პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯოს სტოუნმა სალომე კორკოტაშვილთან ერთად ქართულად იმღერა.
“გასული წლის ივლისში, თბილისში, უნიჭიერეს ვოკალისტს SALIO-ს შეხვდი. რაღაც განსაკუთრებული იყო იმაში, რომ სიყვარულზე ვმღეროდით მისტიკური ნანგრევების ფონზე, რომელიც ოდესღაც ციხე-სიმაგრე იყო.
ბევრ ადამიანს შეუძლია სიყვარულის განცდა მუსიკის ძალით და მისი გამოხატვა ადვილია. მადლობა სალიო იმისათვის, რომ დღე გაგვილამაზე”, – დაწერა მუსიკოსმა საკუთარ Facebook-ზე.
ჯოს სტოუნს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.
2017 წლის ივლისში მან ბათუმის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა.