ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ ერთ–ერთი გარემოვაჭრე სამართალდამველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არ დააკმაყოფილა პოლიციის მოთხოვნა, გზის სავალი ნაწილიდან სავაჭრო პროდუქცია გაეტანა.
დაკავებული, სავარაუდოდ, პოლიციის სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს.
დაკავებას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ხმაური ზუგდიდში დღეს დილიდან დაიწყო. მოვაჭრეებმა სარეალიზაციო საქონელი გზის სავალ ნაწილზე მას შემდეგ გადაიტანეს, რაც ძველ ადგილზე შესვლის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ აქ მუშაობის გარდა სხვა გზა არ აქვთ და დათმობას არ აპირებენ.
ამ წუთებში ბაზრის მიმდებარე მობილიზებულია სამართალდამცავი ორგანოების, ზედამხედველობის სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.