მთავარი ახალი ამბები ამ ინფორმაციის გამჟღავნებით ვიცი, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებ, მაგრამ ჩვენი...

ამ ინფორმაციის გამჟღავნებით ვიცი, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებ, მაგრამ ჩვენი შვილების გადასარჩენად ღირს თავგანწირვა!

1735
გააზიარეთ
მოძრაობა "ეროვნულობის" ლიდერი: სანდრო ბრეგაძე
მოძრაობა ,,ეროვნულობის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ბიძინა ივანიშვილის მიმართავს და აღნიშნავს, რომ კლუბ ,,ბასიანში“, რომელიც დინამოზე მდებარეობს, ლეგალურად იყიდება სინთეზური ნარკოტიკები, სადაც პატარა ბავშვები იხოცებიან. ბრეგაძის განცხადებით, აღნიშნული ”პრიტონი” სახელმწიფოს  ერთ-ერთი  უმაღლესი თანამდებობის პირის ოჯახს,   მერაბიშვილის ცოლის სამეგობროსა  და ლგბტ დაჯგუფებას ეკუთვნის. სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს ივანიშვილს, გაგზავნოს თავისი ხალხი აღნიშნულ ადგილას  და თავად დარწმუნდეს ამ ინფორმაციის სისწორეში.

,,მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს!!! ბატონო ბიძინა, ვიცი რომ ვერ იტანთ ნარკომანიას,ზუსტად ვიცი რომ ამის შესახებ თქვენ არაფერი იცით და გიმალავენ, ამიტომ მე მოგაწვდით ინფორმაციას.

კლუბი ”ბასიანი”, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეთიკური ნარკოტიკები, სადაც წამლავენ ახალგაზრდებს, სადაც იხოცებიან პატარა ბავშვები,სადაც ყვავის ლგბტ პროსტიტუცია. კონფიდენციალურმა წყარომ  მომაწოდა ეს ინფორმაცია. ამავე სარწმუნო წყაროს ინფორმაციით,  აღნიშნული ”პრიტონი” ეკუთვნის სახელმწიფოს ახლანდელი ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირის ოჯახს, ნაცების (მერაბიშვილის ცოლის  სამეგობროს) ბომონძღს და ლგბტ დაჯგუფებას.

ეს  ყველაფერი ხდება თბილისის ცენტრში, დინამოს სტადიონთან. ჩემი წყაროსი თუ არ გჯერავთ, გააგზავნეთ თქვენი ერთგული ხალხი და თავად დარწმუნდებით ამაში. ეს გახლავთ ქართველი ერის  გენოციდი, ქართველი ერის მკვლელობის მცდელობა, რომელიც წარმატებით ხორციელდება !!!!  მომავალ თაობას შველა ჭირდება, თორემ დახოცეს ამ ”ბარიგებმა” ჩვენი შვილები !!!

-P.S. ამ ინფორმაციის გამჟღავნებით ისიც ვიცი,რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვაგდებ და პროვოკაციას აუცილებლად მომიწყობენ, მაგრამ  ჩვენი შვილების გადასარჩენად ღირს თავგანწირვა“ – წერს სოციალურ ქსელში სანდრო ბრეგაძე.

,,საქართველო და მსოფლიო“  სანდრო ბრეგაძეს აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად და დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა. მისი განცხადებით, სიმართლე კომპეტენტურმა პირებმა უნდა დაადგინონ. ბრეგაძე აღნიშნავს, რომ  სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ პირზე, რომლებიც ბარიგაობითა და სიცოცხლის მოსპობით ფულს შოულობს. მოძრაობა ,,ეროვნულობის“ ლიდერი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აქამდე არც ერთი სააგენტო მის მიერ გაკეთებული განცხადებით არ დაინტერესებულა.

,,მე 100%-ით ვიცი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, თუმცა მინდა, სიმართლე კომპეტენტურმა პირებმა დადგინონ. ჩემი ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ყველა იმ ადამიანმა, რომლებიც ბარიგაობით და სიცოცხლის მოსპობით ფულს შოულობს უნდა აგოს  კანონის წინაშე პასუხი. მინდა ავღნიშნო, ჩემთვის  ცოტა უცნაურია, როდესაც პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ფრაქციის თავჯდომარე, ამ მთავრობის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი ვაკეთებ ასეთი ტიპის განცხადებას და თქვენს გარდა, არც ერთი აინფორმაციო სააგენტო არ დაინტერესებულა აღნიშნული განცხადებით“ –  აღნიშნავს ,,საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას სანდრო ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ ნარკოტიკების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენაშენახვის, გადაზიდვის ან გასაღების მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 2016 წელს 1759 იყო, რაც  141ით  მეტია  2015 წლის მონაცემზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნარკოდანაშაულის შემთხვევები საგრძნობლად გაიარდა. გთავაზობთ სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცებებს:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, ნარკოტიკების უკანონო დამზადების, წარმოების, შეძენა-შენახვის, გადაზიდვის ან გასაღების მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა 2016 წელს 1759 იყო, რაც 141-ით მეტია 2015 წლის მონაცემზე.

საქსტატის მონაცემები მოიცავს იმ პირთა რაოდენობას, რომელთა მიმართ 2001-16 წლებში, ნარკოდანაშაულისათვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. 2001 წელს, ნარკოდანაშაულისთვის სულ 854 პირი გაამტყუნეს. მათი რაოდენობა 1760-მდე გაიზარდა 2006 წელს, რაც წინა წლის მონაცემზე თითქმის ორჯერ მეტია.

ბოლო ხუთ წელში, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულთა რაოდენობა მერყეობდა და ბოლო ორ წელში შემცირდა, თუმცა, 2013 წელს (2660) მიაღწია პიკს.

მონაცემებით ჩანს ისიც, რომ 2016 წელს, გაუპატიურებისთვის, ძარცვისთვის, ყაჩაღობისთვის და განზრახ მკვლელობისთვის მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა მაინც მკვეთრად ჩამორჩება ამავე წელს, ნარკოდანაშაულისათვის გასამართლებული პირების რაოდენობას. აღნიშნული ოთხი დანაშაულისთვის 2016 წელს, სულ 604 პირის მიმართ გამოიტანეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

                                                                                                                                                    ეკა ზარნაძე

6 COMMENTS

  1. დილით აღმაშენებლზე გასეირნების მერე სანაპიროდან ავედი ვერეს პარკში. იქ კიბეებთან არც ისე დიდი ხნის აშენებული კორპუსია. ისეთი დასვრილი კელდები აქვს, გეგონება კარგა ხნისააო. როორც სჩანს იქაური მცხოვრებლები ბ-ნ ბიძინას და მთავრობას ელიან, რომ გაუწმინდონ შენობა. რაო ხალხნო არაფერი გვინდა ჩვენ თვითონ რომ გავაკეთოთ?! გაიხსენეთ რა დაემართათ ბათუმელებს, ზამთარში საკუთრი ბინების გადმოთოლვისთვის მთავრობას რომ დაუწყეს ლოდინი. ბევრს დაენგრა სახლი და მაინც არ იკადრა თავად მიეხედა საკუთარი კარმიდამოსთვის. ახლა სანდრო ბვრეგაძეც მთავრობას ავალებს ჩვენს გასაკეთებლ საქმეებს. იქნებ ცოტა რამ ჩვენ გავაკეთოთ!

  2. კომპიუტერით რომ იწერენ საშინელებებ და თავს იხოცავენ, ეგეც არ დაგავიწყდეთ

  3. ბრეგაძე ადრე მინისტრის მოადგილე არ იყო? ანუ მთავრობის კაცი იყო და მაშინ რატო არ იღებდა ასეთ დარღვევებზე ხმას? ან რატომ მიმართავს ბიძინას? რას აკეთებს პოლიცია?

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here