“რაღაც განსაკუთრებული იყო მასში,სიყვარულზე ვმღეროდით მისტიკური ნანგრევების ფონზე” – ბრიტანელი მომღერალი სალომე კორკოტაშვილზე

1825

პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯოს სტოუნმა სალომე კორკოტაშვილთან ერთად ქართულად იმღერა.

“გასული წლის ივლისში, თბილისში, უნიჭიერეს ვოკალისტს SALIO-ს შეხვდი. რაღაც განსაკუთრებული იყო იმაში, რომ სიყვარულზე ვმღეროდით მისტიკური ნანგრევების ფონზე, რომელიც ოდესღაც ციხე-სიმაგრე იყო.

ბევრ ადამიანს შეუძლია სიყვარულის განცდა მუსიკის ძალით და მისი გამოხატვა ადვილია. მადლობა სალიო იმისათვის, რომ დღე გაგვილამაზე”, – დაწერა მუსიკოსმა საკუთარ Facebook-ზე.

ჯოს სტოუნს კარიერის განმავლობაში 14 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული.

2017 წლის ივლისში მან ბათუმის ჯაზფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here