Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში:...

ვლადიმერ პუტინი: აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში: აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს

113

კოლექტიურ დასავლთს ჰეგემონიის შესანარჩუნებლად კონფლიქტები სჭირდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 16 აგვისტოს სიტყვით გამოვიდა საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის მეათე საიუბილეო კონფერენციაზე, _ იუწყება “რია ნოვოსტი” და აქვეყნებს ამონარიდებს რფ-ის პრეზიდენტის გამოსვლიდან.

ჰეგემონიის შენარჩუნებას მცდელობებზე

* “მსოფლიოში ვითარება დინამიკურად იცვლება და ყალიბდება მრავალპოლუსიანი მსოფლიოს მოწყობის კონტურები, სულ უფრო მეტი ქვეყანა ირჩევს თავისუფალი, სუვერენული განვითარების გზას თვითმყოფადობაზე, ტრადიციებზე, ფასეულობებზე დაყრდნობით”.

* “ობიექტურ პროცესებს ეწინააღმდეგებიან დასავლეთის გლობალისტური ელიტები, რომლებიც ძველი და ახალი კონფლიქტების გაღვივებით ხელს უწყობენ ქაოსის შექმნას და ე.წ. შეკავების პოლიტიკით რეალურად ძირს უთხრიან განვითარების ნებისმიერ სუვერენულ, ალტერნატიულ გზას”.

* “აშშ და მისი ვასალები უხეშად ერევიან სუვერენული სახელმწიფოების საშინაო საქმეებში: აწყობენ პროვოკაციებს, სახელმწიფო გადატრიალებებს, სამოქალაქო ომებს. მუქარით, შანტაჟითა და წნეხში მოქცევით ცდილობენ, აიძულონ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, თავიანთ ნებას დაუქვემდებარონ, აცხოვრონ მათთვის უცხო წესებით. ეს ყველაფერი კეთდება ერთი მიზნით _ შეინარჩუნონ დომინაცია, რომელიც საშუალებას აძლევთ იპარაზიტონ მსოფლიოზე. როგორც ეს იყო საუკუნეების წინათ, ასეთი მოდელის შენარჩუნება კი მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება”.

ევროპული უსაფროთხოების სისტემის საფრთხეებზე

* “.. კოლექტიური დასავლეთი ახალი ალიანსების შექმნით მიზანმიმართულად ანგრევს ევროპული უსაფრთხოების სისტემას”.

* “ნატოს ბლოკი მოიწევს აღმოსავლეთით, ავითარებს თავის სამხედრო ინფრასტრუქტურას, მათ შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და აძლიერებს შეტევითი ძალების დარტყმით შესაძლებლობებს. ეს ფარისევლურად ცხადდება ევროპის უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობად, თუმცა სინამდვილეში პირიქით ხდება”.

* “ამასთანავე, გასული წლის დეკემბერში რუსეთის მიერ წამოყენებული წინადადებები ურთიერთუსაფრთხოების ზომებზე, უბრალოდ, კიდევ ერთხელ იქნა იგნორირებული”.

უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

* “ჰეგემონიის შესანარჩუნებლად კოლექტიურ დასავლთს კონფლიქტები სჭირდება. სწორედ ამიტომ მოუმზადეს მათ უკრაინელ ხალხს საზარბაზნე ხორცის ბედი, დაიწყეს პროექტანტირუსეთისრეალიზაცია, თვალი დახუჭეს ნაციონალისტური იდეოლოგიის გავრცელებაზე, დონბასის მცხოვრებთა მასობრივ მკვლელობაზე, აიარაღებდნენ კიევის რეჟიმს და ამას დღესაც განაგრძობენ”.

* “ჩვენ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების შესაბამისად დავიწყეთ. ამ ოპერაციის მიზნები მკაფიოდ არის განსაზღვრული. ეს არის რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, დონბასის მოსახლეობის გენოციდისგან დაცვა”.

*”აშშ ცდილობს ამ კონფლიქტის გაჭიანურებას, ისინი ზუსტად ასე მოქმედებდნენ, როდესაც აღვივებდნენ კონფლიქტებს აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში”.

აშშისა და ნატოს პოლიტიკაზე აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში 

* “კოლექტიური დასავლეთი მიისწრაფვის, აზიაწყნარი ოკეანის რეგიონზე ნატოს ანალოგიით გაავრცელოს თავისი ბლოკური სისტემა. ამ მიზნით ქმნიან ისეთ აგრესიულ სამხედროპოლიტიკურ კავშირებს, როგორიცაა AUKUS და სხვ”.

* “აშშ კიდევ ერთხელ შეეცადა ცეცხლზე ნავთის დასხმას და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ვითარების არევას”.

* “ამერიკის ავანტიურა ტაივანის მიმართ _ ეს ერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა კი არა, აშშის მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიაა რეგიონსა და მსოფლიოში ვითარების დესტაბილიზაციისთვის და ქაოსის შესაქმელად, ეს არის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო ვალდებულებების მიმართ უპატივცემულობის თავხედური დემონსტრაცია. ამაში ჩვენ საგულდაგულოდ დაგეგმილ პროვოკაციას ვხედავთ”.

* “ასეთი ქმედებებით დასავლური გლობალისტური ელიტები თავიანთი მოქალაქეების ყურადღების გადატანას ცდილობენ მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიდან _ ცხოვრების დონის დაქვეითებიდან, უმუშევრობიდან, სიღარიბიდან, დეინდუსტრიალიზაციიდან _ რუსეთზე, ჩინეთზე, რომლებიც იცავენ თავიანთ პრინციპებს, აწარმოებენ განვითარების სუვერენულ პოლიტიკას, არ ემორჩილებიან ზენაციონალური ელიტების დიქტატს”.

დაძაბულობის შემცირების გზებზე

* “სამხედროპოლიტიკურ სფეროში საფრთხეებისა და რისკების დაძლევა, ქვეყნებს შორის ნდობის გაღრმავება და მისი მდგრადი განვითარება მხოლოდ მსოფლიოს თანამედროვე მრავალპოლუსიანი სისტემის კარდინალურად  განმტკიცებით შეიძლება”.

* “როგორც უნდა ებღაუჭებოდნენ ჩვეულ მდგომარეობას ბენეფიციარები ამჟამინდელი გლობალისტური მოდელისა, ის განწირულია. ისტორიული მასშტაბების გეოპოლიტიკური ცვლილებები სრულიად სხვა მიმართულებით მიდის”.

* “სახელდობრ, მრავალპოლუსიანი მსოფლიო, მოწყობილი საერთაშორისო სამართალზე, უფრო სამართლიან ურთიერთობებზე წარმოაჩენს ახალ შესაძლებლობებს საერთო საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად”.

რუსეთის როლზე

* “როგორც უწინ, რუსეთი კვლავაც აქტიურად მიიღებს მონაწილეობას შეთანხმებულ ერთობლივ მუშაობაში, რათა თავის მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად სრულყოს საერთაშორისო უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმები და შექმნას ახალი. თანმიმდევრულად განამტკიცოს ეროვნული შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურები მათი აღჭურვით თანამედროვე შეიარაღებითა და სამხედრო ტექნიკით”.

* “უზრუნველვყოთ ჩვენი ეროვნული ინტერესები, შესაბამისად, ჩვენი მოკავშირეების დაცვა, გადავდგათ სხვა ნაბიჯები უფრო დემოკრატიული მსოფლიოს ასაშენებლად, რომელშიც გარანტირებული იქნება ყველა ხალხის უფლებები და კულტურულ-ცივილიზებული მრავალფეროვნება”.

* “ჩვენ უნდა აღვადგინოთ ნდობა საერთაშორისო სამართლის მიმართ, მისი ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპებისადმი”.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220816/putin-1809930155.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here