Home ახალი ამბები საქართველო “წერას ატანილები”

“წერას ატანილები”

წერას ატანილები” _ ასე თუ ვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც წერის დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ მართლწერასთან მწყრალად არიან. არ გვეგონა, თუ ჩვენს სკოლაში, რომელსაც პირობითად ნუცას სკოლა დავარქვით, ისეთ ელემენტარულ საკითხებზე მოგვიწევდა ყურადღების გამახვილებაროგორიცაა რიგობითი რიცხვითი სახელის მართლწერა, მაგრამ, სამწუხაროდ, საჭირო ყოფილა და აუცილებელიც.

აი “მარგალიტები” და თავად განსაჯეთ, ამ მოკალმეთა ცოდნის დონე:

“დიდი აჟიოტაჟია ატეხილი სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) არჩევის გამო. ამიტომ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო ამ ინსტიტუტს, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას. სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინამორბედი იყო 13- საუკუნის შვედეთში, სადაც დამნაშავეებისგან ფულის ამკრეფად ირჩევდნენ ე.წ. ნდობით აღჭურვილ პირს _ “რწმუნებულს”.

ამ წინადადებას კი რიგობითი სახელის მართლწერის უცოდინარობის გარდა, სხვა უბედურებაც სჭირს:

“ილჰამ ალიევი და რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების კონფერენციის მე-6-  სამიტის ფარგლებში შეხვდა”.

“ირანში მაჰსა ემინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციები 18-  დღესაც გაგრძელდა.

აქციის მონაწილე სტუდენტებმა მოითხოვეს დედაქალაქ თეირანში მდებარე შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის თაოსნობით დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მათი დაკავებული მეგობრები”.

ამ ვაიმოკალმეთა გასაგონად ვიტყვით:

რიგობითი რიცხვითი სახელები არაბული ციფრებით გამოსახვისას იწერება შემდეგნაირად:

ა) როცა მწარმოებელი მე თავში დაერთვის რიცხვით სახელს, ჯერ იწერება მე, შემდეგ _ დეფისი და ბოლოს _ სათანადო რიცხვი. მაგალითად: მე-2 (მეორე), მე-5 (მეხუთე), მე-20 (მეოცე), მე-100 (მეასე)…

ბ) როცა მაწარმოებელი მე რთული რიცხვითი სახელის უკანასკნელ ნაწილს მოუდის, მაშინ იწერება ჯერ რიცხვი, შემდეგ _ დეფისი და ბოლოს _ .

მაგალითად: 25- (ოცდამეხუთ), 50- (ორმოცდამეათ), 206- (ორასმეექვს), 2022- (ორიათას ოცდამეორ)…

შეცდომაა ასე ჩაწერა: მე-25- ან მე-25 და ..

რაც შეეხება რომაული ციფრებით გამოსახულ რიგობით რიცხვით სახელებს, მათ არც თავში და არც ბოლოში არ სჭირდება აფიქსების დამატება.

მაგალითად: სწორია XIX (მეცხრამეტე); შეცდომაა მე-XIX, XIX- და მე-XIX-.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here