Home ახალი ამბები საქართველო ვაჟა ოთარაშვილი: ქვეყანას ვკარგავთ, მუსლიმანები ისაკუთრებენ საუკეთესო მიწებს და ამ დროს აქ...

ვაჟა ოთარაშვილი: ქვეყანას ვკარგავთ, მუსლიმანები ისაკუთრებენ საუკეთესო მიწებს და ამ დროს აქ გაიძახიან, _ რუსი შემოდისო!

“მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ თვითონ არ არის ამ ყაჩაღური ბანდის წევრი, ხმა ამოიღოს და შეაჩეროს მიწის გაყიდვა მაქინაციებით! თუ ამ ყველაფერში წილი არ უდევს საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, შეაჩერონ მიწის გაყიდვა!”

265
ვაჟა ოთარაშვილი

ძალიან საშიში ვითარებაა! ის, რაც ხდება საქართველოში, ამერიკელების ექსპანსიის მოდელია ქრისტიანული ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2022 წლის იანვარივნისის პერიოდში საქართველოში შემოსული რუსი ვიზიტორების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა. ამასთანავე, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში 6 400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა. ეს 2021 წლის წლიურ მაჩვენებელზე შვიდჯერ მეტია. მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსული ექსპორტიმიგვაჩნია რომ, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხიარუსეთის ფედერაციის მიერ ხშირად გამოყენებული მიდგომასაკუთარი მოქალაქეების .. დაცვის საბაბით უცხო ქვეყანაში ინტერვენციასაკმარის საფუძველს ქმნის სავიზო რეჟიმის დასაწესებლად”, _ ეს არის ამონარიდები ვრცელი განცხადებიდან, რომელსაც საქართველოში მოქმედი ათეულობით არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

რა ხდება სინამდვილეში _ ვინ ყიდულობს მიწის უდიდეს ნაწილს საქართველოში და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ; ვინ უფრო დიდი მტერია ჩვენი ქვეყნისა _ რუსი თუ არაბი _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოეტი ვაჟა ოთარაშვილი:

_ საქართველოში არაბები, თურქები, ინდოელები, ეგვიპტელები, პაკისტანელები ყიდულობენ ჩვენი მამა-პაპის მიწებს, მათ მიერ შესყიდული მიწების ჯამური რაოდენობა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისას უტოლდება, 20 პროცენტზე მეტი უკვე ნაყიდი აქვთ გადამთიელებს _ მუსლიმანებს. მაქვს კონკრეტული მაგალითები. ახლახან სოფელ ქვემოჭალაში ეკონომიკის სამინისტრომ, ამ ყაჩაღების ბანდამ, 11 ჰექტარი მიწა, ამილახვრების ნასახლარი, არაბებს მიჰყიდა. იმ არაბების სახელებიც ვიცი და გეტყვით. მიწა, თავდაპირველად, ჩალის ფასად შეიძინა საქართველოს მოქალაქემ, ვინმე ინგა კურტანიძემ, რომელიც მხოლოდ 30 წლისაა და შემდეგ ჩალის ფასადვე, თითქმის უსასყიდლოდ გადასცა  ქარიმ ალ ბაღდადს, აბდულალაჰ აბადსა და ჰუსეინ ამერს. ასეთი თვალთმაქცური გარიგებებით ყიდულობენ მიწებს ოზურგეთში, ქარელში, თეთრწყაროში, მოკლედ, თითქმის სრულიად საქართველოში.

_ ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, ისინი ძალიანშეწუხებულნიარიან იმით, რომ აქ რუსი ტურისტები შემოდიან, თურმე ბინებსაც ყიდულობენ და ეს არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ რუსი მოქალაქეების აქ შემოსვლა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დაპყრობას გაუადვილებს

_ ტყუილია ეგ ამბავი. ნახონ რეესტრში, ვის რამდენი მიწა აქვს ნაყიდი, ვის აქვს ამ ქვეყანაში მიწის შეძენის უპირატესობა.

ძალიან საშიში ვითარებაა. ის, რაც ხდება საქართველოში, ამერიკელების ექსპანსიის მოდელია ქრისტიანული, მართლმადიდებლური ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ებრძვის ამ პატარა ქვეყანას. ამერიკის მიერ შემუშავებული ექსპანსიის მოდელით აჭარაში შემოიყვანეს თურქები, მასობრივად მიმდინარეობს მეჩეთების მშენებლობა და ეს პროცესი დაწყებულია შიდა ქართლშიც. უფრო მეტიც, საქართველომ დედაქალაქი დაკარგა, რადგან თბილისმა დაკარგა სამი მთავარი გამზირი _ აღმაშენებლის, მარჯანიშვილისა და რუსთაველის. ეს ტერიტორიები დაპყრობილი აქვთ არაბებს, თურქებსა და ათასი ჯურის ნაძირლებს. ჩვენი დედაქალაქის გარშემო გაშენებულია არაქართული მიკროქალაქები ჩინელების, ინდოელების, არაბებისა და სხვა მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსულების მიერ. აშკარაა, რომ ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფისკენ მიდის.

_ ასეთი ამბავი თუ არის ქვეყანაში, თუკი მუსლიმანებმა წაგვლეკესმხოლოდ რუსების წინააღმდეგ რატომ ვიბრძვით? ნუთუ ასე საშიშია რუსი და არა არაბი ან თურქი?

_ დღევანდელი ნაც-ქოცური ხელისუფლება ფინანსდება დასავლეთისგან, ფულს იღებენ რუსების გინებაში, ფულს იღებენ და საკუთარ სახლ-კარში მშიდად უშვებენ მუსლიმებს. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ პირდაპირ განაცხადა,  88 მილიონი დოლარი შევიდა საქართველოშიო, რომელიც ანტირუსულ პროპაგანდას უნდა მოხმარდეს. ანტირუსული პროპაგანდა ნიშნავს, _ გამოვიდეს ვიღაც დასავლეთის მარიონეტი და ქვემოჭალაში არაბების მიერ ნაყიდი 11 ჰექტარი მიწა გაასაღოს რუსების მიერ შესყიდულად და ილაპარაკოს _ რუსები კოტეჯებს აშენებენ, რუსებისთვის ბეტონის გზებს აგებენო, როცა სინამდვილეში არაბებისაა მიწა და სწორედ ისინი აშენებენ თავიანთი ხალხისთვის.

ამ ყველაფერში ყველაზე ცუდი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ხმას არ იღებენ და საპირისპიროს არ ამტკიცებენ, არ ლაპარაკობენ იმას, ვინ ყიდულობს მიწებს ჩვენს ქვეყანაში კანონიერად თუ უკანონოდ, ხმას არ იღებეს ამ უმსგავსობაზე პრემიერის ადმინისტრაცია და პარლამენტი. ჩვენ მივმართეთ პროკურატუტას და გვიპასუხეს, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ვხედავთო. ჩვენ ვუმტკიცებთ, რომ თვალთმაქცური გარიგებები ხდება

“ქართულმა ოცნებამ” შეგნებულად დატოვა “მიწის კანონში” ხვრელები. სასოფლო-სამეურნეო მიწის მიყიდვა უცხოელებისთვის არ შეიძლება, მაგრამ დატოვეს ხვრელები. მიწას ყიდულობს ქართველი, აფორმებს არასასოფლოსამეურნეო მიწად და შემდეგ ასაღებს უცხოელებზე, როგორც ეს გააკეთა ვინმე კურტანიძემ.

თქვენი გამოცემის საშუალებით მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, თუ თვითონ არ არის ამ ყაჩაღური ბანდის წევრი, ხმა ამოიღოს და შეაჩეროს მიწის გაყიდვა მაქინაციებით! თუ ამ ყველაფერში წილი არ უდევს საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, შეაჩერონ მიწების გაყიდვა!

კასპის რაიონში, ქვათახევის მონასტერთან მისასვლელ გზაზე ჰექტრობით მიწაა გაყიდული. გორის რაიონში 58 ჰექტარი მიწაა გაყიდული, ქარელშიც იგივე ხდება, ტყიბულში 80 ჰექტარია არაბების ხელში.

რუსი, რუსიო” _ გაიძახიან და ყველამ ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება. თავშივე აღვნიშნე, ანტირუსულ პროპაგანდაში ფულია აღებული, ამას არ მალავს თვითონ ამერიკის ადმინისტრაცია და ჩვენ რატომ უნდა დავმალოთ?! არაბების ნაყიდი მიწა უნდა გასაღდეს, როგორც რუსების შენაძენი, ესაა დავალება და ასრულებენ დასავლეთის მარიონეტები.

ამ ქვეყნის გულშემატკივარი თუ არის ადამიანი, განგაშის ზარებს უნდა არისხებდეს, რადგან თბილისი აღარ არის ქართული ქალაქი და სულ მალე, თუ ასე გაგრძელდება, ქართული სოფლებიც აღარ იარსებებს, ამაში კი რუსის ხელი არ ურევია. რუსს იყენებენ სიმართლის დასამალავად, ხალხისთვის თავგზის ასაბნევად. ამას აკეთებენ ნაც-ქოცები ერთობლივად, რა თქმა უნდა, დიდი წილი მაინც ნაცებს შეაქვთ რუსებისთვის ყველაფრის დაბრალების საქმეში.

_ არასამთავრობოები ითხოვენ, რომ კანონით აღიკვეთოს რუსების შემოსვლა საქართველოში. არ შეიძლება, რომ ჩვენც მოვითხოვოთ კატეგორიულად მუსლიმანების პარპაში ჩვენს ქვეყანაში?

_ კანონმდებლობით უნდა აღიკვეთოს უცხოელებისთვის მიწების მიყიდვა და ასეც არის, მაგრამ მაქინაციებით მაინც ახერხებენ შესყიდვას. საკონსტიტუციო სამართლომ მიწების გაყიდვაზე გამოცხადებული მორატორიუმი მოხსნა. ანრი ოხანაშვილმა და ირაკლი კობახიძემ შეგნებულად დატოვეს ხვრელები კანონმდებლობაში, ხვრელები, რომლებზეც ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ცოდვაც სწორედ მათ კისერზეა.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვდით, რომ კონსტიტუცუაში ჩაეწერათ _ არ გაყიდულიყო უცხოელებზე არც სასოფლო დანიშნულების და არც არასასოფლო დანიშნულების მიწა, მაგრამ ასე არ მოხდა. ოხანაშვილმა დაარეგულირა კანონი ისე, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იყიდოს სასოფლო-სამეურნეო მიწა, დაყოს და გაყიდოს. შუა რგოლი დაამატეს, ცოტა გაართულეს პროცესი, თორემ სხვა არაფერი შეცვლილა. ჩვენი ბრუციანი და იმპოტენტი პროკურატურა კი აცხადებს, რომ პრობლემას ვერ ხედავს.

ქვეყანას ვკარგავთ, მუსლიმანები ისაკუთრებენ საუკეთესო მიწებს და ამ დროს აქ გაიძახიან, _ რუსი შემოდისო

არაბები, თურქები და, საერთოდ, მუსლიმანური სამყარო საქართველოს ისტორიული მტერია. სწორედ ისინი არიან საშიშნი ჩვენი ქვეყნისთვის.  1876-78 წლებში რუსეთთურქეთის ომის დროს ჩვენი ისტორიული მიწაწყალი: ტაოკლარჯეთი, ფარხალი, ჭოროხის ხეობა, ხანძთა, შატბერდი და უამრავი ტერიტორია სწორედ რუსეთმა დაგვიბრუნა. რუსეთი არის მართლმადიდებლური ქვეყანა, ჩვენ გვაქვს საერთო, სულიერი ღირებულებები. რუსეთში ცხოვრობს მილიონზე მეტი ქართველი, მათ არც ენა დაუკარგავთ, არც რჯული შეუცვლიათ, არც გვარი. თურქეთში კი მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და არც გვარი აქვთ ქართული, არც ენა იციან და რჯულიც შეცვლილი აქვთ! ახლა შეადარეთ, ვინ უფრო დიდი მტერია ჩვენი ქვეყნისა. ჩადით თურქეთში ქართულ ეკლესიაში და ილოცეთ აბა, თუ შეძლებთ. მოსკოვის ცენტრში კი წმ. გიორგის ეკლესიაა და ქართულად გალობენ!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here