Home ახალი ამბები მსოფლიო “იცოდეთ, თქვენ, ვისაც “ქვეყანაში ფაშიზმი არ გაქვთ”, ახლა გათავისუფლებენ არა თქვენ, არამედ...

“იცოდეთ, თქვენ, ვისაც “ქვეყანაში ფაშიზმი არ გაქვთ”, ახლა გათავისუფლებენ არა თქვენ, არამედ ათავისუფლებენ თქვენგან”

გამწარებული უკრაინელის ბრალდება უკრაინელი ინტელიგენციისადმი

264

ხარკოველმა ოლეგ ნოვიკოვმა უკრაინის ინტელიგენციისადმი მიმართვა გამოაქვეყნა

 “როდესაც თებერვლის 14-ში (2014 წლის _ გ.გ.) დასავლეთ უკრაინაში გამოჩნდა საშკო ბილი, დაიწყეს იარაღის კომპანიების ძარცვა და ჯგუფურად ყვირილი: “მოსკალიაკუ ნა გილიიაკუ” (“მოსკალი ხის ტოტზე” _ გ. გ), თქვენ თქვით, რომ ეს კანონიერების ჩარჩოში არ ჯდება, მაგრამ ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც მარტის 14-ში ხარკოვში ნაციონალისტური “პროსვიტის” ფანჯრებიდან დახვრიტეს ახალგაზრდები _ ჟუდოვი და შაროვი, თქვენ თქვით, რომ ეს პოლიტიკაა, ხოლო ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც იმავე წლის აპრილში ქვედანაყოფმა “იაგუარმა” 70-ზე მეტი ანტიმაიდნელს ცხვირი მიწაში ჩააყოფინა, რის გამოც ისინი მრავალი წლით ჩასვეს ციხეში, თქვენ თქვით, ქალაქში სიმშვიდე იქნება, “ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც 2 მაისს (2014 წ. _ გ.გ.) ოდესაში პროფკავშირების სახლში 50-ზე მეტი ოდესელი ცოცხლად დაწვეს, თქვენ თქვით, გასარკვევია, იქ ვინ იყო _ ქვეყანაში კი ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც 2014 წლის 9 მაისს მარიუპოლში ტანკებიდან და ჯავშანმანქანებიდან გახსნილი ცეცხლით დახვრიტეს უიარაღო მშვიდობიანი ადამიანები, თქვენ თქვით, ეს ყველაფერი ფეიკია და ქვეყანაში ფაშიზმი არ არის

* როცა 2 ივნისს უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაციამ ლუგანსკი დაბომბა, თქვენ თქვით, ეს კონდიციონერი აფეთქდა, _ ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როცა დაიწყეს დონბასის დაბომბვა, თქვენ თქვით, _ მაგრამ ჩვენ ცოცხლები ვართ, _ ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როცა დაიწყო ღამის მსვლელობები ჩირაღდნებით, როცა საერთო წივილ-კივილისა და სიგიჟის ფონზე ხარკოვში ჩამოაგდეს ლენინის ყველაზე დიდი ძეგლი, როდესაც უღირსებს მისცეს უკანონობების ჩადენის ინდულგენციები, ქვეყანაში კი დაიწყეს ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაცია, თქვენ თქვით, _ ოღონდ ომი არ იყოს, _ ქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როცა მომდევნო წლებში დევნიდნენ, აპატიმრებდნენ, აწამებდნენ მიუღებელ ადამიანებს, თქვენ თქვით, _ თქვენ გაფრთხილებდნენ, _ “ქვეყანაში კი ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც გამჟღავნდა ნაცისტური ბატალიონების _ “აზოვის”, “დონბასის”, “აიდარის”, “ტორნადოსადა სხვების დანაშაულები დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ _ წამება, მკვლელობები, ძარცვა და .., როცა გაიხსნა ნაწამები და დახვრეტილი მოქალაქეების ათობით საერთო საფლავი, როცა დონეცკში გაიხსნა ანგელოზების ხეივანი, თქვენ არაფერი გითქვამთ, მაგრამ თქვენი დუმილი ნიშნავდა, რომქვეყანაში ფაშიზმი არ არის”.

* როდესაც დაიწყეს დონბასის გათავისუფლება, თქვენ შეკრთით და გაგიკვირდათ, _ კი მაგრამ, ქვეყანაში ხომ ფაშიზმი არ არის”?

* როდესაც აფეთქებებისგან ხარკოვში პირველი ფანჯრები ჩატყდა, თქვენ პანიკაში ჩავარდით, _ რას აკეთებთ, ასე არ შეიძლება, _ ჩვენ ხარკოვშიფაშიზმი არ გვაქვს”.

* როცა ჭურვებისა და რაკეტებისგან დაინგრა სახლები და ინფრასტრუქტურა, გაჩნდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, თქვენ შეგეშინდათ, “გონს მოხვედით” და აყვირდით _ ჩვენ რაღა დავაშავეთ? ჩვენ არ გვსურს ასეთი გათავისუფლება! ჩვენ არ გვინდა ასეთი “რუსული სამყარო”. ჩვენ თავს დაგვესხნენ ფაშისტები!

როდესაც თქვენ დამაჯერებლად აგიხსნეს და გაჩვენეს, რომ რუსები ესვრიან მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ნაცბატალიონების თავმოყრის ადგილებს, რომ ნაცბატალიონები და უკრაინის შეიარაღებული ძალები თავიანთ სამხედრო ტექნიკას საცხოვრებელ სახლებს შორის მალავდნენ, რომ ნაცბატალიონები განლაგებულნი არიან სკოლებსა და საცხოვრებელ კვარტლებში და იქიდან ხსნიან ცეცხლს… თქვენ დახუჭეთ თვალები და დაიხშეთ ყურები, რათა დაგემალათ თქვენი შიში და ამტკიცებდით, _ თქვენ ყველაფერს იტყუებით, ეს რუსები არიან ფაშისტები.

* როცა ყველა ქალაქში სასამართლოს ჩაუტარებლად დაიწყეთ ბოძებზე ადამიანების მიბმა და აბუჩად აგდება; როცა “აზოვმა” მარიუპოლის მცხოვრებნი ცოცხალ ფარად აიფარა; როცა არამზადა ჩილი და ნემიჩევი ხარკოვში რუს ტყვე ჯარისკაცებს, დაჭრილებს, ფეხებს უხვრეტდნენ და სიცოცხლეს ასალმებდნენ; როცა მარიუპოლში საცხოვრებელი სახლის სარდაფში, სადაც “აზოვს” თავშესაფარი ჰქონდა მოწყობილი, ნახულობენ ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებულ სხეულს უხელებოდ და მუცელზე სვასტიკა ამოტვიფრულს; როცა რუს სამხედრო ტყვეს აჭრიან თითებს და ცოცხლად წვავენ; როცა ვინიცელი არაადამიანი საჯაროდ, ვიდეოკამერის წინ აწამებს და თვალში დანის დარტყმით კლავს ადამიანს; როცა…

თქვენთვის ახლაც ცოტაა მტკიცებულება. თქვენ მაინც ვერ გაიგეთ, რისგან გადასარჩენად მოვიდა რუსეთი. კითხვები “ჩვენ რისთვის?” და “რატომ?” ჩაიძირა “ჩვენ არ გვითხოვია გათავისუფლება”-სა და “ჩვენ არ გვჭირდება ასეთი რუსული სამყარო”-ში.

მაშინ იცოდეთ, თქვენ, ვისაცქვეყანაში ფაშიზმი არ გაქვთ”, ახლა გათავისუფლებენ არა თქვენ, არამედ ათავისუფლებენ თქვენგან”.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here