Home ახალი ამბები მიხელ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას: შე თავგადანერგილო ბოლოკო!

მიხელ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას: შე თავგადანერგილო ბოლოკო!

3428
საქართველოს ექსპრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი: მიხეილ სააკაშვილი, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წამყვანი: გიორგი გაბუნია
საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ყოფილი გუბერნატორის განცხადებამ, რომ იგი ამიერიდან ტელეარხ Zik-ზე ყოველკვირეული თოქ-შოუს „სხვა უკრაინა“-ს წამყვანი იქნება დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში.

„ჩვენ ტელეარხ Zik-ზე „სხვა უკრაინის“ პირველი პროგრამა ჩავწერეთ და ის ძალიან მწვავე გამოვიდა. ყოველ კვირას ამ გადაცემაში ისეთ უკრაინას დაგანახებთ, რომელსაც არც ერთი სხვა არხი არ აჩვენებს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.  მან ასევე გამოაქვეყნა ფოტო გადაცემის სტუდიიდან. ფოტოზე სააკაშვილი ძაღლის ჯიხურის გვერდით დგას. ამგვარი დეკორაციის გამოჩენა შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებასთან იყოს დაკავშირებული, რომელმაც ხარკოვში ვიზიტისას აღნიშნა, რომ „ის ხალხი, ვისაც ძაღლის ჯიხურიც კი არ აუშენებიათ, ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებას“.

აღნიშნულთან დაკავშირებით გიორგი გაბუნია საკუთარი გადაცემაში განცხადებას ავრცელებს. ტელეწამყვანის თქმით, სააკაშვილისთვის ჟურნალისტობა ისეთივე შეუფერებელია, როგორც მისთვის ტანკისტობა!

ის იგივეა ჟურნალისტის როლში, როგორც მე ტანკისტი”– აცხადებს გაბუნია.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც  ტელეწამყვანს თავგადანერგილ ბოლოკს ადარებს და დასძენს, რომ როცა გაბუნიამ დედა ენა გადაშალა მას  ვეფხისტყაოსანი ზეპირად ჰქონდა ნასწავლი.  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჟურნალისტს მოუწოდებს დაფიქრდებს სანამ ვინმეზე რამეს იტყვის!

„შე თავგადანერგილო ბოლოკო, შენ რომ დედა ენა გადაშალე მე უკვე ვეფხისტყაოსანი ზეპირად ვიცოდი და ჯობია დაუფიქრდე ვისზე რას ამბობ”-აცხადებს მიხელ სააკაშვილი.

 

 

5 COMMENTS

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here