საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა პოლიტიკოსების მსგავსად, საზოგადოებას არაერთი “ფრთიანი” გამონათქვამებით დაამახსოვრეს თავი.
პოლიციელების მარგალიტები:
– ჩვენი ეკიპაჟი დროულად მივიდა შემთხვევის ადგილას, მაგრამ მოხდა დამნაშავის გაქცევა, ვაწარმოებთ ძებნას.
– მოქალაქემ განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც დადგა სიკვდილი.
– კვადრატში მოძრაობისას შევნიშნე, რომ მოქალაქე ახორციელებდა მეორე მოქალაქის ცემას.
– პეკინზე საცობია. ასმეთაური გადასცემს პატრულის თანამშრომლებს, ავტობუსია გაჩერებული, საცობს ქმნის, მიდით, მძღოლი ნახეთ და უთხარით, გადააყენოსო. ამ დროს სვანი პატრული პასუხობს: ოცდაცამეტი, ავტობუსის მძღოლი ვნახეთ და ვერ ანძრევს. ამას მეორე პატრული ეხმაურება – შენ მიეხმარე!
– ცენტრი გადმოსცემს გატაცებული მაქანის სერიას და ნომერს: ყველას საყურადღებოდ, გატაცებულია ავტომანქანა “მერსედესი”, სერია და ფერი უცნობია.
– მზის ჩასვლისას ცენტრის პოლიციელი გადასცემს პატრულს, რომ ჩართონ ციმციმები. ერთ-ერთი ოცმეთაური გადასცემს თავის ოცეულს: ახლა დაღამდა და ყველამ ჩართეთ ციცინათელები.
– ავტომანაქანა მოძრაობისას იმ ზოლში დგას, რომელიც სულ თავისუფალი უნდა იყოს. მეგრელი პატრული რაციით და კუთხური კილოთი მიმართავს მძღოლს: ჯიპი, შენ აქ არ უნდა იყო საერთოდ!
მადლიერი მოსახლეობის მხრიდან კი ცნობილი ფრაზის “ჩვენი პოლიცია ჩვენ გვიცავს” გვერდით კიდევ ერთმა ფრაზამ მოიკიდა ფეხი – “მადლობა პატრულს“!