერელები კარგები არიან, ისინი თითქოს იბრძოდნენ გერმანელების წინააღმდეგ, მაგრამ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგაც იბრძოდნენ.

ანუ სანამ ვყიდით ნავთობს, ბუნებრივ გაზს, სანამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჭეშმარიტად ძმურია და არაფერი ემუქრება, ამერიკელები ბავშვების სწავლა-განათლებაზე ხუთ მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ისინი ნისიაზე თამაშობდნენ, მუქთად, ვალის დაბრუნებაზე გათვლით და იმარჯვებენ. სწორედ ამის წყალობით იზრდება ახალი თაობა, რომელმაც პრაქტიკულად დედის რძესთან ერთად შეითვისა ყველაფერი რუსულის სიძულვილი, ანუ ის, რასაც დღეს ვხედავთ.

რეპლიკა კინოფილმიდან “გაზაფხულის 12 გაელვება”.

როგორც კი სადმე გამარჯვების ნაცვლად წარმოთქვამენჰაილ!” ვინმეს პერსონალური მისამართით, იცოდეთ, იქ გველოდებიან, იქიდან დაიწყება ჩვენი დიადი აღორძინება”.

და როცა 2014 წელს უკრაინაში სამხედრო გადატრიალება მოხდება, აბსოლუტურად ნათელი გახდება, რომ შემდგომი სისხლიანი სასაკლაო განხორციელდება ყირიმში. ხოლო სევასტოპოლში განლაგდება ნატოს უმძლავრესი საზღვაო-სამხედრო ბაზა. ამას გრძნობდნენ სევასტოპოლელები და მათი საპროტესტო მიტინგების უმთავრესი საბრძოლო ლოზუნგი იყო “იანკი, გოუ ჰოუმ!”

8 წლის განმავლობაში ბომბავენ დონბასს, თქვენ ეს იცით. ხოლო მთავრობა თანდათან ძირავს ქვეყანას ნაციონალური განწყობების მორევში.

ჩვენ კი ვცდილობთ, ვირწმუნოთ, რომ ყველაფერი ნორმალურია, ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიტყუებდით იმით, რასაც უკრაინელები 1991 წელს ამბობდნენ.

გაიხსენეთ!

“_ როგორც საბჭოთა კავშირში ვიყავით, ასევე ვიქნებით ასე თუ ისე.

_ როგორი ურთიერთობა გექნებათ რუსეთთან?

_ საუკეთესო დონეზე. ერთად უნდა ვიყოთ”.

ასე ამბობდნენ… დონბასის საზღვართან კი თავს იყრიდა უდიდესი არმია უძლიერესი შეიარაღებით, რომელიც ნატოდან იყო გამოგზავნილი. ჩვენთვის ცნობილი გახდა თარიღი, ადგილი, საიდანაც შემოჭრა განხორციელდებოდა.

“ჩვენი დაზვერვის მონაცემებითა და უკრაინელი ტყვეების ჩვენებით შეტევის ოპერაცია უნდა განხორციელებულიყო მიმდინარე წლის 8 მარტს. ფაქტები მიგვითითებს, რომ თავდასხმა ერთდროულად დაიწყებოდა როგორც დონბასის რესპუბლიკების ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ფედერაციაზე”.

ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. შეცნობილი გვაქვს, რომ დონბასის ტერიტორიაზე 800 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქის მიტოვება შეუძლებელია, ვაღიარებთ ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობას და გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დახმარების აღმოსაჩენად ვასრულებთ ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობის თხოვნას.

ზოგჯერ მესმის ჩივილი, რომ საჭირო არ იყო შეტევის განხორციელება. უნდა დავლოდებოდით უკრაინის ჯარების შესვლას დონბასში და მხოლოდ შემდეგ შევსულიყავით. მაშინ ეს მათი აგრესია იქნებოდა და არა ჩვენი. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მივმართავ მათ, ვინც ასე ფიქრობთ, წარმოგიდგენიათ თუ არა, რამდენი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპებოდა დონბასის იმ სისხლიან საკეპ მანქანაში?!

თუ ეს ომი მზადდებოდა 30 წლის განმავლობაში, გგონიათ, რომ იგი მხოლოდ დონბასის ტერიტორიით იქნებოდა შემოფარგლული? ეს განწყობა, ეს ადამიანები, ბანდერელების ეს შთამომავლები დამშვიდდებოდნენ და სადღაც გაქრებოდნენ. გაცნობიერებული გვაქვს? იმის წარმოდგენა კი, რომ უკრაინაში ფესვები გაიდგა ნაციზმმა, ბოდვად მიგვაჩნდა სულიერი ავადმყოფების, “ფეიკად”. მაგრამ ასეა. არა მხოლოდ არსებობს, არამედ დეკლარირებულიცაა სახელმწიფო არხებით, საერთოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

უკრაინაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ომის მონაწილეებად აღიარებს უკრაინის ამბოხებული არმიის “ბოევიკებს”, რომელიც აკრძალულია რუსეთში.

ამ კანონის წინააღმდეგ გაილაშქრეს უკრაინაშიც და მის საზღვრებს მიღმაც. უკრაინის ებრაელთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ედუარდ დოლინსკიმ განაცხადა, რომ სარჩელს შეიტანს კიევის წინააღმდეგ ვეტერანების სახელით.

იცით, ვინ არის ადოლფ ეიხმანი? იგი გერმანელი ობერშტურმან ფიურერია, რომელიც უშუალოდ იყო პასუხისმგებელი ებრაელთა საკითხის მოგვარებაზე. მის სინდისზეა ექვს ათასზე მეტი ებრაელის წამებით სიკვდილი.

მან შეძლო ნიურნბერგის პროცესისთვის თავის არიდება, გაიქცა არგენტინაში. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ისრაელის დაზვერვა “მოსადი” ეძებდა ამ სუპერდამნაშავეს. იპოვეს, ჩამოიყვანეს ისრაელში და სასამართლოს განაჩენით დახვრიტეს.

უპრიანია, მოუსმინოთ მათ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში ნაციზმის აღორძინებაში. ლაპარაკობს სამხედრო ანალიტიკოსი რიტერ სკოტი:

“_ უკრაინის არმიაში 260 000 პირადი შემადგენლობა იყო გაერთიანებული, რომლებიც გაწვრთნილი და ეკიპირებული იყო ნატოს სტანდარტის მიხედვით… გასათვალისწინებელია ორასი, სამასი ათასი რეზერვისტიც, დამხმარე ქვედანაყოფებისა და სამსახურების არსებობაც…

ის, რასაც რუსები ებრძვიან არ არის მხოლოდ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგობა. უნდა გაითვალისწინონ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო პატიოსნად თანამშრომლობს უკრაინის ინფორმაციის სამინისტროსთან და პასუხისმგებელია იმაზე, რასაც ჰქვია “ინფორმაციული ოპერაცია”.

გარდა იმისა, რომ ამერიკელები აღზრდიან ახალგაზრდა თაობას, ისინი ქვეყნის ხელმძღვანელობასაც ნიშნავენ. მოუსმინეთ. საინტერესო სკანდალური საუბარია ვიქტორია ნულანდსა და უკრაინაში ამერიკის ელჩ ჯეფრი პაიეტს შორის, რომელიც 2014 წელს გაიმართა.

ნულანდი: _ რას ფიქრობ?

პაიეტი: _ ვფიქრობ, რომ თამაშში ვართ. კლიჩკოს საკითხი, როგორც ჩანს, აქ რთული გადასაწყვეტია, განსაკუთრებით მისი აღზევება პრემიერმინისტრის მოადგილედ. წაგიკითხავს რამდენიმე ჩემი შენიშვნა ახლანდელ ურთიერთობებში ამჟამად არსებულ პრობლემებზე? ასე რომ, ვცდილობთ, სწრაფად გავარკვიოთ, რა როლს თამაშობს იგი.

ნულანდი: _ კეთილი. არა მგონია, კლიჩკო უნდა იყოს მთავრობაში. არა მგონია, რომ ეს აუცილებელია და კარგი იდეაა.

პაიეტი: _ დიახ. თუ იმ კუთხით შევხედავთ, რომ იგი არ უნდა იყოს მთავრობაში, დარჩეს თამაშგარეთ და განაგრძოს თავისი პოლიტიკური საქმიანობა. თუ ლაპარაკია პროცესის წინ წაწევაზე, ალბათ, ზომიერი დემოკრატები ერთად უნდა შევინარჩუნოთ.

ნულანდი: _ იაცენიუკი შესაფერისი ადამიანი უნდა იყოს. ეკონომიკის საკითხებსა და მართვის საკითხებში გამოცდილია”.

მას შემდეგ, რაც 2019 წელს ამერიკელმა კონგრესმენებმა მიმართეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეეტანათ უკრაინის პოლკი “აზოვი”, სულ ცოტა დრო გადის, რაღაც 3 წელიწადი და აშშ-ის კონგრესსა და ევროპის პარლამენტში მთელი ხმით გაჰყვირიან ბანდერელების ლოზუნგს _ “დიდება უკრაინას!”

მითხარით, შეიძლება თუ არა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დღევანდელ ევროპაში იფურჩქნებოდეს ჩვეულებრივი რასიზმი?

აი, რას ამბობს ერთი იტალიელი:

“_ მე და ჩემს მეუღლეს გაფრთხილების გარეშე დაგვიბლოკეს ანგარიში მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი ცოლი რუსია. გაახილეთ თვალები, გაიღვიძეთ, არ დაიჯეროთ ნატოსა და ევროპის ნათქვამი. ისინი აგრძელებენ უკრაინის შეიარაღებას და ფულით მომარაგებას 100 მილიონი ევროთი. არ დაუჯეროთ ჩვენი მედიის ყბედობას”.

“რუსებს პარიზსა და საფრანგეთში თავშეკავება მართებთ. რუსეთის კულტურის ცენტრის შენობაში შეაგდეს “მოლოტოვის კოქტეილი”, რახმანინოვის სახელობის კონსერვატორიის აფიშებზე გაჩნდა გრაფიტი, ხოლო რუსული რესტორნების პატრონებს ემუქრებოდნენ, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა რაიმე კავშირი რუსეთთან. შტუტგარტის ერთი პატარა რესტორნის მფლობელმა ჰიტლერის როლი მოირგო და გამოფინა კატეგორიული მოთხოვნა _ “რუსული პასპორტების მფლობელებს ჩვენს რესტორანში არ მიესალმებიან”.

ბანდერელების აღორძინების ტენდენცია მარტო რუსეთში არ შეიმჩნევა. გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ოლაფ შოლცი თურმე არის გენერალ ლეიტენანტის და “ეს-ესის” გრუპენფიურერ ფრიც ფონ შოლცის შვილიშვილი, რომელიც რუსებს ებრძოდა ორივე მსოფლიო ომში და პირადად ხვრეტდა ებრაელებს პოლონეთსა და უკრაინაში. გასაკვირი არ არის, რომ ბატონ შოლცს ეღიმება, როცა ესმის სიტყვა “გენოციდი”, რომელიც ხორციელდებოდა დონბასში. იგი შესანიშნავად ერკვევა გენოციდის მასშტაბებში. რაღა უნდა ვთქვათ მილიარდებზე, რომლებიც უცხოეთის ბანკების ანგარიშებზე დაგვიბლოკეს, ან კერძო ქონებაზე, რომელსაც რუსეთის მოქალაქეებს ართმევენ, ან უარს გვეუბნებიან უმდიდრესი კოლექციების დაბრუნებაზე, რომლებიც, მოლაპარაკების თანახმად, გამოფენილი იყო სხვადასხვა ქვეყნებში.

(ასე რომ, ჩვენო მკითხველებო, თქვენც შესანიშნავად ამჩნევთ, რომ გარკვეული პარტიული დაჯგუფებების გადარეული ანტირუსული განწყობილებების გავრცელებამთელი საქართველოს მასშტაბითპრიმიტიული პლაგიატია ან მუდმივი მასწავლებლისა და პატრონის დავალების ფრიადზე შესრულების მცდელობა თავის გამოსაჩენად და არ ავად დახარჯული ფულის ილუზიის შექმნაა.

ფუნჩულ!

სამაგიეროდ ლოყები დაუმრგვალდათ, იაფიანი სასადილოს მზარეულის დამხმარის მიერ ცუდად გაპუტული ქათმის დაგვარად ამოსული წვერულვაშით დამშვენდნენ ეს ქარაქუცა კოლობოკთავიანიმგლოვიარე ყარაჩოხელები”).

ნიკიტა მიხალკოვი განაგრძობს:

_ ყური დაუგდეთ, რას ლაპარაკობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ყაზახეთში _ ჯან სიაო:

_ კოლექტიური დასავლეთის ამ პოლიტიკური შოუს შემდეგ, რომელიც პროპაგანდას უწევდა მეცნიერებას საზღვრების გარეშე, სპორტს პოლიტიკის მიღმა, კერძო ქონების ხელშეუხებლობას, სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ, ყველა ამ დასავლურმა ღირებულებამ ნდობა დაკარგა. დასავლეთმა უნდა დაუკლოს მორალისტობის სიმხურვალის გრადუსს.

ვფიქრობ, არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ აშშ-ის უმაღლესი ხელმძღვანელობა მოქმედებს და მოღვაწეობს არა საკუთარი ნების თანახმად. ბევრნი დასცინიან ბაიდენის ასაკს, მის ჩვეულებას, მყისიერად შეცვალოს თავისი შეხედულება იმის კარნახით, ვინც გვერდით უდგას. შემთხვევით წაცდენებზეც მწარედ დასცინიან.

წარმოვიდგინეთ, რომ რაღაც მიზეზებისა გამო მის ადგილს იკავებს ვიცეპრეზიდენტი კამალა ჰარისი, რაც კანონით არის გათვალისწინებული. მოუსმინეთ მის აბდაუბდა “მონოლოგს”:

“_ ჩვენ გუბერნატორთან ერთად დავათვალიერეთ ბიბლიოთეკა და ვილაპარაკეთ დროის მდინარებაზე. დიახ, დროის მდინარების მნიშვნელობა. თუ დავფიქრდებით არის დროის მდინარების უდიდესი მნიშვნელობა იმ ჭრილში, თუ რა უნდა გავაკეთოთ აუცილებლად, რათა შევქმნათ სამუშაო ადგილები. და არის დროის მდინარების უდიდესი მნიშვნელობა, თუ თქვენ ფიქრობთ ჩვენი შვილების ერთ დღეზე.

“_ თუ თქვენ გსურთ, ილოცოთ უფრო მეტი ჩვენი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე, დღეს ერთხელ კიდევ შეგახსენეს, რომლის ასაკში შეიძლება იყოთ პრეზიდენტი ან არ იყოთ, ამის მიზეზი კი ჩვენი ვიცეპრეზიდენტია. მისი ასაკისთვის იგი (ვიცეპრეზიდენტი) აბსოლუტური ჩლუნგია. გულახდილად ვთქვათ, კამალა ჰარისი ყველაზე ჩლუნგი ადამიანია მათ შორის, ვინც ოდესმე აურჩევიათ ვიცეპრეზიდენტად აშშ-ის ისტორიაში”, _ ასეთი აზრი დომინირებს ამერიკაში.

_ ახლა კი წარმოიდგინეთ, _ მიმართავს ნიკიტა მიხალკოვი ტელემაყურებლებს, _ რომ რაღაც მიზეზების გამო ბაიდენს ჩაენაცვლა ჰარისი. შეეძლება კი ამ ქალბატონს, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ მასაც სხვები უხელმძღვანელებენ?

პრეზიდენტი ბაიდენი ამბობს:

_ მიმაჩნია, რომ ვიმყოფებით მსოფლიო ეკონომიკის გარდამტეხ ეტაპზე, განა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ საერთოდ მსოფლიოსი. როგორც ერთმა მაღალჩინოსანმა ამ დღეებში მითხრა უშიშროების საბჭოს სხდომის დროს, 1900-დან 1946 წლამდე დაიღუპა 60 მილიონი ადამიანი. მას შემდეგ ჩვენ დავამყარეთ მსოფლიო ლიბერალური წესრიგი და ადამიანების სიკვდილიანობის ესოდენი რაოდენობა არასოდეს გამეორებულა. ბევრი ადამიანი იღუპება, მაგრამ ქაოსი ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

ახალ დროებაში, როცა ყველაფერი იცვლება, ჩვენ უნდა დავაწესოთ ახალი მსოფლიო წესრიგი და წინ წარვუძღვეთ მას, გავაერთიანოთ მთელი თავისუფალი სამყარო”.

ეს მოწოდება არაფერს გვაგონებს? მაგალითად, გერმანული ცხოვრების წესის დამყარების სურვილს, რომელიც ფაშისტურ გერმანიას ოკუპირებულ ტერიტორიებზე სურდა დაემყარებინა. რით დამთავრდა ჰიტლერის ეს გიჟური ოცნება, საყოველთაო არის ცნობილი.

მითხარით, გეთაყვა, დღეს განცხადებული ახალი წესრიგი ხელს გვაძლევს? შეგვიძლია წინ აღუდგეთ მას?

ნებისმიერი დაეჭვება უადგილოა. მაგრამ რუსეთის ელიტის ერთი ნაწილი საზღვარგარეთ გაიქცა. ვიღაც შეშინდა. ვიღაც კი _ იმის გამო, რომ ვეღარ შეძლო ესუნთქა იმ ჰაერით, რომლითაც ტეტიები თავიანთ ფილტვებში ტუმბავდნენ (!).

ეს იყო თვითგაწმენდა რუსეთის საზოგადოების.

ყველამ საკუთარი თვალით ვნახეთ, ურთულეს ჟამს ვისთვის რას ნიშნავს სამშობლო.

იბადება შეკითხვა: ვინც არ წავიდა, იმათგან ყველა რატომ დუმს?

თუნდაც გუბერნატორები, რომლებსაც ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რაც ამჟამად რუსეთში ხდება. რატომ არ გამოთქვეს თავიანთი სახელმწიფოებრივი პოზიცია, რას ნიშნავს რუსეთის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხალხისთვის და ასე შემდეგ? რომ ხალხს მოუწევს დროებითი სიძნელეების გადალახვა და ყველა სამუშაოთი იქნება დასაქმებული…

მეჩვენება, რომ ეიფორიამ, რომელიც, ბოლო წლებია, დაგვძლია, დაგვიჩლუნგა გრძნობები, მოგვიდუნა სიფხიზლე…

მაგრამ ამასთანავე, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ! ყველა სხვა შემთხვევაში მოგვიწევს, დავემორჩილოთ წესრიგს, რომელსაც გვპირდებიან და გვიმზადებენ.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here