22 მარტს მოსკოვის ოლქის ქ. კრასნოგორსკის ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს, შუადღისას, ევრაზიის ინსტიტუტის (გულბაათ რცხილაძე), ევრო-აზიური ალიანსის (ვიქტორ კუსიანი), ფონდ “ისტორიული მემკვიდრეობის” (ტარას გაგნიძე) ხელმძღვანელები, აგრეთვე “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელი (ვიქტორ ცაავა) და თბილისის საზოგადოების წევრები რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობასთან შეიკრიბნენ, სადაც ახლა შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია მუშაობს.
ქართული საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა საელჩოს ღობე ყვავილებით შეამკეს. უცხოეთის მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას მათ დაგმეს ტერორისტული აქტი და იმედი გამოთქვეს, რომ რუსეთის ხელისუფლება და სამართალდამცავი სტრუქტურები მალე დაადგენენ სიმართლეს და შესაბამის ზომებს მიიღებენ.