ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„13 წელი გავიდა ზურას მკვლელობიდან!
დანაშაული არ გახსნილა… არც საქმე დახურულა…
არც რეჟიმი გასამართლებულა… არც სამართლიანობა აღდგენილა…
ბავშვები უკვე დიდები არიან. ჩვენ ვბერდებით. არაფერს გვეკითხებიან და რომც გვკითხონ, პასუხი არ გვაქვს!
პასუხი არც პროკურატურას გაუცია ჩემს ჩვენებაში დასმულ კითხვებზე… და არც იმ კითხვებზე, რომლებიც თავად დაუგროვდათ. ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაც დიდი გარიგების პასუხია ეს სიჩუმე…….
ხვალ 12 საათზე საფლავზე გავალთ…
…….. და რა მერე…?!“, – წერს ხათუნა ხოფერია.