Home ახალი ამბები საქართველო ნავსი გატყდა _ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა უკრაინის ფეტიში დაამსხვრიეს

ნავსი გატყდა _ ყოფილმა პოლიტპატიმრებმა უკრაინის ფეტიში დაამსხვრიეს

597

18 ივნისს ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ აქციაზე მისმა ორგანიზატორებმა, ყოფილმა პოლიტპატიმრებმა: რამაზ გაგნიძემ, ვასილ გოგალაძემ და ზაზა დავითაიამ, აგრეთვე, მიტინგის სხვა მონაწილეებმა დაგმეს საქართველოს საშინაო საქმეებში ზელენსკის უკრაინის  ჩარევა.

მეორე ფრონტი არ იქნება!“ _ ეს იყო აქციის მთავარი ლოზუნგი და აქციის მონაწილეებმა ამ სულისკვეთებით მხარდაჭერა გამოხატეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგარეო კურსის მიმართ. გაიტანეთ უკრაინა!“ _ ეწერა კიდევ ერთ პლაკატზე „გაიტანეთ გრენლანდიის“ ანალოგიით. მართლაც, მომაბეზრებელი შეიქნა საქართველოს ქალაქების ქუჩებში გამოფენილი უკრაინული დროშები და ყეყეჩური წარწერები „დიდება უკრაინას!“.

თვით ზელენსკი, ისევე როგორც მისი ახლო გარემოცვა, თბილისის აქციაზე მწვავე კრიტიკისა და დაცინვის ობიექტი გახდა. ორი ქინძი _ ეწერა ჰალსუხტის ღეჭვით გართული სააკაშვილისა და ზელენსკის ერთ-ერთი კლოუნადის ამსახველი სურათების ქვეშ. ასევე იყო პლაკატი წადით თქვენი!“ ზელენსკის გარემოცვის:  არახამიას, დანილოვისა და სხვათა მიმართ. ასევე იყო კრიტიკა ამერიკის ორპირი პოლიტიკის მიმართ, გაფრთხილებაც, რომ თურქეთის გავლენა საქართველოში იზრდება. არა ნეოოსმანიზმს საქართველოში!“  „შევაჩეროთ თურქული გავლენა აჭარაში!” _ ეწერა ზოგიერთ პლაკატზე. აღინიშნა, რომ დასავლეთი ორმაგ სტანდარტებს იყენებს _ არ ამჩნევს თურქეთის ექსპანსიას იმავე სირიაში, მაშინ, როდესაც გაყვირის უკრაინაში „რუსეთის შეჭრაზე“.

აქციის ცალკეულ მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები უკრაინის მხრიდან 8 წლის განმავლობაში დაცხრილული დონბასის ქალაქების მსხვერპლთა ფოტოსურათებით. „8 წლის მანძილზე მათ არავინ ამჩნევდა“ _ იყო წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ათონელის ქუჩაზე გამართული აქციის მონაწილეებმა დაგმეს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ უკრაინის ხელისუფლების უკან მდგარი დასავლური ძალების ჩარევის პოლიტიკა. გადახაზეს ევროპარლამენტარებისა და აშშ ლობისტების პორტრეტები, რომლებიც საქართველოს და მის მთავრობას კრიჭაში უდგანან, ამართლებენ სააკაშვილის რეჟიმს და საერთაშორისო არენაზე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მუშაობენ.

პოლიციის გააქტიურება გამოიწვია აქციის ერთ-ერთი მონაწილის, 26 მაისის მიტინგის დაზარალებულ მიხეილ აფციაურის პლაკატმა, რომელზეც კიევის გეიაღლუმი, უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის გეი-კლიპისა და მისი მრჩევლის, ქალურად ჩაცმული არესტოვიჩის ფოტოები იყო გადახაზული “Z“ სიმბოლოთი. ამ პლაკატის გამო მიხეილ აფციაური ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

აქციის ორგანიზატორებმა მთავარს მაინც მიაღწიეს _ უკრაინის ფეტიში დაიმსხვრა, უკრაინის კრიტიკა ღია სივრცეში აღარ არის ტაბუდადებული. საქართველოს მთავრობას აქვს შანსი, გამოიყენოს ეს განწყობები და განამტკიცოს თავისი სუვერენული კურსი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here